BLACK FRIDAY: რა საიტები დავარბიოთ ვითარცა დოთრაკებმა!

24.11.2023
შავი პარასკევი

ანუ, ფასდაკლებების დიადი კვირეული, რომელიც მსოფლიოში ყველა განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში დგება. 

ოღონდ საქართველოში – არა. 

 

სულ მალე ვნახავთ წარწერებს:

გრანდიოზული 25% – იანი ფასდაკლება მთლიან კოლექციაზე! ( მოქმედებს მხოლოდ ყოველ მეორე შენაძენზე ) 

30% იანი ფასდაკლებები ქართული მარკეტისთვის ისედაც შეუფერებელი ფასების მქონე პროდუქციაზე! 

მხოლოდ ბნელ პარასკევს, მხოლოდ 1 დღით, H&M- ში 35% იანი ფასდაკლება იმ კოლექციაზე, რომელიც სხვა ქვეყნებს არ უნდოდათ და ამიტომ საქართველოს შერჩა! 

 

რას ვიზამთ, ღარიბ ქვეყანაში ფასდაკლებებიც რაღაცნაირად, ღარიბულია. 

აჰ, ღარიბზე და დუხჭირზე გამახსენდა – გილოცავთ ევროკავშირის წევრობის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის მიღებას! 

 

და მოგიწოდებთ, როგორმე თავი შეიკავოთ შოპინგისგან, სანამ სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ფასდაკლებების ტალღა არ დადგება ( მე ვერ შევიკავე ).

სად ვიშოპინგოთ შავ პარასკევს ონლაინ?

Mango Outlet Greece 

შეძლება ეს ტექნიკა უკვე დაისწავლე – ჩაწერ რაიმე მაღაზიას და მიუწერ საბერძნეთს.
დღევანდელი ბაზრის მონაცემებით საბერძნეთის ვარიანტის არჩევა ყველაზე უსაფრთხო და პრაგმატულია.
მანგო აუთლეტს ისედაც დაბალი ფასები აქვს თავისივე არააუთლეტ ვერსიასთან შედარებით, თუმცა წლის განმავლობაში სტრატეგიულ პერიოდებში განსაკუთრებით მაღალი ფასდაკლებები აქვთ.
ჩემი გამოცდილებით – განსაკუთრებით დაბალი ფასები შარვლებზეა, თუმცა თუ თქვენც ჩემსავით 3 წელია ქოლგის ყიდვას გეგმავთ, კარგ ქოლგას წავაწყდი სულ რაღაც 5 ევროდ და სულ რაღაც 6 ევროდ ულამაზესი ჯინსი გამოვწერე ( რომლისთვისაც ოდნავ გახდომა მიწევს, მაგრამ 5 ღილი დაკლების გარეშე ვის შეუკვრია )
პ.ს გაითვალისწინეთ, უფასო შიფინგი მხოლოდ 60 ევროზე მაღალ შენაძენზე მოქმედებს, თუმცა თუ 300 ლარს გადააჭარბებთ, განბაჟება მოგიწევთ, ამიტომ ფრთხილად, we don’t do that here!

Zara Greece

ცალკე გვერდი აქვს მიძღვინილი ფასდაკლებებს – მენიუს ჩაშლისას ყვითლად Sales/promotions/special prices დაინახავთ. ამ პერიოდში გასაოცარი ფასდაკლებები არი არის, თუმცა ზაფხულში მინიმუმ 70% იანი იყო.
ქართულ ზარას მაღაზიასთან შედარებით ფასები GACILEBIT DA DZALIAN მისაღებია. აქაც, მხოლოდ გარკვეული თანხის დახარჯვის შემთხვევაშია უფასო შიფინგი შესაძლებელი.


Pull and Bear Greece

ფასდაკლებების გარეშეც ფულ&ბეარის საიტზე შეძენილი ნივთი საშუალოდ 40-50 ლარით იაფი ჯდება ხოლმე, ვიდრე საქართველოში მაღაზიიდან შეძენისას. თუმცა მუდმივად აქვთ promotions გვერდი, სადაც ნებსმიერ დროს ნახავთ რაღაცაზე ფასდაკლებას.

მაგალითად, ზაფხულში, როცა ცხოვრებამ აზრი დაკარგა და მარტივი დოფამინი დამჭირდა შემდეგ ფასებში შევიძინე სამოსი:
ჯინსი – საშუალო 5 ევრო
ქურთუკი ( საშემოდგომო) – 6 ევრო
მაისური cowboy bebop themed – 5 ევრო
პ.ს ვისაც skinny flared ტყავის შარვლის შეძენა გინდათ, ძაალიან კარგი ფასდაკლება აქვს. 

 

Stradivarius, Bershka (yup, Greece) 

ბოლო მონაცემებით და ობსესიური გადამოწმებით, ფასდაკლებები უკვე არის, თუმცა მთელი ონლაინ-შოპინგის ვაიბს ეტყობა – მაღალ პროცენტებს შავი პარასკევისთვის ინახავენ.

როგორც იცით, Pull&Bear, Stradivarius, Bershka სამი დაქალის ( ან ერთი ქალის, რომელსაც სამი ალტერ ეგო ჰყავს) მაღაზიებია, შესაბამისად – სტილი, ხარისხი (თუმცა ამაზე დავა შეიძლება)  და ფასდაკლებების პროცენტული რაოდენობა თითქმის ერთნაირი აქვთ.

H&M USA

მინდა გითხრათ, რომ ლოკაციად საბერძნეთის არჩევა H&M – ზე არ ჭრის. ამერიკის მაღაზიაში გაცილებით კარგი ფასები და კიდევ უფრო კარგი ფასდაკლებები დაგხვდებათ.

Trendyol.com 

რაც შეეხება ბიუჯეტურ ვერსიებს – ტრენდიოლი ზოგადად ქართველებისთვის რელევანტური ონლაინ მარკეტია, სადაც ტანსაცმლიდან დაწყებული წამლებით და სახის მოვლის საშუალებებით დამთავრებული – ყველაფერს გაცილებით იაფად წააწყდებით. ზემოთ ჩამოთვლილ მაღაზიებსაც კი და ისევ იმაზე იაფად, ვიდრე აქ, ლოკალურად შეიძენდით.

ხარისხის შესამოწმებლად უბრალოდ მომხმარებლების კომენტარები გადაათვალიერეთ და გაყიდვების რაოდენობა.
თუ აფთიაქის ფასდაკლებებს ელოდებით კოსმეტიკური თუ სახის მოვლის საშუალებების შესაძენად – იცოდეთ, რომ ტრენდიოლიდან ფასდაკლების გარეშეც გაცილებით იაფად გამოიწერთ, მათ შორის – საკვებ დანამატებსაც ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა solgar და amvilab.

საიტზე მისამართის მისათითებლად, გირჩევთ maleo.ge გამოიყენოთ – საქართველოს ფოსტასთან მიბმული გადამზიდი კომპანია, რომელიც ტრენდიოლის მოხმარებას ძალიან გაგიმარტივებთ და სახლში 10 კგ- მდე ნივთებსაც უფასოდ მოგიტანთ.

 

Taobao.com

ტაობაო ის ადგილია, საქართველოში გაშენებული ონლაინ ბიზნესები სასიცოცხლო ძალების მოსაკრებად რომ მიდიან, ტავარი ჩაომაქვთ და 5-ჯერ ძვირად რომ ჰყიდიან ხოლმე. 

ინსტაგრამზე ალბათ შეგხვედრიათ გვერდები – მოგწონებიათ იქ ჩანთა ( 70 ლ), მაისური (45 ლ), სარკე(250 ლ).
მაგრამ თუ ეკონომიკურად შეფერხებულს search with google image-ით დაგისერჩავთ და შემთხვევით ტაობაზე აღმოჩენილხართ, ნახავდით რომ ის ჩანთა სინამდვილეში 15 ლარი ღირს, მაისური 5, ხოლო ის 250 ლარიანი სარკე – სულ რაღაც, 7 ლარი!
ტაობაში ძირითადად ჩინური წარმოების საქონელია – it’s fun and cheap to shop there – თუმცა მაინცდამაინც თუ ხარისხისთვის სწირავთ თავსა და ფულს, გირჩევთ, მომხმარებელთა შეფასებები ყურადღებით წაიკითხოთ!


რაც შეეხება არაონლაინ მაღაზიებს: 


თუ თავის მოვლის პროდუქტებს ეძებ – ყველა აფთიაქი მსგავს ფასდაკლებებს გვთავაზობს შავი პარასკევის კვირეულში – ასე რომ შეგიძლია 50% იანი ფასდაკლებისთვის GPC, PSP, Aversi, Pharmadepot (სხვები არ ვიცი) მოათვალიერო.
მაგრამ თუ თვლი, რომ საკვებად მხოლოდ ფეხსაცმელები და რეტრო სამოსი არ გყოფნის, იცოდე, რომ წიგნების ქართული გამომცემლობები და მაღაზიებიც გვთავაზობენ ხოლმე ფასდაკლებებს! 



გასათვალისწინებელი ამბები:

  • უცხოური საიტებიდან გამოწერისას აუცილებელია გადამზიდი კომპანიის საიტზე დარეგისტრირება ( შეგიძლია უბრალოდ გუგლში მოძებნო ‘გადამზიდი კომპანიები’ და შემოთავაზებული ფასები შეადარო). კომპანია მოგანიჭებს მისამართ სხვადასხვა ქვეყანაში და სწორედ ამ მისამართს შეიყვან ონლაინ-მაღაზიებიდან გამოწერისას.

  • ძირითადად შიფინგი უფასოა ხოლმე გარკვეული თანხის დახარჯვისას, თუმცა იხდი წონის ფულს.