სად ჩემი (ჩვენი) აგვისტოს ომი ანიე ვარდა მახსოვს აგვისტოს ცხელი მშვიდი საღამო. მახსოვს სამარისებური სიჩუმე და სიბნელე. მახსოვს როგორ ვისხედით ეზოში მე, ჩემი დები, დედა, მამა და ერთი-ორი მეზობელი. ვისხედით და ველოდით. რას? კაცმა არ იცის. უბრალოდ ველოდით. მახსოვს, რომ ვიყინებოდით კიდეც ამ ხვატში, სიცივისგან კი არა ზაფრისგან, როცა ვერტმფრენი გადაიფრენდა ხოლმე ჩვენს თავზე.