როცა ჩემს მეგობარზე ძალადობენ

ქალებზე ძალადობენ ქმრები, პარტნიორები, შვილები და ქუჩაში გამვლელები. საზოგადოების ნაწილი კი მათ გაჩუმებისკენ და ძალადობის დაფარვისკენ მოუწოდებს.

შსს-ს 2021 წლის მონაცემებით ოჯახური ძალადობა 6940  ქალზე განხორციელდა. საქსტატის 2017 წლის მონაცემებით კი საქართველოში ყოველი მეშვიდე ქალს 15-64 წლის ასაკში, პარტნიორის მხრიდან ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა გამოუცდია. 


როგორ მივხვდე თუ ჩემს მეგობარზე ძალადობენ?

ხშირად ძალადობის ამოცნობა რთულია, რადგან პიროვნება ფიზიკური ძალადობის დროსაც მალავს ძალადობის ფაქტს და კითხვაზე  რა ხდება?; ხო მშვიდობაა?;  პასუხი არის კი — წავიქეცი, არაფერი ისეთი, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალადობის შედეგი სახეზეა.

განსხვავებულია მდგომარეობა, როცა ძალადობა არა ფიზიკური ხასიათის, არამედ ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს ტრავმა უხილავია, მაგარამ საკმაოდ ღრმაა და დიდხანს საჭიროებს მოშუშებას.


ფაქტები, რომელიც ბადებს ეჭვს, რომ პიროვნება არის ძალადობის მსხვერპლი

ადამიანი ხდება ჩაკეტილი. უეცრად აღმოვაჩენთ მის რადიკალურ ცვლილებას

არ აქვს სურვილი გარეთ მარტო გასვლის

უჭირს ან ეშინია გამოთქვას საკუთარი აზრი ან სურვილი კონკრეტული პირის თანდასწრებით

ოდნავ აწეულ ხმის ტონზეც კი იძაბება და პანიკა ეწყება

ყოველთვის იხდის ბოდიშს მიუხედავად იმისა დამნაშავეა თუ არა

თავს გრძნობს უსარგებლოდ და ყოველთვის აღნიშნავს, რომ ის ამას ვერ შეძლებს, მაინც

დაიწუნებენ და არ მოეწონებათ, არ აქვს საკუთარი თავის იმედი

ხშირად სახეზეა შფოთვითი აშლილობის ნიშნები. ცრემლიანობა, ადვილად

გაღიზიანებადობა, მომატებული ძილიანობა ან უძილობა, პანიკური შეტევა.

არ აცვია სეზონის შესაბამისად.

ცდილობს არ იყოს ყურადღების ცენტრში, უსიტყვოდ გეთანხმება.

სხეულის პოზა უფრო ჩაკეტილია და მოხრილი, ძირითადად ხელები შეკრული აქვს მუშტის

სახით, რომელიც არა აგრესიის მაჩვენებელი, არამედ შეკავებულ ემოციას გამოხატავს.

 
როგორ უნდა დავიწყო მასთან ამ საკითხზე საუბარი? 

როდესაც  ძალადობა სახეზეა, არ ელოდები როდის მოგვაკითხავს მსხვერპლი და გთხოვს დახმარებას. მასთან შეხვედრისა და საუბრის ინიციატორები თავად უნდა იყო. საუბარი ნეიტრალურ და მშვიდ სივრცეში უნდა დაგეგმო, სადაც საუბრის გაწყვეტისა და სხვების ჩართვის შანსი ნაკლები იქნება. ესაუბრე გაბედული ტონით და ეცადე დაანახო, რომ მიმდინარე საკითხით დაინტერესებული ხარ.

თუ მოსაუბრე გაჩუმებულია, არ დაიწყო საუაბრი. არც ტელოფონის სქროლვა ან სხვა რამის კეთება. უყურე მას და დაელოდე როდის გააგრძელებს საუბარს. შეეცადე საუბარი დაასრულო პოზიტიურად — განცდით, რომ ის მარტო არაა.

შეპირდი მხოლოდ ის რისი უზრუნველყოფაც შეგიძლია. მრავალჯერ გაუსვი ხაზი კონფიდენციალობას და უთხარი, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ და შეუთანხმებლად არ იმოქმედებ.


რა უნდა ვუთხრა?

არასოდეს შეაფასო სიტუაცია. 

არ შეადარო შენს მდგომარეობას. არ მოიყვანო მაგალითი შენი ცხოვრებიდან. 

არ დააჩქარო საუბარის დროს და არ მოთხოვო გადაწყვეტილების მალე მიღება.

არასოდეს გაამართლო მოძალადეს და დაადანაშაულო მსხვერპლი

არასდროს უთხრა, რომ მის მაგივრად შენ მიიღებ გადაწყვეტილებას.


როგორ დავეხმარო?

არ დატოვო მარტო პრობლემასთან.

დაეხმარე დაუკავშირდეს შესაბამის ორგანიზაციებს და ფსიქოლოგს.

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია «საფარი» — 0322 30 76 03599 40 76 03;

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი — +995 32 116 006 ან 112