რა არის ერექციული დისფუნქცია და რა მოვიმოქმედოთ?

ერექციული დისფუნქცია ეს არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაცი ვერ აღწევს ერექციას, რომელიც საკმარისი იქნება სექსუალური აქტის დაწყების ან დასრულებისთვის. ანუ შესაძლოა ერექცია საერთოდ არ იყოს, ან იყოს არასაკმარისი და ხანმოკლე.

ყველა კაცს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიხშირით შესაძლოა განუვითარდეს ერექციული დისფუნქცია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვითარდება პათოლოგია და ეს არის დიაგნოზი. მნიშვნელობა აქვს იმას თუ რის ფონზე ვითარდება ერექციული დისფუნქცია. თუ ამის მიზეზი ძლიერი სტრესია, ან ალკოჰოლური თრობა — ეს ბუნებრივია და არ ნიშნავს პათოლოგიას. თუმცა, თუ ერექციული დისფუნქცია გრძელდება ან უარესდება, მაშინ მისი მიზეზების კვლევა უნდა დავიწყოთ.

მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური.

 
ფსიქოლოგიური:

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც თავისთავადვე შეიძლება იყოს ერექციული დისფუნქციის მიზეზი და ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფიზიკური მიზეზების შემთხვევაში 80%-ზე მეტს დამატებით უვითარდება ფსიქოლოგიური პრობლემებიც.

ეს ფაქტორებია — სტრესი, პრობლემები ურთერთობაში, სამსახურში, ყოველდღიური სოციალური პრობლემები, დაბალი თვითშეფასება, სექსუალური აქტის წარუმატებლობის შიში, შფოთვითი აშლილობები თუ დეპრესია.

 

ფიზიკური:

ფიქიზკური ფაქტორები, რის გამოც შეიძლება განვითარდეს ერექციული დისფუნქცია არის სხვადასხვა დაავადებები — იქნება ეს პროსტატიტი, პეირონის დაავადება, სიმსივნეები და სხვა; ტრავმული დაზიანება, ჭარბი წონა და არაჯანსაღი ცხოვრების წესი; სხვადასხვა მედიკამენტები, მავნე ჩვევები, დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, ნარკოტიკები და სიგარეტი.

სიმპტომების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია განვასხვავოთ მიზეზი ფსიქოლოგიურია თუ ფიზიკური, მაგალითად:

განვითარება ფსიქოლოგიურის შემთხვევაში უეცარია, ხოლო ფიზიკური პრობლემებით გამოწვეული ერექციული დისფუნქცია როგორც წესი ნელ-ნელა ვითარდება; ფსიქოლოგიურის შემთხვევაში დილის ერექცია კვლავ გვაქვს, ხოლო ფიზიკურის დროს ქრება; ბევრი პარტნიორის შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მიზეზის არსებობის შემთთხვევაში რომელიმე კონკრეტულ პარტნიორტნიორთან ხდება, ფიზიკურის შემთხვევაში კი ყველასთან. ამასთანავე, ფსიქოლოგიურის დროს სექსის გარეშე, ეროტიკული შინაარსის კონტენტზე ერექცია შესაძლოა განვითარდეს, ხოლო ფიზიკურის შემხვევაში — არა.

 

პრევენცია

გაგიკვირდება და ერექციული დისფუნქციის პრევენცია, ისევ როგორც სამყაროში ყველა სხვა პრობლემის მოგვარება, ვარჯიშსა და სწორ კვებასაც შეუძლია. თუმცა, მხოლოდ ვაშლის მაგიური ძალის იმედად რომ არ დარჩე, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა და ექიმთან კონსულტაციების გავლაც არ უნდა დაგავიწყდეს. აქვე მოკლედ ჩამოგიწერ უფრო კონკრეტულ რჩევებს:

რეგულარულ გამოკვლევებსა და სამედიცინო სკრინინგებზე სიარული აუცილებელია; განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ქრონიკული დაავადებები და მათი მართვა ექიმის დახმარებით; რაც ახლა უნდა მეთქვა, სიგარეტის კოლოფზეც არაერთხელ გექნება წაკითხული და მოდი გაითვალისწინე 😉 ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების შეზღუდვასაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ამ საქმეში, რეგულარულ ვარჯიშთან ერთად, აბა დოლის გარეშე, ტიკის გარეშე ვინ გაფრენილა? მნიშვნელოვანია სტრესის შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმა — თუ გაწუხებს შფოთვა, დეპრესია ან სხვა მენტალური პრობლემები, აუცილებლად მიიღე დახმარება.

თუ თადარიგის დაჭერა ვერ მოახერხე, არ ინერვიულო — ნებისმიერი ტიპის ერექციული დისფუნქციის მკურნალობა შესაძლებელია, რაც განსხვავდება არის გზები — მედიცკამენტოზური, ქირურგიული, ფსიქოთერაპია და ა.შ. ასეთ დროს მთავარია მივმართოთ სპეციალისტს, რომელიც შეგვირჩევს შესაბამის მკურნალობის ტაქტიკას.