როგორ დავისვენებ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ბათუმი VS თუნდაც ჩოხატაური

ჩოხატაური

დივანზე კომფორტულად მოთავსებულს შუბლთან ოფლი რომ ვიგრძენი, თან არა ციებ-ცხელების, რადგან ეროვნულები კარგა ხნის წინა ჩავაბარე, მივხვდი, ზაფხული კარს მომდგომია და ახლა თბილისს თუ არ გაექეცი, ისე ჩაგახრჩობს თავის დახუთულ მარწუხებში Stranger Things მონაგონი იქნება (თან თურმე მაგ სერიალსაც ჯორჯიაში იღებდნენ) 

 

სად უნდა წავიდე? 

ზღვაზე… 

კაი კაცო 

კი, კი ბათუმი შესანიშნავი იქნებოდა 

 

და რა  დამხვდება ბათუმში?

ზღვა, უცნაურად შერჩეული მუსიკა, მიუღებლად დალაგებული ლოკაციები, ბევრი ჩრდილოელი,  კითხვის ნიშნად დასატოვებელი  ფასები, თან ახლის ცდაც ხომ გინდა კაცს. 

მნაჰ, აღარც კი ვიცი, სხვა რა გზა მაქვს? 

რომ იცოდე სხვა გზის მოპოვება მეტად მარტივია. საჭიროა, გყავდეს მინიმუმ  ერთი ისეთი მეგობარი, რომელსაც სოფელში წინაპართაგან მიტოვებული სახლი აქვს. იმასაც კი არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ჩადგმული მისი კერა.

 

თუნდაც ჩოხატაურში 

ისე ჩემი დაკვირვებით ქართულ სატირაში იუმორის თვალით განსაკუთრებით სამ ლოკაციას გამოარჩევენ. ესენია: ჭიათურა, ხარაგაული, ჩოხატაური. ამ უკანასკნელზე საუბრით ვეცდები, გადავწვდე სხვებსაც. 

ეს იდეა კიდევ უფრო მაშინ გამიმძაფრდა, ჭრელი ჰამაკი რომ შევამჩნიე ფასდაკლებით 19.99 ლარად და უმალ წარმოვიდგინე, რა რიგ მშვენიერი იქნებოდა ორ ხეს შორის გაკიდული, მსუბუქი ნიავი ერთად რომ შეგვარხევდა მე და ჰაერში განფენილ ფერად მატერიას. 

 

თუ ეს ჰამაკი ბეჭზე გადავიკიდე და გზას გავუდექი, რა დამხდება მანდ? 

პიველ რიგში, მეგობრის კისერზე მოპოვებული უფასო საცხოვრებელი,

მახლობლად აუცილებლად იპოვით ადგილობრივ მდინარეს, აი, ისეთს როგორიცაა სუფსა. 

გათენებიდანვე მოთმინებით დაელოდებით დღის 4 საათის მოსვლას, რადგან ესაა სწორედ ის დრო, რომელიც სოფელში ყველაზე ცივ მდინარესაც კი დედის გულივით ათბობს,  სასიამოვნოს ხდის. 

ჭრელი საცურაო კოსტიუმების ფერს ვერ დაითვლი, მდინარიდან ამოსვლისას წყლის წვეთები შენი სხეულიდან თავ-პირის მტვრევით დაეშვებიან დედამიწისკენ. 

სადღაც ქვებს შორის თვალს მოკრავ გაგულისებულ საზამთროს, წყალში ჩასაციებლად მოთავსებულს, რომლის წარმოდგენაც ახლა კი გექრინჯება, მაგრამ იმ მომენტში სურვილი მოგკლავს ერთი ნაჭერი შენც გიწილადონ. 

ასე გაიყვან დროს გარუჯვითა და ცურვით გართული იმ მომენტამდე, შენ და შენს მეგობარს კოცონზე რომ მიგიპატიჟებენ საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილას, სადაც მარტივია, შენი ხმაურით არ შეაწუხო მცხოვრები უხუცესები. 

თუ ასე არ მოხდა თავად მიდი, დამიჯერე, ყველა ერთდროულად ჩაიჩოჩებს და გამოგინახავს ადგილს. 

 

რა ხდება კოცონზე? 

აუცილებლად იპოვი ერთ ისეთ მამრს, რომელიც მოწინავეა ცეცხლის დანთებაში. თავმოწონებით მიადებს ერთმანეთს ორ ხმელ შეშის ნაფოტს, ააგიზგიზებს ნაპერწკლებს, მიგიპატიჟებთ ყველას.

იქვე წააწყდები ერთმანეთისკენ რომანტიკულად გაპარულ  ორ წყვილ თვალს, საზაფხულო რომანი რომ გაუჩაღებიათ. 

სადმე იქნება გიტარაც ან დინამიკი, რომელიმე თუ გაქვს, გირჩევ, თავადვე წაიღო.

ვიღაც მადლიანს, უსათუოდ, ექნება მდინარის პირას დათესილი ყანა, საიდანც მარტივად მოსტაცებთ ავ ძაღლებს ჭყინტ სიმინდს. აი, იმ სიმინდს მერე რომ მანდვე შეწვავთ. 

აუცილებლად, ამოირჩევს კვამლი ერთ რომელიმეს და ჯიუტად შეეფეთება სახეში ყველა მხარეს საითაც ეს მოკვდავი, მოგვაინებით “ინტრიგნად” შერაცხული, გადაჯდება. 

ნამწვავის სუნით გაჯერებული წახვალ სახლში, თმიდან ბალიშზე გადავა ბოლის სუნი, გურიაში ფუტს რომ ეძახიან. 

მოვა მინიმუმ ერთი ფრენდ რექუესთი. 

დილით კი  დაელოდები ისევ 4 საათს,  რუტინის თავიდან გასამეორებლად. 

შენი ამიგოს სიყმაწვილის მეგობრებსაც გაიცნობ, ნახავ წარსულში რას საქმიანობდა. 

 
სადაც არ უნდა იყო, მოიკითხე ადგილობრივი სიამაყენი 

გახსოვდეს, საქართველოს ყველა ქალქს, რაიონს, სოფელს აქვს მინიმუმ ერთი ისეთი ადგილი ყველა იქ მცხოვრებს რომ ეამაყება და ასე უბრალოდ ჩასულ ტურისტებს მის შესახებ არ უზიარებენ. უსათუოდ, აღმოაჩინე მსგავსი ადგილები. 

ჩოხატაურში თუ იქნები არ გამომიტოვო ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი და იქვე შეიგრძენი ნაბეღლავის  წყლის ძალაც, რომელიც საერთოდაც არ ჰგავს იმ სითხეს, მაღაზიებში რომ იყიდება. 

 

აუყევი ბახმაროს გზას

ხო, გურიაში ჩამოსული ლოგიკურ აზროვნებასაც უმალ განივითარებ, რადგან მალევე გასწავლიან, რა არის, “იგი, იქინე, იმის გვერძე რომ დენა” და უნდა მოიტანო. 

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და კითხვაც არ მოგბეზრდეს, გეტყვი, ბათუმი VS ნებისმიერ სხვაში რომელი იმარჯვებს, მაინც შენი გადასაწყეტია, მე კიდე აგერ ბარგს ვალაგებ. 

და ზაფხულის მზიან ამინდიში ავტობანს რომ გადაჰკვეთ ათასობით მიმართულებით, კარგი მუსიკა და მზისგან დამცავი არ დაგავიწყდეს. 

 

და რას მოუვუსმინო მგზავრობა რომ უფრო სასიამვნო გახდეს? 

მელქო X files 

Dilla, Vinda Folio, Zagareli & Strings – Flowerz In My Brain 

მერაბ სეფაშვილი- გაიღიმე 

 

ავტორი: ელთედო