გადავხედოთ 2023 რეზოლუციებს – რას წერენ შესასრულებელ მიზნებში ყოველ წელს?

ვისთვის როგორ


თუ ახალი წელი უბრალოდ დედამიწის ერთსა და იმავე წერტილში დაბრუნებად აღიქმება, რატომ არ შეიძლება იყოს ახალი წელი 12 მარტს? 

ან უკეთესი, ჩემს დაბადებისდღეს. 

 

ისე, დაბადების დღის მსგავსად  ახალი წლის ეპიცენტრშიც ჩვენი თავები გვგონია. აბა, სხვა რა მიზანი აქვს ყოველ წელს იმის დაპოსტვას, რომ თქვეეენთვის ააახალი წელი, ერთიი ჩვეულებრივიი დღეა და უბბბრაააალოოოდ დედაააამიწაააა იმავე წერტიიილში დაბრუნდაააააა სადაც წინა და იმის წინა და იმის წინის წინა წელს იყოოოო???

ვიცით. ჩვენც დავამთავრეთ მესამე კლასში ის ბუნების წიგნი.

 

მოკლედ. 

კულტურა განარცისდა. 

I’d call that Cunture, ngl. 

 

მაგრამ

ვერ ვიტყოდი რომ შობა-ახალი წლის არ მჯერა. 

ანუ, კი ვიცი რომ ქრისტე 25 დეკემბერს არ დაბადებულა, და მიიითუმეტეს 7 იანვარს უუფრო არ დაბადებულა, მაგრამ სიმბოლურად რაღაცის შობა რომ მართლა ხდება, აი, ეგ მჯერა. 

21 დეკემბერს დილის 07:28სთ- ზე მზებუნიობის პიკი იყო. 

მზებუნიობა კი წლის ყვეეელაზე გრძელი ღამესა და ყველაზე მოკლე დღეს აღნიშნავს.

სიმბოლურად – მზე კვდება და მერე ისევ ახლიდან იბადება. 25 დეკემბრიდან დღე ისევ ღამეს ჯაბნის, ნელ-ნელა იზრდება და დილის 8 საათზე სამსახურში გასულებიც სიბნელეს ხელის ცეცებით არ ვიკვლევთ. 

 

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ცოტა მეჯიქის დაჯერება, თუნდაც ტვინისა და განწყობის ამ მოუდზე მოწყობა, არ გვაწყენს. 

 

თან , ვინაიდან ახალ წელს ააააამდენი ადამიანი ერთად აღნიშნავს, განწყობები და ენერგეტიკა აკუმულირებულია ერთ დღეზე ( ბოდიში, პროფესიით ეზოთერიკი არ ვარ, ილიაუნის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე ჩავაბარე ერთ დროს) და ბუნებრივია, MQONDES UFLEBA MJERODES რომ კი, აქვს ამ დღეებს რაღაც მნიშვნელობა. 

საცობების, რიგებისა და საცივების კეთების გარდა. 

ყოველშემთხვევაში გუშინ ასტროლოგიის პოდკასტში ასე თქვეს. 

 

მაგრამ ახალ წელზე უფრო სერიოზული, კოლექტიური, უნივერსალური და მძიმე გამოცდილება იცით რა არის? 

მიზნები, რომლებიც დიდი რუდუნებით დეკემბრის ბოლოს ჩამოვწერეთ. 

და მანდვე დავამთავრეთ მათთან ურთიერთობა. 

2021-2023 წლის სხვადასხვა კვლევებმა – რა თქმა უნდა ქართულმა არა  – რამდენიმე უნივერსალური რეზოლუცია გამოავლინა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა წლის მიზნებში წერს ხოლმე, შესაბამისად – სტატისტიკურად ყველაზე მოთხოვნადი, თუმცა, აშკარად ყველაზე უფრო შეუსრულებადია. 

 

მაშ ასე, წლის ყველაზე შეუსრულებელი რეზოლუციები გამოიყურება ასე:

 

შეუსრულებელი მისია: ვარჯიში

პირველი ქვა მან მესროლოს, ვისაც ფორმაში ჩადგომა გამთენიის 3 საათზე არ მოსდომებია მინი-მანიაკალური ეპიზოდისას. 

ჩემი გაცნობიერებული ყოფის ოცდამეშვიდე წელია ვარჯიშის დაწყებას ვფიქრობ.
არსებობის პირველი 4 წელი მიჭირდა, ფიზიკური ლიმიტურობიდან გამომდინარე.

არც ის ვიცოდი, კომპიუტერთან მუშაობა და უძრავი ცხოვრება ხერხემლიდან წამოსულ უცნაურ ბგერებსაც თუ გამოიწვევდა. თუმცა, გავიდა 18 წელი და მივხვდი –  ხერხემალსაც ისევე სჭირდებოდა ზრუნვა, როგორც მათემატიკის ნიშნებს, რომლის გამოც მეცხრე კლასში ლეპტოპი არ მაღირსეს. ( Ye, fu*k u, ჩემო მათემატიკის მასწავლებელო, და ზეიდან ბიოლოგიისაც) 

ვარჯიში ჯანმრთელობისთვის აუცილებლობა რომ გახდა, მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ბრძოლა. ის დავითი იყო, მე კი გოლიათი,

მე ნაპოლეონი ვიყავი

ის კი ვატერლოო. 

ის რეფერენსები იყო, 

მე კი მკითხველი, რომელიც რეფერენსებს ვერ ხვდებოდა.

ასე მოხდა 2023 წელსაც, როდესაც ვარჯიშის დაწყება Muay Thai – ში ბედის ცდით დავიწყე და Ringside Institute – ში ერთ-ერთ სესიაზე მივედი. 

სიკვდილს არა, მაგრამ 59 წუთიანი ვარჯიშის განმავლობაში გულის წასვლას თვალებში 3 – ჯერ ჩავხედე და 3-ჯერვე ამოვხედე. 

Ringside-ში ახლა ალბათ შობის მოჩვენებად მთვლიან, რომელიც რეალურად არც არსებობდა, უბრალოდ ადამიანებს 1 საათით გამოეცხადა, თქვა, აქ უჰაერობააო და წავიდა. 

თუმცა, ვარჯიში 1 თვე მაინც გავაგრძელე. თუმცა, situationship-ებში როგორც ხდება ხოლმე – ერთ-ერთი შეხვედრისას აცნობიერებ, რომ თქვენს შორის დისტანცია გაჩნდა, ,მერყევი სტაბილურობის შეგრძნებაც მოიშალა და ერთმანეთს უკანასკნელად ხედავთ – ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. 


მუქარა

მაგრამ მე დავბრუნდები. 

 

თუ ვინმეს ჩემსავით ვარჯიშის დაწყება გინდათ და მარტოს გეზარებათ, იმიტომზე მოიწერეთ, ერთმანეთი გადავარჩინოთ 

 

შეუსრულებელი მისია: წიგნები

Goodread – ს თქვენც თუ აქტიურად მოიხმართ ( უბრალოდ, წასაკითხი წიგნების შენახვისა და მერე არწაკითხვის მიზნით), ალბათ გეცოდინებათ, რომ არსებობს ყოველწლიური ‘ჩელენჯი’.
ჩელენჯში მონაწილეობის მისაღებად უბრალოდ ნიშნავ, რამდენი წიგნის წაკითხვას აპირებ და წლის განმავლობაში აკვირდები საკუთარ პროგრესს.
ამ წელს მონიშნული 28 წიგნიდან, მხოლოდ 15 წავიკითხე.

რჩევა: თუ ყოფიერებამ ვერ დაგამდაბლათ, სქროლვისა და დროის ფუჭად ფლანგვის ადიქციას მაინც მეიცით საშუალება რეალისტური მიზნები დაგასახინოთ. 

აქ ყოჩაღი და დისციპლინირებული არავინაა. 

აქ ყველანი გადარჩენისთვის ისკეიპიზმსს მივმართავთ. 

გახსოვდეთ, სამოთხეში ყველას თავისი შესაძლებლობების მიხედვით მიეზღვევა. იქ 16 წიგნს არავინ მოგთხოვთ. ღმერთს ესმის, რომ  ტიკ-ტოკის სქროლვასა და სოც. მედიაში გადავარდნილი ადამიანისთვის ცოტა რთული საკითხია სულიერ განვითარებასა და ლექსიკის გამდიდრებაზე ზრუნვა. 

( 15-ს მოგთხოვენ). 

 

მუქარა: 21 წიგნი! ( არ ვნებდებით!)



შეუსრულებელი მისია: – თავის დანებებები

n- რაოდენობის ალკოჰოლის შთანთქმა ყოველ პარასკევს ( და შუა კვირაშიც, თუ ძალიან გვიჭირს), მოსა*ევი, სიგარეტი, ტოქსიკური სითუეიშენშიპი – ნებისმიერი დამოკიდებულება, რომელზეც ვფიქრობთ, რომ თავს მარტივად დავანებებთ, მაგრამ ვერ ვანებებთ, ამას კი იმით ვამართლებთ, რომ თავის დანებება ა რ  გ ვ ი ნ დ ა. 

რას ვერ გავეშვით ან რა ვერ გავუშვით ისეთი, რაც გასაშები იყო და ან ჩვენს განვითარებას აბრკოლებდა ან საშინელ შფოთვას ატრიგერებდა ჩვენში? 

რომელ ტოქსიკურ გამკლავების მექანიზმზე ვერ ვთქვით უარი – ჩვენს ქრაშზე თუ უბრალოდ სუბსტანციაზე? ნეტფლიქსზე ყ*ეობების ყურებაზე თუ უბრალოდ ყ*ეობების კითხვაზე? 

რა მომენტში ვერ შევძელით გვერდზე გადგომა და ჩვენს თავზე დაკვირვება – თავზე, რომელიც იმდენად მოცულია ყოფიერების ორომტრიალით, ტანჯვითა და გადარჩენისთვის ბრძოლით, რომ ვერ აცნობიერებს, რამდენად სტანჯავს გამკლავების ის მექანიზმებიც კი, რომელიც გადარჩენისთვის აირჩია თავის მეგზურად? 

 

ისე, სტატისტიკამ აჩვენა, ახალი წლის რეზოლუცია ‘დავანებო სიგარეტს თავი’ ადამიანების მხოლოდ 4% – მა შეასრულა …

 

მუქარა: ამ წელს დედისტრაკის 5 წუთში ერთხელ გინებას თავს დავანებებ <3333

 

შეუსრულებელი მისია: დაუსრულებელი საქმეების დასრულება

ანუ ლექციები, რომელშიც 400 ლარი გადაიხადე. 

ან უბრალოდ  საქმეები, რომელთა დასრულებაც საკუთარ თავს დაპირდი, მაგრამ დროის მსვლელობამ, თასქებმა და ისევ, გადარჩენისთვის ბრძოლამ ( ან უბრალოდ, პარასკევობით დალევამ, რადგან ჭაობებში ისკეიპიზმის მრავალფეროვანი ფორმები გვჭირდება ხოლმე) ისე ჩაგითრია, რომ ვერც მიხვდი, ამჯერად, რატომ ვერ მოასწარი საკუთარ თავთან დადებული პირობების შესრულება. 

იცი, ვერ გეტყვი, რომ საკუთარი თავის მიმართ ლმობიერი უნდა იყო. 

არც ემპათიური ვიქნები. 

ამისთვის პოზიტიური ფსიქოლოგებიც გეყოფა. 

კი, უნდა შეგესრულებინა, დროა საკუთარ თავს უფრო მკაცრად მიუდგე <333


მუქარა: დავასრულებ კიარა დედას%%&%$%#ვ.

 

შეუსრულებელი მისია: ბიზნესის დაწყება

სტატისტიკამ აჩვენა, განვითარებად ქვეყნებში, სადაც ჩვეულებრივი სამსახური ბურგერის ფულსაც ვერ გიხდის ბოლომდე, ხშირია ბიზნესის დაწყების მცდელობები. მცირე ბიზნესი – სანთლები, მეორადი სამოსი, შარლატანობა, მკითხაობა და ა.შ

 

ხალხი იბრძვის! და შენ? ბოლობოლო, დაიწყე ის ბიზნესი, შენი და შენი მეგობრები ყოველ დალევაზე ერთმანეთს რომ ეფიცებით – უეჭველი ვიწყებთ მომავალი თვიდანო?!

 

მუქარა: დავიწყო ბიზნესი 2 თვით მაინც. მხოლოდ იმიტომ. 

 

შეუსრულებელი მისია: თერაპევტთან მისვლა

ამ ქვეთავის დაწერამდე ჭიქა ღვინო ჩამოვისხი. 

თერაპია მართლაც რომ ფუფუნებაა, თუმცა მენტალური ჯანმრთელობა ამ ფუფუნების მოზიდვის ერთ-ერთი გზაა. შესაბამისად არვიცი თერაპიისთვის ვალის აღება უნდა გირჩიოთ თუ არა… 

თუმცა თუ ფინანსური რესურსი არსებობს და მაინც უარს ამბობთ თერაპიაზე, მხოლოდ იმიტომ რომ მტკივნეული პროცესი იქნება 30 წლიანი ტრავმის კვირაში 1 საათში ჩატევა …. 

შენც თუ შორიდან უვლი თერაპიაზე მისვლას, იცოდე, რომ მარტო არ ხარ, მსოფლიოში ბევრი ადამიანის სიაში ეწერა ეს შეუსრულებელი მისია. 

 

მუქარა: ისე ვიზამ ყველაზე სასაცილო პაციენტად დამასახელოს თერაპევტმა ;** 

 

შეუსრულებელი მისია: ამწელსუეჭველიმივხედავჯანმრთელობას

ექიმთან ვიზიტი ყველაზე არაკომფორტული რამაა საკუთარ თავზე ზრუნვის კატეგორიაში. ჯერ ერთი, ექიმების მიმართ თანდაყოლილი უნდობლობა ლამის გენეტიკურ კოდში ჩაგვებეჭდა. მეორეც, არავის უყვარს პოტენციურად ნეგატიური ინფორმაციისთვის თვალის გასწორება და წამლების ყლაპვა. 

შედეგად ა. ჯანმრთელობის დაზღვევისგან თავს ვიკავებთ – თან, ძვირია და ისედაც დუხჭირ სადაქართველოში სადაზღვეო კომპანიები ზუსტად მტკივნეულ მალებზე გვაჭერენ ხოლმე, რადგან this is business ბ. მთელი წელი სხვეულმტკივანი დავდივართ და ვერც ვხვდებით, რომ ეს მენტალურ მდგომარეობებზე და ზოგად განწყობებზე მოქმედებს. 

 

მუქარა: ამ წელს მაინც ავიღებ ჯანმრთელობის დაზღვევას და გავარკვევ 2 ნაბიჯის გადადგმის შემდეგ რატომ მეცლება მთელი წლის ენერგია

 

შეუსრულებელ მისიებში ასევე ნახავთ: ატომური ბომბის აფეთქება, კნუტის აყვანა, ძაღლის აყვანა,  მოგზაურობა, დილიტ 6 -ზე ადგომა, სამსახურიდან წამოსვლა, ბარში ჩხუბი. 

 

გისურვებთ ყველანაირი მაღლვიბრაციული მიზანი ამ წელს მაინც შეგესრულებინოთ! 

დროა, თორემ ხვალ ზეგ კი ვკვდებით! 

 

პ.ს ამბობენ 31 ში 12 სთ-სთვის წითელი საცვალი უნდა გეცვას და ენერგიული წელი გექნებაო, idk.

 

აბა, უკეთესი 2024!