გონორეა – სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია

განმარტება

გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით – Neisseria gonorrhoeae. სქესობრივად გავრცელებად დაავადებებს შორის მეორე ადგილასაა,  ქლამიდიის შემდეგ. ინფიცირების სიხშირე ერთნაირია ქალებსა და მამაკაცებში. განსაკუთრებით 15 დან 25 წლამდე პირებში.

იგი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც მიდრეკილია სხეულის თბილი, ტენიანი უბნებისკენ, მათ შორის: ურეთრა, თვალები, ყელი, საშო, ანუსი, ქალის რეპროდუქციული ტრაქტი: ფალოპის მილები, საშვილოსნოს ყელი და საშვილოსნო.

 

გავრცელების გზები და რისკ ფაქტორები

გონორეა გადაეცემა ორალური, ანალური ან ვაგინალური სქესობრივი კონტაქტით და ასევე გონორეით დაავადებულ ორსულს შეუძლია ბავშვის ინფიცირება ვაგინალური წესით მშობიარობის დროს. გონორეის გადაცემის უხშირესი წყაროა უსიმპტომო ინფიცირებული პირი რომელსაც დაუცველი სქესობრივი კავშირი აქვს სხვა პირებთან ასევე  25 წლამდე სქესობრივად აქტიური ქალები და ბისექსუალი ან ჰომოსექსუალი მამაკაცები და არასათანადოდ გასტერილებული სექს-სათამაშოების გამოყენება და გაზიარება . გონორეის მთავარი გართულება უნაყოფობაა როგორც ქალებში ისე მამაკაცებში.

 

სიმპტომები

ხშირ შემთხვევაში, გონორეა არ იწვევს სიმპტომებს. გამოვლენის შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს სხეულის სხვადასხვა არესთან, თუმცა ჩვეულებრივ ვლინდება სასქესო ტრაქტთან დაკავშირებული სიმპტომები.

მამაკაცებში გონორეა ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: ტკივილი შარდვისას (დიზურია), ჩირქისმაგვარი (მოთეთრო) გამონადენი ურეთრადან, სათესლე ჯირკვლის შეშუპება და ტკივილი.

ქალებში გონორეა ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დიდი რაოდენობით გაგინალური გამონადენი, ტკივილი შარდვისას (დიზურია),  ტკივილი მუცლის არეში, მენსტრუალურ პერიოდებსშორის გამოვლენილი სისხლდენა. გონორეა ქალებში უპირატესად საშვილოსნოს ყელს აზიანებს.

 

სხვა ტიპის კლინიკური გამოვლინება რომელიც ორივე სქესის პირებში გვხვდება:

სწორი ნაწლავიანალური ქავილი, ჩირქოვანი გამონადენი სწორი ნაწლავიდან, სისხლის ლაქები (ნათელი წითელი ფერის) ტუალეტის ქაღალდზე, ნაწლავის მტკივნეული მოძრაობა.

თვალებიგონორეამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტკივილი, მგრძნობელობა სინათლის მიმართ და ჩირქოვანი გამონადენი ერთი ან ორივე თვალიდან.

ყელიყელის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ყელის ტკივილს და გადიდებულ ლიმფურ კვანძებს კისერზე.

სახსრები. თუ ერთი ან მეტი სახსარი დაინფიცირდა ბაქტერიით (სეპტიური ართრიტი), სახსრები შეიძლება იყოს თბილი, წითელი, შეშუპებული და უკიდურესად მტკივნეული, განსაკუთრებით მოძრაობის დროს.

 

ორსულობა და გონორეა

თუ ორსულად ხართ და გაქვთ გონორეა, შესაძლოა ინფექცია თქვენს შვილს მშობიარობის დროს გადასდოთ. ამან შეიძლება ბავშვში გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ასეთ დროს ინიშნება გეგმიური საკეისრო კვეთა რათა თავიდან ავიცილით ახალშობილის ინფიცირება (სიბრმავე, წყლულები თავის კანზე და ინფექციები).

 
დიაგნოსტიკა

გონორეის დიაგნოსტიკა ხდება შარდისა და სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით და სეროლოგიური ტესტებით (ანტიგენის ტესტი, ნუკლეინის მჟავის ამფლიპიკაციის რეაქცია იგივე NAA რეაქცია)

 
მკურნალობა

გონორეას მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები. მკურნალობა ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

პრევენცია

როგორ სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ასევე გონორეას პრევენციის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კონდომის და ლუბრიკანტის  გამოყენება ყოველი სექსის დროს, სექს-სათამაშოების გაზიარებისას ახალი კონდომის გამოყენება. და სათამაშოს რეცხვა-დეზინფექცია, სქესობრივი კონტაქტისგან თავშეკავება თუ პარტნიორს ინფექციის სიმპტომები აქვს და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი.