ერექციული დისფუნქცია: ჰორმონები, სტრესი და გამოსავლები
სექსუალური ჯანმრთელობა მხოლოდ ფიზიკური საკითხი არ არის – ეს ჩვენი სხეულის, გონების და ემოციების ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგია.
მაგრამ როცა ეს ჰარმონია ირღვევა, სხვადასხვა დისფუნქციაც მაშინ იჩენს ხოლმე თავს.
დღეს კონკრეტულად ერექციულ დისფუნქციაზე ვისაუბრებთ.
ეს მე კი დიდად არ მაწუხებს, მაგრამ, მაინც.
რა არის ერექციული დისფუნქცია და რამდენად ხშირია?
ერექციული დისფუნქცია არის მდგომარეობა, როცა ადამიანს ერექციის მიღწევა ან მისი შენარჩუნება უჭირს. ეს პრობლემა მსოფლიოში 20%-დან 40%-მდე კაცს აწუხებს, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სიხშირე იზრდება. თუმცა, ედ (ერექციული დისფუნქცია; ED) მხოლოდ ასაკთან არ არის დაკავშირებული – ის შეიძლება შენს ახალგაზრდა მეზობელსაც დაემართოს.
რა თქმა უნდა, დროებითი პრობლემები ერექციის შენარჩუნებაში ნორმალურია. (მაგრამ, სულ ესე კაცოო?? არაფერი, ცხელი ძაღლის რეფერენსია.)
დაღლილობა, სტრესი ან ალკოჰოლი ხშირად მოქმედებს სექსუალურ ფუნქციაზე. თუმცა, როცა პრობლემა რეგულარულად მეორდება, ეს სხეულისგან სიგნალია, რომ რაღაც ყურადღებას საჭიროებს და ექიმთან მეცხრედ გადადებული ვიზიტიც მეათედ აღარ უნდა გადადოთ.
p.s თუ ეს პრობლემა უბრალოდ გადაღლილობითაა გამოწვეული და უცებ გინდათ მოაგვაროთ, vibe.ge – ის ეს პროდუქტი ნახეთ აბა 😉
რა იწვევს ერექციულ დისფუნქციას?
ფიზიოლოგიური მიზეზები:
- ჰორმონალური დისბალანსი:
- ტესტოსტერონი: სექსუალური ენერგიისა და ლიბიდოს მთავარი ჰორმონი. მისი დაბალი დონე ერექციის შენარჩუნებას ართულებს.
- დოფამინი: „სიამოვნებისა და მოტივაციის ჰორმონი“, რომელიც სექსუალურ სურვილს წარმართავს. დაბალი დოფამინის დონე სტრესთან ან შფოთვასთანაა დაკავშირებული.
- კორტიზოლი: „სტრესის ჰორმონი“, რომელიც ტესტოსტერონის დონეს აქვეითებს და სექსუალურ ენერგიას თრგუნავს.
- სისხლძარღვების პრობლემა: ერექცია ძირითადად სისხლის ნაკადზეა დამოკიდებული. ისეთი პირობები, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან მაღალი წნევა, სისხლის ნაკადს აფერხებს. btw, სისხლძარღვებს სიგარეტის მოწევაც აწვრილებს, ასე როომ.
- ნევროლოგიური დარღვევები: დაზიანებული ნერვები ან ნევროლოგიური დაავადებები (მაგალითად, მულტიპლური სკლეროზი) ერექციის პროცესს ართულებს.
- ცხოვრების წესი: ცუდი კვება, ზედმეტი ალკოჰოლი, მოწევა და სხეულის დაბალი აქტივობა პირდაპირ მოქმედებს სხეულზე.
ფსიქოლოგიური მიზეზები:
- სტრესი და შფოთვა: ფსიქოლოგიური დაძაბულობა ხშირად „თიშავს“ ერექციის მექანიზმს.
- დეპრესია: როცა სექსუალური სურვილი ქრება, ერექციულ დისფუნქციაც იქვე ჩნდება
- ურთიერთობის პრობლემები: ემოციური დაძაბულობა პარტნიორთან ურთიერთობაში ხშირად იწვევს სექსუალურ პრობლემებს.
გვეშველება რამე? asking for a friend
kinda.
ერექციული დისფუნქცია არ არის „სასჯელი“ – უბრალოდ სხეულს სჭირდება ცოტა მეტი დახმარება, ზრუნვა, მოსმენა, გაგება
- ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება:
- კვება: შაქარი, ალკოჰოლი და გადამუშავებული საკვები ერექციის მტრები არიან. რაციონში დაამატეთ პროტეინები, ჯანსაღი ცხიმები (მაგ., თევზი, ავოკადო, XORCI) და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.
- ვარჯიში: რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა სირბილი, ძალოვანი ვარჯიში (წონები) ან თუნდაც ყოველდღიური სიარული, ტესტოსტერონის დონეს ზრდის და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
- ძილი: 7-8 საათიანი ღრმა ძილი აუცილებელია ტესტოსტერონის და დოფამინის სტაბილურობისთვის.
- სტრესის მართვა:
- მედიტაცია, ტრანსცენდენტული მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, ბუნებაში გასეირნება, საბრძოლო ხელოვნების დაუფლება
- თუ სტრესი სერიოზულია, ფსიქოლოგთან კონსულტაცია ან თერაპია
- ექიმის კონსულტაცია: თუ პრობლემა ქრონიკულია, ე.ი უკვე მძიმე არტილერიის ჩართვაა საჭირო და სპეციალისტს უნდა მიმართო. სისხლის ანალიზი და ჰორმონალური ტესტირება ფიზიოლოგიური მიზეზების გამოვლენას დაეხმარება. ასევე, მედიკამენტოზური მკურნალობა (მაგ., PDE5 ინჰიბიტორები, რაც გონზე არ ვარ რას ნიშნავს, მაგრამ სანდო წყაროსგანაა ინფო) ხშირად ეფექტურია.
- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა: თერაპია ან პარტნიორთან გულწრფელი საუბარი ეხმარება სტრესისა და შფოთვის შემცირებას, რაც სექსუალურ ფუნქციას აუმჯობესებს. მაგრამ კაცებს საკუთარ გრძნობებზე საუბარი არ უყვართ, ასე რომ… აღარ ვიცი, რითი დაგეხმაროთ.
ისე შეიძლება რომ სიგარეტის შეფუთვაზე დატანილი გადაღუნული ღერი არ გავხდეთ?
- ჰორმონებზე პროფილაქტიკური ზრუნვა:
- ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება არამარტო ტესტოსტერონის, არამედ დოფამინის და კორტიზოლის კონტროლისთვისაც აუცილებელია.
- ჰიდრატაცია: წყლის ნაკლებობა გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე.
- სადმე დაგდებულ სტრესს თუ დაინახავთ, ეგრევე გაიქეცით.
ეეენივეი
ერექციული დისფუნქცია მხოლოდ ფიზიკური პრობლემა არ არის – ეს არის სხეულის სიგნალი, რომ ჰორმონები, ფსიქოლოგიური მდგომარეობა ან ცხოვრების წესი შესაცვლელია. მთავარია, საკუთარ სხეულს მოუსმინო, ჯანმრთელობაზე იზრუნო და საჭიროების შემთხვევაში არ შეგეშინდეს დახმარების თხოვნა.