
გადაჭარბებით ნათქვამი არ გამოგვივა, თუ ვიტყვით, რომ საქართველოში ანიმაციისა და დიზაინის სფეროში ახალი ეპოქა იწყება.
DAAS დიზაინისა და ანიმაციის სკოლა, Demlab-თან პარტნიორობით 2025 წლის გაზაფხულს ორ პროფესიონალს – დიეგო პორალისა და ხუაკინ გარალდა მონერეოს – უმასპინძელბს.
დიეგო და ხუაკინი სასწავლო კურსებსა და ვორქშოპებს წარუძღვებიან და ინდუსტრიაში უკვე პროფესიონალ კადრებს გადაამზადებენ.
what’s the all the fuss about?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი ძალიან ნიჭიერი ანიმატორი, მხატვარი, რეჟისორი თუ პროდიუსერია, ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ქართული ბაზარი ძალიან პატარაა, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე გასვლა – რთული, რომელიც ასევე მრავალფეროვან უნარებს მოითხოვს. ქართველი ანიმატორების ნიჭიერებაში ეჭვი რომ არ უნდა გვეპარებოდეს, ამაზე მათი ნამუშევრებიც მიუთითებს.
თუნდაც ისიც, რომ რიკი და მორტის ენაუნსმენთ პოსტერების დასახატადაც ქართველები შეირჩნენ.
საერთაშორისო ბაზრის უკეთ გასაცნობად, სფეროში საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების მოსასმენად და გლობალურ ტრენდების გასაცნობად, კურსებისა და ვორქშოპების სერიის ჩატარება უნიკალური შესაძლებლობაა ერთი მხრივ ქართული ბაზრის გამრავალფეროვნებისთვის ხოლო მეორე მხრივ ადგილობრივი პროფესიონალების განვითარებისთვის. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, არა მხოლოდ შეისწავლონ ინდუსტრიის შიდა სამუშაო მექანიზმები, არამედ შექმნან სანეთვორქინგო სივრცე ადამიანებთან, რომლებმაც უკვე შექმნეს მსოფლიოდ ცნობილი ნამუშევრები.
დიეგო და ხუაკინი who?
დიეგო პორალი – რეჟისორი, ანიმატორი, სთორითელერი
დიეგო პორალი ნამუშევრები ინოვაციური მიდგომით და უნიკალური ვიზუალური სტილით ხასიათდება.
- მისი ანიმაციური ფილმი “Un Día en el Parque” 250-ზე მეტ ფესტივალზე წარდგა და გოიას ნომინაცია მოიპოვა.
- დიეგოს კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარია “Leopoldo el del Bar”, რომელიც ოსკარის გრძელ სიაში მოხვდა და 15-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
- როგორც რეჟისორმა, დიეგომ იმუშავა “Scavengers Reign”-ზე, პოპულარულ ანიმაციურ სერიაზე, რომელიც აღიარებულია თავისი უნიკალური სტილითა და ღრმა შინაარსით და რომელიც ასევე ენისა და ემის ნომინანტი და ენის მფლობელია.
- დიეგო ასევე მონაწილეობდა ისეთი გლობალური პროექტების შექმნაში, როგორიცაა “Love, Death & Robots” (მისი ყველაზე ბრუტალური სერიის: Kill team kill – ის
ანიმატორია) და “Spider-Man: Across the Spider-Verse” (2D ანიმაციის სუპერვაიზერი).
- დიეგოს ასევე ანიმატორია მუსიკალური ჯგუფის “Gorillaz”- ის რამდენიმე კლიპის. ხუაკინ გარალდა მონერეო – სტრატეგი, პროდიუსერი, სცენარისტი
ხუაკინი Amazon Studios-ისა და Prime Video-ს უფროსი სტრატეგიული მენეჯერია საფრანგეთსა და ესპანეთში. მისი გამოცდილება მოიცავს მენეჯერულ და კრეატიულ როლებს ისეთ პროექტებში, როგორიცაა “Operación Triunfo”, რომელიც Amazon-ის პლატფორმაზე ინოვაციური შინაარსის ახალი სტანდარტი გახდა.
ხუაკინი არის “Leopoldo el del Bar”-ის პროდიუსერი და სცენარისტი – ფილმის, რომელმაც მსოფლიო სცენებზე აღიარება მოიპოვა:
- მოხვდა ოსკარის გრძელ სიაში,
- მოიპოვა გოიას ნომინაცია,
- კანის ფესტივალის ნაწილი გახდა,
- და მსოფლიოს 15-ზე მეტი ჯილდო მოიგო.
მისი ცოდნა და სტრატეგიული ხედვა ერთნაირად ძლიერია როგორც ბიზნესის, ისე კრეატიული პროცესის მართვაში. და უფრო მეტიც – ხმები დადის რომ თავისი თავი კომედი სთენდაფერობაშიც გამოსცადა!
როგორ მოხვდეთ პროგრამაში?
ვორქშოპებში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, რომლის შემდეგად შერჩეული მონაწილეები მიიღებენ კურსებსა და ვორქშოფებში მონაწილეობას სრულიად უფასოდ.
ადგილები შეზღუდულია.
გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეობის მისაღებად პროფესიონალიზმის გარკვეულ დონეს უნდა აკმაყოფილებდეთ – ანუ საჭირო ბეისიქ სქილებს მაინც უნდა ფლობდეთ.
რას უნდა ელოდოთ კურსის განმავლობაში ?
ორი მენტორი და პროფესიული განვითარების ორი მიმართულება:
- დიეგოსთან: ანიმაციის მენეჯმენტი
- ხუაკინთან: ფიჩინგი და მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიები. თუ უკვე მზად ხარ რომ შენი პროფესიონალიზმი ახალ ლეველზე აყვანო, მაშინ დარეგისტრირდი
თუ უკვე მზად ხარ რომ შენი პროფესიონალიზმი ახალ ლეველზე აყვანო, მაშინ დაგველოდე, რეგისტრაციის დაწყების თარიღს სულ მალე გამოვაცხადებთ!