იყო და არა იყო რა, იყო 2023

არის რაღაცები, რასაც chatGPT – ს ვერ დააწერინებ. 

თუმცა Google -ის ახალ შვილს, Gemini -ის, ყოველი შემთხვევისთვის, აცდევინებ.

მაგრამ მას შემდეგ რაც მარტის აქციებსა და ლობიოზე გაშარჟებული საუბარი დამიწყო, გადავწყვიტე რომ გზები უნდა გაგვეყარა, რადგან არის რაღაცები რასაც ვერც GEMINI -ის ვერ დააწერინებ.  

 

2023 წელი მძიმე იყო ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

აქ აღარ გამოგვადგება ბ. ცაგარელის წინასწარმეტყველებები – მოვლენები მასშტაბური იყო, შესაბამისად განურჩევლად ვერძისა და თევზისა, თორმეტივე ასტროლოგიური ნიშანი მოვყევით პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის ვორტექსში. 

ეს წელი არ დაწყებულა 2022 წლის მსგავსად – თებერვალში მეხივით არ დაგვცემია კიევის დაბომბვის ამბავი. 

თუმცა 2023 წელი ისევ უკრაინაში ომით გაგრძელდა და დღეს უკვე ექვსას სამოცდამეცამეტე დღეს ითვლის. 

სამაგიეროდ, 2023-ში საქართველოში რამდენიმე “პირველად” ვიზეიმეთ:

  • დიდი ხნის შემდეგ  პირველად, სისტემას აღვასრულებინეთ ხალხის ნება –  ნება, რომელიც ვიწრო პოლიტიკური სცენარების მიღმა და მაღლა იდგა. 
  • როგორც ამბობენ, პირველად დავწვით პოლიციის მანქანები 
  • პირველად დააკავეს თეთრი ფურცლის ჭერის გამო ადამიანები
  • პირველად მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

 

კანონი უცხოელი აგენტების შესახებ 

სამაგიეროდ ამ წლის თებერვალს სხვა მეხი დაგვეცა წ ი ხ ლ ხ ვ  ე დ რ შ ი.

ერი ვალენტინობას არაესთეტიური წითლით ზეიმობდა, როცა “ხალხის ძალამ” ახალი კანონი დააინიცირა – უცხოური გავლენის აგენტების შესახებ. 

რა თქმა უნდა, მოცემულ კანონის ერთადერთი მიზანი საქართველოს ნათელი და გამჭირვალე მომავლისთვის ზრუნვა იყო, იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების აღრიცხვის ხარჯზე, რომლებიც შემოსავლის 20% – ზე მეტს უცხოური დაფინანსებით იღებდნენ. 

“ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 % მეტი “უცხოური ძალაა”. თუმცა, ამ ნუსხაში არ იგულისხმებოდნენ სახელმწიფო ორგანიზაციები ან სპორტული ფედერაციები, რომლებიც ხშირად, ასევე ‘უცხოელი აგენტებისგან’ ფინანსდებიან. 

წიხლხვედრმა ერმა, რომელსაც რა- რა და მოვლენათა სახელდება მშვენივრად გამოსდის – ამ კანონსაც შესაფერისი სახელი შეურჩია და მალევე “რუსული კანონი” უწოდა .

 

მარტის აქციები – ანუ კიდევ ერთი გაბრძოლება წითელი ურჩხულისა და მთავრობის წინააღმდეგ

7 მარტს, არაქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო – 76 დეპუტატის მხარდაჭერითა და 13 -ის წინააღმდეგობით. 

პარლამენტის სხდომის პარალელურად რუსთაველის გამზირი ხალხმა გადაკეტა. 

გარეთ იდგნენ ბუმერებიც, მილენიალებიც და რაც მთავარია – თაობა Z. 




მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ!  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით  გ ა უ თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე ბ ე ლ ი  ზომები

ფართომასშტაბიანი პროტესტი, რომელსაც რუსთაველი-თავისუფლების მთელიანი ტერიტორია მოეცვა, კიდევ ერთხელ იქცა სისტემის ხელის გასავარჯიშებელ და ახალი წყლის ჭავლების დასატესტ სამიზნედ. 

7 მარტს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ტრადიციული ამბავიც განმეორდება – თვალში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად კიდევ ერთმა მოქალაქემ – 55 წლის ზაზა ბიღიაშვილმა – დაკარგა მხედველობა. 

ეს დღე კარგად მახსოვს – პირველად ცრემლსადენ გაზს გემო სწორედ 7 მარტს გავუსინჯე და იმ ხალხის ჭყლეტვაშიც პირველად მოვყევი, რომლებიც სპეცრაზმელების მიერ გამოსროლილ ჭურვებს გაურბოდნენ. 

7 მარტის დარბევას ხალხის უმეტესობა მზად არ შეხვედრია. 

თუმცა მოსაბილიზებლად ცოტა დრო დასჭირდათ – დაშლის პირველი მცდელობიდან 1 საათში პირბადეებით, აირწინაღებითა და წყლის ბოთლებით “შეიარაღებულები” ისევ დაბრუნდნენ პარლამენტის წინ და მთელი ღამე აგრძელებდნენ პროტესტს: Robocops persisted, but so did we <3

 

8 მარტს იგივე ხალხი უკვე დარბევის სრული მოლოდინითა და შესაფერისი ეპიკირებით შეიკრიბა პარლამენტთან. 

ხმამაც არ დააყოვნა და კიდევ ერთხელ გაისმა მღაღადებელი მანქანის ხმა რუსთაველზე ‘მოქალაქეებო.

გთხოვთ.

დაიშალოთ.’

მეორე დღეს სამსახურებში გამოვცხადდით, ვერსად წაღებადი შფოთვით, იმაზე ნერვიულობით, რომ გასვლა-დარბევა-გასვლაც ჩვეულებრივ, სასიცოცხლო ციკლად ჩამოყალიბდა და მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა. 

თუმცა 9 მარტს კანონი უკან გაიწვიეს – პარლამენტის წინ ისევ შეკრებილმა ხალხმა კი ერთხმად გააჟღერა, რომ 

თავისუფლებააააა

ისე აააარ მოდიიიის

თავიისუფლებაააა

ლომთა

ხვედრიაააა

ესენი არიან სატანისტები

12 მარტს  ტელევიზორიდან ქვეყნის პრემიერ მინისტრის მონოტონური, მოდუდღუნე ხმა ჩაგვესმა. 

სხვა დროს ყურადღებას არ მივაქცევდი, თუმცა მარტის აქციების ჭრილობები ჯერ კიდევ არ შემხორცებოდა. 

2023 წლის 12 მარტს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარობაშვილმა აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები სატანისტებად, რაღაცა ჯგუფების  მიერ ტვინგამორეცხილებად ანარქისტებად, დესტრუქციულ ძალებად და ა.შ. მოიხსენია.  

სულ მალე ბ. ირაკლი კობახიძეს ცოტა უფრო სხვანაირად მონოტონური ხმისგანაც მოვისმინეთ განცხადება – აქციებზე მიმდინარე პროცესების დეტალური ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ ყველაფერი ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის სახელმძღვანელოების მიხედვით მიდიოდა. მათ შორის ეს ფოტოც, წყლის ჭავლის წინ დროშაშიგახვეული ქალი სცენარის ერთ-ერთი ნაწილი ყოფილა.

აქციებს სჭირდებოდა მსხვერპლი

ეს მსხვერპლი კი 29 მარტს, მოლოტოვის კოკტეილის სროლის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი აღმოჩნდა. 

მოლოტოვის კოკტეილის სროლა ჯერ-ჯერობით ვერ დაუმტკიცეს, თუმცა როდის იყო ჩვენს სასამართლოს საბაბის მოძებნა გასჭირვებოდა?
ლაზარეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს 1.5 წლით –  ოჯახური ძალადობის საქმეზე.

 

ირაყლი სუფთა ფურცლის ჭერის გამო დაკავებულთა ოდა 

2 ივნისს მოხდა ეს საკვირველი ამბავი, რომელიც გაზეთში ალბათ ასე ჩაიწერებოდა:
“პირველად საქართველოში!
სუფთა ფურცლის ჭერის გამო დაკავებულთა ადგილსამყოფელი ცნობილი იქნებოდა – 48 საათით პოლიციას დროებითი დაკავების იზოლატორში რომ არ ჩაესვა ისინი და კანონით მინიჭებული უფლებით – ზარის განხორციელებით – სარგებლობის ნება მიეცა! “

პროტესტანტები თავიანთი კოლეგის დაკავების გასაპროტესტებლად გამოვდინენ პარლამენტის წინ. კოლეგის დაკავების მიზეზი კი აი, ასეთი ფურცელი გახდა:

თუმცა მალევე გამოჩნდა სხვანაირი ფურცლები: მაგალითად, ცარიელი

დიახ, კიდევ ერთხელ დაიხარჯა სახელმწიფო რესურსი საქართველოში კერძო კაცის გულისთვის. 

 

პრაიდის ფესტივალი – ანუ როგორ მოერია 100 ორკი 2 ცალ პოლიციელს 

ზემოაღნიშნულმა ფაქტმა ყველა გაგვაოცა.

განსაკუთრებით შსს- რომელმაც პრაიდის ფესტივალის ტერიტორიის – ანუ კერძო საკუთრების, Lisi wonderland – ის დაცვა – რამდენიმე პოლიციელს ჩააბარა. 

თუმცა, 38 გრადუსში,  საბურთალოდან ცეცხლითა და ოფლით დაძრულ გონიერ მასას – ანუ ორკთა ერთად აღებულ რაოდენობას – მხოლოდ ‘მოქალაქეებო, გთხოვთ, დაიშალოთი’  თუღა მოერევი. 

შედეგად პრაიდის ღონისძიება ჩაიშალა.

ტერიტორია დაარბიეს. 

დააზიანეს ტექსნიკა

მოიპარეს სასმელები და რაც მთავარია – იოგას ხალიჩები <3
თუმცა, სტრესულ ჟამს ქართველებმა ჩვენი გამკლავების მექანიზმის მთავარ ფუძეს – იუმორს მივმართეთ. შედეგად:

   

03.08.23, შოვის ტრაგედია

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00სთ-ზე, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა.
მეწყერმა, რომლისთვისაც მზად არავინ აღმოჩნდა, 33 ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა. 

მათ შორის იყვნენ ბავშვები, არასრულწლოვანები და ადამიანები, რომლებიც სხვების გადასარჩენად, უკან, სასიკვდილო მასაში შებრუნდნენ. 

ჩვენ, კიდევ ერთხელ, არ ვიყავით მზად მსგავსი ტრაგედიის თავიდან  ასარიდებლად. 

 

the Killers- მა, ჩვენო ყველანი ძმები და დები ვართო

მწუხარებით ვუსამძიმრებ ყველა კონცერტზე წასულ და შუა კონცერტიდან უკან გამობრუნებულ ადამიანს 15 აგვისტოს. ანუ დღეს, როცა ქილერსის სოლისტმა სცენაზე რუსი  დრამერი აიყვანა და დააკვრევინა. 

მაგრამ, ვინც იქ ბოლომდე დარჩა, იმათ უფრო ვუსამძიმრებ. 

Pov: Your toxic ex gaslighting you by apologizing you not because they are to blame but because you are too immature to understand their reasoning

🤡🤡🤡🤡🤡🤡🤡🤡



6.11.2023 – ანუ როცა რუსის ტყვიამ კიდევ ერთი ქართველი შეიწირა

2023 წლის 6 ნოემბერს, 2008 წლის ომის ვეტერანი, კარალეთის სპეც-რაზმის ყოფილი წევრი, თამაზ გინტური, საოკუპაციო საზღვართან,  რუსის ტყვიას შეეწირა. 

6 ნოემბერს,  კიდევ ერთხელ, ქართველი გახდა ოკუპანტი რუსის მსხვერპლი და კიდევ ერთხელ, საქართველომ ვერ და არ მოახერხა საკუთარი მოქალაქის დაცვა. 

კიდევ ერთხელ, დადასტურდა ის, რაც ყველა ქართველმა –  კოლექტიური თუ ინდივიდუალური მეხსიერებით – ძალიან კარგად ვიცით და უნდა ვიცოდეთ – არც ერთ სახელმწიფოს არ ჩაუდენია  ქართველების  წინაშე იმ მასშტაბების დანაშაული, რამხელაც რუსეთს. 

2023 წლის 6 ნოემბერს, +1 ქართველის სისხლი დაემატა ჩვენი ძმა და მეგობარი, ჩვენ მიერ ქვეყანაში შემოპატიჟებული, ჩვენი უკუნისამდე  დამჩმორებელი და ჩექმით საფლავებზე და ქართველთა გვამებზე მოსიარულე რუსთა კისერზე.

 

რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

8 ნოემბერი ქართველთათვის თითქმის გრანდიოზული დღე იყო. თითქმის იმიტომ, რომ…

 

მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 

თურმე, გრანდიოზული დღე 14 დეკემბერს, მოსალოდნელზე 1 დღით ადრე დგებოდა!

საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რეაქციები კი, ასეთი იყო:

ახლა 28 დეკემბერია, მინდა პოზიტიურ ნოტაზე დავასრულო გასული წლის მიმოხილვა და რავი, იმედი მაქვს ხვალ-ზეგ ომი არ დაიწყება და  იმ დებილოიდებს რაიმე ახალი კანონის ინიცირება არ მოუნდებათ 31-ში. 

მაგრად ცივა რაა ჯერ საქართველოს ნათელი მომავლისთვის საბრძოლველად

 

2024 წელიც თუ ასეთი იყო, მე პირადად ბუნკერში ჩავალ.