
განმარტება
B ჰეპატიტის ვირუსი , იგივე ჰეპანდავირუსი (HBV), იწვევს ღვიძლის დაზიანებით მიმდინარე ინფექციას რომელსაც B ჰეპატიტი ეწოდება. მას შეუძლია გამოიწვიოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექცია რაც ზრდის ციროზისა და ღვიძლის კიბოს რისკს.
გადაცემის გზები
ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა სისხლის, სპერმის ან სხეულის სხვა სითხეების მეშვეობით. ის არ ვრცელდება ცემინებით ან ხველებით. HBV–ის გავრცელების გზებია:
სქესობრივი კონტაქტი. შეიძლება დაინფიცირდეთ B ჰეპატიტით, თუ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი გაქვთ ინფიცირებულთან. ან თუ დაინფიცირებულლი ადამიანის სისხლი, ნერწყვი, სპერმა ან ვაგინალური სეკრეტი მოხვდება თქვენს ორგანიზმში.
ნემსების გაზიარება. HBV ადვილად ვრცელდება ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული ნემსებითა და შპრიცებით.
დედიდან შვილზე გადაცემა. HBV-ით ინფიცირებულ ორსულებს შეუძლიათ ვირუსი გადასცენ ბავშვებს ვაგინალური მშობიარობის დროს.
რისკ ფაქტორები
B ჰეპატიტით ინფიცირების რისკი იზრდება, თუ: გაქვთ/გქონდათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი მრავალ პარტნიორთან ან ვინმესთან, ვინც არის HBV ინფიცირებული, გააზიარეთ ნემსები ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების დროს, მშობიარობისას დედა ინფიცირებული იყო B ჰეპატიტით, ხართ ჯანდაცვის მუშაკი, რომელსაც შეხება ქონია ინფიცირებულ სისხლთან (ინფიცირებული ნემსით კანის დაზიანება), იმოგზაურეთ რეგიონებში, სადაც HBV ინფექციის მაღალი მაჩვენებელია, როგორიცაა აზია, წყნარი ოკეანის კუნძულები, აფრიკა და აღმოსავლეთ ევროპა, მოგიწიათ ჰემოდიალიზის ჩატარებამ მკურნალობის მიზნით დიდი ხნის განმავლობაში, გაქვთ დიაბეტი, С ჰეპატიტი ან აივ/შიდსი.
სიმპტომები
B ჰეპატიტის ნიშნები და სიმპტომები გამოვლინების მიხედვით მერყეობს მსუბუქიდან მძიმემდე. ისინი, როგორც წესი, თავს იჩენენ ინფიცირებიდან დაახლოებით 1-4 თვეში. ზოგიერთ ადამიანს, ძირითადად მცირეწლოვან ბავშვებს, შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ სიმპტომები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: მუცლის ტკივილს, მუქი შარდი, ცხელება, სახსრების ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება, სისუსტე და დაღლილობა, სიყვითლე.
B ჰეპატიტით დაავადებული მოზრდილების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება, მაშინაც კი, თუ მათი ნიშნები და სიმპტომები მძიმედ ვლინდება. ჩვილებსა და ბავშვებს უფრო ხშირად უვითარდებათ B ჰეპატიტის ქრონიკული (ხანგრძლივი) ინფექცია.
ორსულობა და B ჰეპატიტი
თუ ორსულად ხართ, შესაძლოა ვირუსი ჩვილს მშობიარობის დროს გადაეცეს. თუ ბავშვს ვირუსი გადაეცემა და არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა, მას შეიძლება ხანგრძლივად ჰქონდეს ღვიძლის პრობლემები. ყველა ახალშობილმა, რომელსაც ჰყავს B ჰეპატიტით ინფიცირებული დედა, უნდა მიიღოს B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი და ჰეპატიტის ვაქცინა დაბადებისას და სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში
ვაქცინაცია
პრევენციის მიზნით B ჰეპატიტის ვაქცინა რეკომენდებულია შემდეგ ჯგუფებში: ახალშობილები, ბავშვები და მოზარდები, რომლებიც არ არიან აცრილი დაბადებისას, ვინც მუშაობს ან ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ B ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთან, ჯანდაცვის მუშაკები, სასწრაფო დახმარების მუშაკები და სხვა ადამიანები, რომლებიც შეხებაში არიან სისხლთან, ყველა, ვისაც აქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია მათ შორის აივ, ადამიანები რომლებსაც ჰყავთ მრავალი სექსუალური პარტნიორი, B ჰეპატიტის მქონე პირის პარტნიორები, ადამიანები, რომლებიც ინტრავენურად მოიხმარენ არალეგალურ ნარკოტიკებს ან იზიარებენ ნემსებსა და შპრიცებს, ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, თირკმლის დაავადების ბოლო სტადიის მქონე ადამიანები, ადამიანები, რომლებიც აპირებენ მოგზაურობას ისეთ მხარეში, სადაც B ჰეპატიტით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია.
დიაგნოსტიკა
B ჰეპატიტის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება სამი ძირითადი მეთოდი: სისხლის ანალიზები (B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენისა (HBsAg) და მისი საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და Cor ანტიგენის (HBcAg) საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა; B ჰეპატიტის დნმ-ის აღმოჩენა და სხვ.) სისხლის ანალიზს შეუძლია გამოავლინოს B ჰეპატიტის ვირუსის ნიშნები თქვენს ორგანიზმში და აცნობოს ექიმს, არის ეს მწვავე თუ ქრონიკული პროცესი. სისხლის უბრალო ანალიზს ასევე შეუძლია განსაზღვროს, ხართ თუ არა იმუნური ამ მდგომარეობის მიმართ. ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა და ღვიძლის ბიოფსია.
მკურნალობა
ხანმოკლე, მწვავე B ჰეპატიტის შემთხვევაში მკურნალობა ძირითადად მოიცავს: დასვენებას, სათანადო კვებას და ბევრი სითხის მიღებას, სანამ ორგანიზმი ებრძვის ინფექციას. ხოლო ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზის მქონე ადამიანთა უმრავლესობას სჭირდება მკურნალობა სიცოცხლის ბოლომდე. მკურნალობა ხელს უწყობს ღვიძლის დაავადების რისკის შემცირებას და ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას. ქრონიკული B ჰეპატიტის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:ანტივირუსული მედიკამენტები, ინტერფერონის ინექციები, ღვიძლის გადანერგვა.
ვაქცინაცისათან დაკავშირებოით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრს : 231 22 78, 239 21 49