თუ ბოლო დროს ხშირად ფიქრობ «ვინ უნდა გამოხვიდე?» ან ახალნდელი პროფესიით მთლად კმაყოფილი არ ხარ და გეფიქრება «რა მოხდებოდა, ვინმე სხვა რომ გამოსულიყავი?» გაეცანი ედვერთაიზერის თვალით დანახულ მის პროფესიას და ნახე ამ სფეროში რა გამოწვევები/ბენეფიტები აქვთ.
რა იცი, იქნებ საშენო სულაც არაა? ან პირიქით 😉
მოკლედ ჩამოჯექი, გვერდზე ყავაც მოიდგი (ცოტა საქმიანად, შენ ხომ რისერჩს აკეთებ) და მოუსმინე ქეთი ბურკაძეს.
სამუშაო გამოცდილება ედვერთაიზინგის მიმართულებით
ედვერთაიზინგთან შეხება 2019 წლიდან მაქვს, როდესაც პირველად სოც. მედიაში საკუთარ პროექტებზე მუშაობისას დამჭირდა. 2020 წელს კი სტაჟირებით მოვხვდი სარეკლამო სააგენტო კრაკენში, სადაც ედვერთაიზერების გუნდთან ერთად უფრო სიღრმისეულად დავიწყე ამ სფეროს შესწავლა. ამ დრომდე 50-ზე მეტ კომპანიასთან მაქვს მუშაობის გამოცდილება.
რა არის ფეისბუქ ედვერთაიზინგი?
მარტივად რომ ვთქვათ, ციფრული ედვერთაიზინგი არის დამაკავშრებელი გზა ბიზნესსა და მომხმარებელს შორის.
თანამედროვე სამყაროში დიჯითალიზაციის გაზრდილი ტემპი პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა, შესაბამისად, მარკეტინგის მიმართულებამაც სწრაფადვე აუწყო ფეხი ახალ ტენდენციებს და მომხმარებელთან კომუნიკაცია ციფრულ არხებში გადმოიტანა. სწორედ აქ იკვეთება ედვერთაიზინგის მთავარი როლი, რაც გულისხმობს სწორი სეგმენტის განსაზღვრას, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებასა და რეკლამების განთავსებას ციფრულ არხებში. კომპანიები ამ გზით ცდილობენ მოიზიდონ ლიდები, აიმაღლონ ცნობადობა და გაზარდონ გაყიდვები.
ალბათ, ბევრს ჰქონია შემთხვევა, როდესაც რაიმე ნივთის ყიდვის სურვილი გასჩენია და ვებსაიტებზე დაუთვალიერებია, შემდეგ კი სოც. ქსელებში ამავე ნივთის რეკლამა შეხვედრია. ეს არის ე.წ. Tracking — ის დამსახურება, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის ქცევების, ინფორმაციის შესწავლას და მათ კონტროლს, რისი საშუალებითაც დეითა მენეჯმენტ სისტემები (DMP) რელევატური კონტენტის შესაბამის აუდიტორიაზე განაწილებას უზრუნველყოფენ. ეს ის ძირითადი პროცესია, რასაც ედვერთაიზინგი მოიცავს, თუმცა, დამიჯერეთ, პრაქტიკაში ბევრად საინტერესოა.
რას მოიცავს ეს პროფესია?
ედვერთაიზერობა არ მოიცავს მხოლოდ რეკლამების გაშვებას. ამ პროფესიის ადამიანმა მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეს ვინ არის კონკრეტული ბიზნესის მომხმარებელი — სად დადის, რა აცვია, რას უყურებს, რას ჭამს-სვამს, რა ინტერესები და ქცევები გამოარჩევს. ეს პროფესია მოიცავს მუდმივ დაკვირვებას, შედეგების ანალიზს, ტესტირებას და მარკეტინგის გუნდთან კომუნიკაციას მომავალი შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
ყოველდღიურობაში ჩვენ ვხვდებით პოსტის ვიზუალებს, რომლებიც მომხმარებლის ჩართულობას ზრდის, ასევე ვხვდებით ვიზუალებს, რომლებიც მომხმარებელში ინტერესს საერთოდ არ იწვევს. შესაბამისად, კონტენტი განსხვავდება თავისი ხარისხითა და ეფექტიანობით. თუმცა ეს არაა ერთადერთი ინდიკატორი, რომლითაც კონტენტის ეფექტიანობა ფასდება, ამის გარდა არსებობს კიდევ ზღვა სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც ხდება მთლიანი სურათის გაანალიზება. ამ ყველაფერს ედვერთაიზერი შედეგების სახით ხედავს და რეკომენდაციების გაცემით ეხმარება ბიზნესებს გააუმჯობესონ თავიანთი რეკლამების შედეგები ციფრულ არხებში.
რა გზა გაიარე ედვერთაიზერობამდე?
ბავშვობიდან მიყვარს განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხთან ურთიერთობა და მათზე დაკვირვება. ალბათ, ამ თვისებებმა გამოიწვია ჩემი ამ სფეროსადმი დაინტერესება.
ციფრული მარკეტინგის კურსები გავლილი მქონდა როგორც უნივერსიტეტში, ასევე უნივერსიტეტს გარეთ, თუმცა ედვერთაიზინგზე, როგორც პროფესიაზე, პირველად ჩემი მეგობრისგან, გაგა ჭინჭარაულისგან, შევიტყე. Მომეწონა, დავინტერესდი და გადავწყვიტე ეს პროფესია მეცადა. Მას შემდეგ განვაგრძობ ციფრულ სამყაროში ახალი ინსაითების აღმოჩენას.
რას ურჩევდი ედვერთაიზინგით დაინტერესებულ ადამიანებს?
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნა, თუმცა, გახსოვდეთ, პრაქტიკა ყველაზე კარგი მასწავლებელია. დაათვალიერეთ ყველა ფუნქცია, სცადეთ და გააანალიზეთ ისინი, დააკვირდით ადამიანებს და მათ ქცევებს, დასვით კითხვები.
ასევე, მზად უნდა იყოთ გამოწვევებისთვის, ვინაიდან ედვერთაიზინგში მუდმივად ახალ-ახალი რეგულაციები ემატება და მნიშვნელოვანია ყველა მათგანს აუწყოთ ფეხი.
ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომავალმა ედვერთაიზერმა
მომავალმა ედვერთაიზერმა უნდა იცოდეს, რომ რეკლამის შედეგები მთელ რიგ გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული. მომხმარებლის ქცევა იცვლება როგორც დღის განმავლობაში, ასევე წელიწადის სეზონების მიხედვით და ამ ყველაფრის გათვალისწინება და ბიუჯეტის სწორად გადანაწილებაა საჭირო.
ასევე მომავალ ედვერთაიზერს ვეტყოდი, რომ არ არსებობს «ცუდი შედეგები», არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობები. ედვერთაიზინგი არის მუდმივი ტესტინგის პროცესი.
არ არის ტესტინგი — არ არის განვითარება.
როგორია საბაზრო ფასები — ანუ ამ პროფესიით გავმდიდრდები?
ანაზღაურება დამოკიდებულია ედვერთაიზერის გამოცდილებაზე.
ვფიქრობ, გამდიდრება ნებისმიერი პროფესიითაა შესაძლებელი, მთავარია ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალი იყოს.
არ გასამაზი კურსები
Facebook Blueprint — უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამისთვის. აქ გაერთიანებულია 90-ზე მეტი სასწავლო კურსი.
აქვე Google-ის სერტიფიცირებული ონლაინ კურსები — ესეც უფასო.
თუ ციფრული სამყაროს სხვა განზომილებებიც გაინტერესებს, შეგიძლია სხვა ციფრულ-ოსტატთა ბლოგებიც გადაათვალიერო:
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის «ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება» ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.
The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program «Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization». The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.