
ბებია
მე ქეთო ვარ, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ქმარი დავკარგე. ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დავრჩი, მესამეს მოლოდინში. მიჭირდა მარტო ყოფნა და ბავშვების მიხედვა. ათი წელი იყო ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან გასული როცა მეორედ გავთხოვდი. დიდი ხანი არვიცნობდით ერთმანეთს ვიცი ნაადრევი გადაწყვეტილება იყო იმ კაცთან დაოჯახება რომელთანაც ძლიერი სიყვარული არ მაკავშირებდა მაგრამ სხვა გზა არმქონდა, ბავშვების გაზრდა ძალიან მიჭირდა რამაც საბოლოოდ ეს ნაბიჯი გადამადგმევინა და თითმის უსიყვარულოდ მეორედ გავთხოვდი. თავიდან კარგად მექცეოდა, მეტიც, ამბობდა რომ ვუყვარდი მაგრამ დროის გასვლასთან ერთად შეიცვალა მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ხშირად ვჩხუბობდით, ერთხელ ჭიქა მესროლა მეც არდავაკელი და უკანვე გავუქანე, მისი ზიზღიანი მზერაც თან მომხვდა და მასთა ერთად მისი გაშლილი ხელიც მხოლოდ იმიტომ, რომ საქციელი უკავე დავუბრუნე. ასეთი შემთხვევები ბევრი იყო მაგრამ ვითმენდი, ვიცოდი ჩემს გაცეცხლებას ძალიან ცუდი რამ მოყვებოდა, შეიძლებოდა გაუაზრებლად დანაც დაერტყა ჩემთვის.
ბავშვების თანდასწრებით არასდროს ძალადობდა ჩემზე მაგრამ დრო გადიოდა და ესეც იცვლებოდა. ჩემთვის როგორც ქალისთვის და როგორც დედასთის ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ატანა მაგრამ ჩემი ორი სიცოცხლის გამო სხვა არაფერი შემეძლო, სხვაგან წასასვლელი არმქონდა ამიტომ ვითმენდი ყველაფერ იმას რასაც ჩემი ქმარი აკეთებდა ჩემს მიმართ.
დედა
მე ნინა ვარ, ქეთოს შვილი. სამწუხაროდ მამაჩემი ისე გარდაიცვალა სულ რამდენიმე თვის ვიყავი და არაფერი მახსოვს. მე და ჩემი და დავრჩით დედას, ნელ-ნელა ვიზრდებოდით და ვხვდებოდით როგორ უჭირდა დედას ჩვენი შენახვა, ცდილობდა არაფერი მოეკლო ჩვენთვის მაგრამ ეკონომიკური კრიზისიდან ვერ ამოვდიოდით. 11 წლის როცა ვიყავი დედა მეორედ გათხოვდა. კარგად გვექცეოდა მამინაცვალი მაგრამ დრო გადიოდა და ეს დამოკიდებულება იცვლებოდა, ვხედავდი როგორ უყვიროდა ხოლმე დედას, როგორ ურტყავდა, როცა მის დასახმარებლად მივედი მეც გამარტყა. მომთმენი არასდროს ვყოფილვარ ყოველთვის ვუწევდი წინააღმდეგობას მაგრამ ბოლოს მივხვდი აზრი არქონდა, ფიზიკურად ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო მე კი ვერაფერს გავხდებოდი.
ძალადობას ვეღარ გავუძლებდი ან უფრო იმას, რომ ხმის ამოღება არშემეძლო. 15 წლის ვიყავი შეყვარებული მყავდა დედამ იცოდა ამის შესახებ წინააღმდეგი არყოფილა მაგრამ ერთ დღეს სახლი მივედი და ვუთხარი, ,,ვთხოვდები’’ დედამ თვალები დააჭყიტა, ძალიან გაუკვირდა ბევრი მელაპარაკა იმასთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მინდოდა თუ არა. ბავშვი ვიყავი, მთელი თინეიჯერობა წინ მქონდა მაგრამ ისედაც დაკარგული ახალგაზრდობა და ბავშვობა დარჩენად აღარ მიღირდა. ვიცოდი ისევ ძალადობის მსხვერპლი უნდა ვყოფილიყავი და ჩემი ფსიქიკა საბოლოოდ გამენადგურებინა ამიტომ ავდექი და 15 წლის ასაკში გავთხოვდი. დედასაც აღარაფერი უთქვამს, ერჩივნა წავსულიყავი ვიდრე გაგრძელებულიყო იგივე იქამდე სანამ ფატალურად არ დამთავრდებოდა ყოველივე ეს.
შვილიშვილი
მე ანა ვარ, ნინას შვილი და ქეთოს შვილიშვილი. პირველი სიტყვები რისი დაწერაც ახლა მსურს ის არის, რომ ძალიან გაბრაზებული, ემოციურად დანგრეული და შეშინებული ვარ. აქამდე ამ ამბავს დედა ყოველთვის ირიბად მიყვებოდა ხოლმე, უფროსწორად გაკვრით ამბობდა, რომ მამინაცვალი უბრალოდ ცუდი ადამიანი იყო. ამაზე საუბარი სულ უჭურდა, არასდროს აგრძელებდა, მისი მესმოდა ამიტომ არ ვთხოვდი ყველაფრის დეტალებში მოყოლას მაგრამ გავიზარდე, მივხვდი რომ ამ ყველაფრის მოსასმენად მზად ვიყავი. თურმე მზად არ ვყოფილვარ. წარმოიდგინეთ როგორი გრძნობა დამეუფლა როცა გავიგე ჩემს ამაგიან, ჯიგრიან, მოსიყვარულე და თბილ ბებოს როგორ ექცეოდა ვიღაც ,,კაცი’’ მხოლოდ იმიტომ, რომ ,,ხოში’’ ჰქონდა. ძარღვებში სისხლი გამეყინა, ცრემლები ვეღარ შევიკავე, ყველაფერმა ერთად იფეთქა ჩემში.
ეს ყველაფერი ახლა რომ მომხდარიყო ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, დრო შეიცვალა, ცნობიერება ამაღლდა, ქალების გარკვეულმა ნაწილმა მიიღო ცოდნა ამ შემთვევების დროს რა მოქმედებებს და ხერხებს უნდა მიმართონ. სამწუხაროა, რომ მაშინ ამ ყველაფერზე ყურის მომკიდი არავინ იყო. დედას ვუთანაგრძნობ, ვწუხვარ, რომ მას ბავშვობის ტკბილად გახსენება არ შეუძლია. პატიებას ვთხოვ ყველაფრისთვის რაც მე გამიკეთებია მისთვის და გამიბრაზებია, ბოდიში დედა! უძლიერესი ქალიხარ!

