ამ ბლოგში პატარა ლექსიკონს ჩამოგიწიკწიკებ, რათა უფრო მეტი იცოდე LGBTQ+ მეგობრულ ფრაზებსა და მათ დეფინიცებზე.
თანამშობლობის ავტომატური აღიარება: მოიცავს სიტუაციებს, სადაც ერთნაირსქესიანი წყვილები არ აწყდებიან სამართლებრივ ბარიერებს მათ ოჯახში დაბადებული ბავშვის აღიარებისას.
ბიფობია: შიში, დაუსაბუთებელი ბრაზი, შეუწყნარებლობა ან/და სიძულვილი ბისექსუალობისა და ბისექსუალების მიმართ.
ბისექსუალი: როდესაც ადამიანს ემოციურად ან/და სექსუალურად იზიდავს ერთზე მეტი სქესის მქონე პირები.
ცისგენდერი: ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პირს, რომელსაც არ აქვს შეუთავსებლობა საკუთარ სქესთან.
თანაცხოვრების უფლებები: ერთსა და იმავე ფიზიკურ მისამართზე მცხოვრებ ორ ადამიანს, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (და რეგიონში) შეუძლია სამართლებრივი შეთანხმების დადება ზოგიერთ პრაქტიკულ საკითხზე (რომლებიც განსხვავდება ქვეყნის მიხედვით). თანაცხოვრებიდან მომდინარე უფლებები შეზღუდულია.
ქამინგაუთი: პროცესი, რომლის დროსაც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს ან ინტერსექსი პიროვნება, საჯაროდ ამჟღავნებს საკუთარ სექსუალურ იდენტობას ან ორიენტაციას.
“კონვერსიული თერაპია”: ნებისმიერი განგრძობითი მცდელობა პიროვნების სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან გენდერული გამოხატვის შესაცვლელად, დაფუძნებული იმ ვარაუდზე, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ან გენდერული გამოხატვა ფსიქიკური აშლილობაა და უნდა შეიცვალოს. რეკომენდებულია ამ ტერმინის გამოყენება ბრჭყალებში ჩასმით.
დეპათოლოგიიზაცია: იმის აღიარება, რომ სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ან გენდერული გამოხატვა არ არის დაავადება. დეპათოლოგიზაცია ტრანს ადამიანებს საშუალებას აძლევს მიიღონ ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვა ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების ან დიაგნოზის გარეშე.
ურთიერთობა განსხვავებულ სქესთან/განსხვავებული სქესის ადამიანთან: ურთიერთობა, რომელიც მოიცავს ორ განსხვავებული სქესის ადამიანს. სასურველია გამოვიყენოთ განსხვავებული სქესის საპირისპირო სქესის ნაცვლად, რადგან «საპირისპირო» ემყარება არასწორ ვარაუდს, რომ არსებობს მხოლოდ ორი შესაძლო სქესი და რომ ისინი უცვლელია.
დისკრიმინაცია: უთანასწორო ან უსამართლო მოპყრობა, რომლის საფუძველიც განსხვავებულია და შესაძლოა მოიცავდეს ასაკს, ეთნიკურ წარმომავლობას, შეზღუდულ შესაძლებლობებს, სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას. დისკრიმინაცია შეიძლება დაიყოს ოთხ განსხვავებულ კატეგორიად, რომელთაგან ყველას შეუძლია გამოიწვიოს ვიქტიმიზაცია და შევიწროება:
- პირდაპირი დისკრიმინაცია: რომლის დროსაც ადამიანს ექცევიან სხვებზე ნაკლებად ხელსაყრელად მისი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო.
- არაპირდაპირი დისკრიმინაცია: როდესაც აშკარად ნეიტრალური დებულება ან პრაქტიკა აყენებს განსაკუთრებული სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს სხვებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში.
- მრავალმხრივი დისკრიმინაცია: დისკრიმინაცია, რომელსაც აქვს ერთზე მეტი საფუძველი.
- გამოცდილი დისკრიმინაცია: ცნობილი ასევე როგორც სუბიექტური დისკრიმინაცია, არის დისკრიმინაციის პირადი გამოცდილება. გამოცდილი დისკრიმინაცია ყოველთვის არ იწვევს დისკრიმინაციას იურიდიული გაგებით.
გეი: იგულისხმება ადამიანი, რომლსაც სექსუალურად და/ან ემოციურად იზიდავს იმავე სქესის ადამიანები. ეს ტრადიციულად ეხება მამაკაცებს, მაგრამ სხვა ადამიანებმა, რომლებსაც იზიდავთ ერთი და იგივე სქესი ან მრავალი სქესი, შეიძლება ასევე განსაზღვრონ საკუთარი თავი როგორც გეი.
გენდერი: ეხება სოციალურ კონსტრუქციას, რომელიც აყალიბებს კულტურულ და სოციალურ მოლოდინებს ინდივიდებისთვის, მათ მიერ მინიჭებული სქესის მიხედვით.
გენდერული თვითგამოხატვა: გულისხმობს ადამიანების მიერ საკუთარი გენდერული იდენტობის გამოხატვას სხვებთან, მაგალითად, ჩაცმულობით, მეტყველებითა და მანერებით. ადამიანების გენდერული თვითგამოხატვა შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს მათ გენდერულ იდენტობას/იდენტობებს, ან გენდერს, რომელიც მათ მიენიჭათ დაბადებისას.
გენდერული იდენტობა: გულისხმობს თითოეული ადამიანის მიერ ღრმად განცდილ შინაგან და ინდივიდუალურ შეგრძნებას გენდერთან მიმართებით, რომელიც შეიძლება შეესაბამებოდეს ან არ შეესაბამებოდეს დაბადებისას მინიჭებულ სქესს, მათ შორის სხეულის პირადი განცდის ნაწილში (რომელიც თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში შესაძლოა მოიცავდეს სხეულის გარეგნობისა თუ ფუნქციურ ცვლილებას, სამედიცინო, ქირურგიული ან სხვა საშუალებებით) და სქესის სხვა გამოხატულებებს, ჩაცმის, მეტყველების და მანერების ჩათვლით. ზოგიერთი ადამიანის გენდერული იდენტობა სცილდება გენდერ-ბინარულ და მასთან დაკავშირებულ ნორმებს.
გენდერული ანტი-კონფორმიზმი: უკავშირდება მამრობითსა და მდედრობითს მიღმა არსებულ გენდერულ თვითგამოხატვას.
სქესის ცვლილება: არის მოძველებული ტერმინი სამედიცინო ტრანზიციის პროცესზე, რომელიც მომდინარეობს 2018 წლის CJEU-ს გადაწყვეტილებიდან სქესის ცვლილებისა და საპენსიო ასაკის პენსიის საქმიდან და გამოიყენება ევროკავშირის კონტექსტში სამედიცინო ტრანზიციის ლეგალურად აღწერისთვის. (იხილეთ ტრანზიცია)
სქესის შეცვლის ოპერაცია: სამედიცინო ტერმინი და მოძველებული ტერმინი ტრანზიციასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ფარგლებში ჩატარებული ოპერაციებისთვის.
შევიწროება: ნებისმიერი ქმედება ან ქცევა, რომელიც არასასურველია მსხვერპლისთვის, რომელიც შეიძლება მიემართებოდეს მსხვერპლის სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას/გამოხატვას და/ან იყოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან დაშინების ხასიათის მქონე.
შევიწროება შეიძლება მოიცავდეს სალაპარაკო სიტყვებს, ჟესტებს ან წერილობითი სიტყვების, სურათების ან სხვა მასალის წარმოებას, ჩვენებას ან გავრცელებას.
სიძულვილით გამოწვეული დანაშაული: დანაშაულები, რომლებიც მოტივირებულია სიძულვილით ან ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის მიმართ მიკერძოებით. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს სქესს, გენდერულ იდენტობას, სექსუალურ ორიენტაციას, ეთნოსს, რელიგიას, ასაკს ან შეზღუდულ შესაძლებლობებს. ასევე ცნობილია მიკერძოების დანაშაულის სახელით.
სიძულვილის ენა: ეხება საჯარო გამონათქვამებს, რომლებიც ავრცელებენ, აღძრავენ, ხელს უწყობენ ან ამართლებენ სიძულვილს, დისკრიმინაციას ან ანტაგონიზმს უმცირესობების მიმართ.
ჰეტერონორმატიულობა: მოიცავს რწმენისა და პრაქტიკის ერთობლიობას, რომელიც მიიჩნევს გენდერს აბსოლუტურად, უდავოდ ბინარულად და, შესაბამისად, აღწერს და აძლიერებს ჰეტეროსექსუალობის ნორმატიულობას.
ეს გულისხმობს, რომ ადამიანების გენდერი, სქესი და სქესობრივი მახასიათებლები ბუნებითია და ყოველთვის უნდა იყოს თანმიმდევრული, ამიტომ ჰეტეროსექსუალობა არის ერთადერთი წარმოდგენა სექსუალობისა და ერთადერთი გზა «ნორმალურად» ყოფნის.
ჰეტეროსექსუალი: მიემართება ადამიანს, რომელიც თვითიდენტიფიკაციას ახდენს როგორც მამრობითი სქესის წარმომადგენლად, რომელსაც სექსუალურად და/ან ემოციურად იზიდავს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც თვითიდენტიფიკაციას ახდენენ ქალებად. ტერმინი ასევე მიემართება ადამიანს, რომელიც თვითიდენტიფიცირებას ახდენს ქალად, რომელსაც სექსუალურად და/ან ემოციურად იზიდავს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც თვითიდენტიფიცირებას ახდენენ კაცებად.
ჰომოფობია: შიში, დაუსაბუთებელი ბრაზი, შეუწყნარებლობა ან/და სიძულვილი, რომელიც მიმართულია ჰომოსექსუალიზმის მიმართ.
ჰომოსექსუალი: ადამიანები კლასიფიცირდებიან ჰომოსექსუალებად მათი და მათი სექსუალური პარტნიორების სქესის მიხედვით. როდესაც პარტნიორის სქესი იგივეა, რაც ინდივიდის, მაშინ ადამიანი კლასიფიცირდება როგორც ჰომოსექსუალი. რეკომენდებულია ჰომოსექსუალების ნაცვლად ტერმინების ლესბოსელი და გეი მამაკაცის გამოყენება. ტერმინები ლესბოსელი და გეი განიხილება ნეიტრალურად და პოზიტიურად, და აქცენტი კეთდება იდენტობაზე სექსუალიზებისა ან პათოლოგიზაციის ნაცვლად.
ჰორმონების ჩანაცვლების თერაპია (HR) : ეს მიემართება ჰორმონულ თერაპიას, რომელიც შეიძლება იქნას მიღებული, როგორც ტრანზიციული სამედიცინო დახმარების ნაწილი ან ინტერსექსის სპეციფიკური ჯანდაცვის ნაწილი.
ინტერსექსი: ინტერსექსი ინდივიდები იბადებიან სქესობრივი მახასიათებლებით (სქესობრივი ანატომია, რეპროდუქციული ორგანოები, ჰორმონალური სტრუქტურა და/ან დონეები და/ან ქრომოსომული ნიმუშები), რომლებიც არ შეესაბამება მამაკაცის ან ქალის ტიპურ განმარტებას. ტერმინი «ინტერსექსი» არის ქოლგა ტერმინი სქესის მახასიათებლების ვარიაციების სპექტრისთვის, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება ადამიანის სახეობაში. ტერმინი ინტერსექსი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ფიზიკურად სექსი არის სპექტრი და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი მახასიათებლების ვარიაციები, გარდა მამაკაცისა და ქალისა.
გენდერის სამართლებრივი აღიარება: პროცესი, რომლის დროსაც ტრანს და/ან ინტერსექსი პირის სქესი აღიარებულია კანონში, ან პროცესის მოგების შედეგად.
ლესბოსელი: ქალი, რომელსაც სექსუალურად და/ან ემოციურად იზიდავს ქალები.
ლგბტი: აკრონიმი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს და ინტერსექსი ადამიანებისთვის.
ქორწინების თანასწორობა: სადაც ეროვნული ქორწინების კანონმდებლობა ასევე მოიცავს ერთნაირსქესიან წყვილებს — მაგ. გენდერ-ნეიტრალური მითითება მეუღლეებზე. ზოგჯერ მედია საშუალებები და გადაწყვეტილების მიმღები პირები არასწორად მოიხსენიებენ ქორწინების კანონმდებლობის გავრცელებას ერთსქესიან წყვილებზე, როგორც «გეი ქორწინებას». რასაც ისინი სინამდვილეში გულისხმობენ არის ქორწინების თანასწორობა; არც ერთ ქვეყანას არ შეუქმნია ქორწინების კანონი სპეციალურად ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის.
არაბინარული: ეხება გენდერულ იდენტობებს, გარდა მამრობითი ან მდედრობითი სქესისა.
დაქამინგაუთებული: იყო ღიად გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსი ან ინტერსექსი
პანსექსუალი: როდესაც ადამიანს ემოციურად და/ან სექსუალურად იზიდავს ადამიანები, განურჩევლად მათი სქესისა.
ქვიარი: ადრე გამოიყენებოდა, როგორც დამამცირებელი ტერმინი ლგბტი პირების აღსანიშნავად ინგლისურ ენაში, ქვიარი დაბრუნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან ტრადიციული გენდერული კატეგორიებისა და ჰეტერონორმატიული სოციალური ნორმების მიღმა. თუმცა, კონტექსტიდან გამომდინარე, ზოგიერთმა შეიძლება მაინც შეურაცხყოფად მიიჩნიოს. ტერმინი ასევე ეხება ქვიარ თეორიას, აკადემიურ სფეროს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ჰეტერონორმატიულ სოციალურ ნორმებს გენდერთან და სექსუალობასთან დაკავშირებით.
რეგისტრირებული პარტნიორობა: ურთიერთობების სამართლებრივი აღიარება; არა ყოველთვის იგივე უფლებებით და/ან შეღავათებით, როგორც ქორწინება — სინონიმი სამოქალაქო კავშირის ან სამოქალაქო პარტნიორობის.
ერთსქესიანთა ქორწინება: ტერმინი ერთნაირსქესიანთა ქორწინება სინამდვილეში არ არსებობს. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც აქვს ქორწინების კანონი მხოლოდ ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის. სწორი ტერმინი არის ქორწინების თანასწორობა, რადგან მიზანია ქორწინების კანონების გახსნა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის, რათა მათ იგივე უფლებები მივცეთ, როგორც სხვადასხვა სქესის წყვილებს. იხილეთ ქორწინების თანასწორობა.
ერთსქესიანი ურთიერთობები ან წყვილები: მოიცავს ურთიერთობებს ან წყვილებს, რომლებიც შედგება ერთი სქესის ორი ადამიანისგან.
მეორე მშობლის მიერ შვილად აყვანა: როდესაც ერთსქესიან პარტნიორს უფლება აქვს იშვილოს თავისი პარტნიორის ბიოლოგიური შვილი(შვილები).
სქესი: პიროვნების კლასიფიკაცია მამაკაცად ან ქალად. სექსი გვენიჭება დაბადებისას და იწერება დაბადების მოწმობაში, როგორც წესი, გარეგანი ანატომიის გარეგნობისა და სექსის ბინარულად ხედვის საფუძველზე, რომელიც გამორიცხავს ინტერსექს ადამიანებს.
თუმცა, ადამიანის სქესი არის სხეულის მახასიათებლების ერთობლიობა, მათ შორის: ქრომოსომების, ჰორმონების, შიდა და გარე რეპროდუქციული ორგანოებისა და მეორადი სქესის მახასიათებლების.
სქესის მახასიათებლები: ტერმინი, რომელიც ეხება ადამიანის ქრომოსომებს, ანატომიას, ჰორმონალურ სტრუქტურას და რეპროდუქციულ ორგანოებს. OII Europe და მისი წევრი ორგანიზაციები რეკომენდაციას უწევენ ინტერსექსუალური ინდივიდების დაცვას ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში სქესის მახასიათებლების «დაცულ საფუძვლად» ჩართვით.
ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრი საკითხი, რომელთაც ინტერსექსები აწყდებიან, არ არის დაფარული არსებული კანონებით, რომლებიც მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას ეხება.
მრავალი ინტერსექსი აქტივისტისთვის ეს უფრო ინკლუზიურ ტერმინად განიხილება, ვიდრე «ინტერსექსის სტატუსი», რადგან ის მიუთითებს შესაძლო მახასიათებლების სპექტრზე, ნაცვლად ერთი ჰომოგენური სტატუსისა ან ინტერსექსის გამოცდილებისა.
სექსუალური ორიენტაცია: იგულისხმება თითოეული ადამიანის უნარი ღრმა მოსიყვარულეობის, ემოციური და სექსუალური მიზიდულობისა და ინტიმური და სექსუალური ურთიერთობის ჩამოყალიბებისა განსხვავებული სქესის ან იმავე სქესის ან ერთზე მეტი სქესის მქონე პირებთან.
თანმიმდევრული შვილად აყვანა: როდესაც ერთნაირსქესიანი პარტნიორს უფლება აქვს იშვილოს თავისი პარტნიორის ნაშვილები ბავშვი.
სუროგაცია: შეთანხმება, რომლის დროსაც ქალი ატარებს და შობს შვილს სხვა წყვილისთვის ან სხვა ადამიანისთვის.
ტრანს: არის ინკლუზიური ქოლგა ტერმინი, რომელიც ეხება იმ ადამიანებს, რომელთა გენდერული იდენტობა და/ან გენდერული გამოხატულება განსხვავდება სქესის/გენდერისგან, რომელიც მათ მიენიჭათ დაბადებისას.
ის შეიძლება შეიცავდეს, (მაგრამ არ შემოიფარგლება): ადამიანებს, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც ტრანსსექსუალი, ტრანსგენდერი, ტრანსვესტიტი/ქროს-დრესერი, ანდროგინი, პოლიგენდერი, გენდერქვიარი, აგენდერი, გენდერ ვარიანტი, გენდერ ნონ-კონფორმისტი ან ნებისმიერი სხვა გენდერულ იდენტობას ან/და გამოხატულებას, რომელიც არ აკმაყოფილებს გენდერულ იდენტობაზე არსებულ სოციალურ და კულტურულ მოლოდინებს.
ტრანსგენდერი: ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პირს, რომელსაც შეუთავსებლობა აქვს საკუთარ სქესთან.
ტრანზიცია: ეხება ნაბიჯების სერიას, რომელიც ადამიანმა შეიძლება გადადგას იმ გენდერში საცხოვრებლად, რომლთანაც ისინი იდენტიფიცირდებიან. პირის ტრანზიცია შეიძლება იყოს სოციალური და/ან სამედიცინო. ნაბიჯები შეიძლება მოიცავდეს: ქამინგაუთს ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან; გენდერის მიხედვით ჩაცმასა და მოქმედებას; სახელის ან/და სქესის/გენდერის შეცვლას იურიდიულ დოკუმენტებში; სამედიცინო მკურნალობას, მათ შორის ჰორმონალურ თერაპიას და შესაძლოა ერთი ან მეტი სახის ოპერაციას.
ტრანზიციასთან დაკავშირებული ჯანდაცვა (TRHC): (ადრე მოიხსენიებოდა, როგორც სქესის შეცვლის ოპერაცია (GRS), სქესის დამადასტურებელი ქირურგია/ჯანდაცვა (GAS ან GAH)): სამედიცინო ჩარევები, მათ შორის ჰორმონალური თერაპია, ოპერაციები და სხვა, ადამიანის სხეულის პირველადი და მეორადი სქესობრივი მახასიათებლების შესაბამისობაში მოყვანა მის შინაგან თვითაღქმასთან.
ტრანსფობია: ეხება ნეგატიურ კულტურულ და პირად შეხედულებებს, მოსაზრებებს, დამოკიდებულებებსა და ქცევებს, რომლებიც დაფუძნებულია ტრანს ადამიანების მიმართ არსებულ ცრურწმენებზე, ზიზღზე, შიშზე და/ან სიძულვილზე ან გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის ვარიაციების წინააღმდეგ
ვიქტიმიზაცია: კონკრეტული ტერმინი, რომელიც აღწერს დისკრიმინაციას, რომელსაც ადამიანი განიცდის იმის გამო, რომ მან შეიტანა საჩივარი ან იყო მოწმე სხვა პირის საჩივარში.