Why are Sundays so Depressing ?

8 ივნისი 2023

და საერთოდაც, რატომ ქექავდა ნაცარქექია ნაცარს? 

ან რატომ მიაგორებდა სიზიფე იმ ლოდს? 

შეიძლება ფიზიკური დატვირთვის დროს გამომუშავებული ენდორფინები აიძულებდა კიიიდევ და კიიიდევ მააღლა და მაააღლა მისწოლოდა იმ დიდ კენჭს. 

შეიძლება ჩვენც იმიტომ ვაგრძელებთ ცხოვრებას რომ აქა-იქ გვსიამოვნებს ყოფის ატანადი მომენტები, თან სიცოცხლეც ინსტინქტია და მეტი გვინდა. 

Till we don’t anymore. 

Სიმართლე გითხრათ, ბლოგი ასე არ უნდა დაიწყოთ. თუ სადმე თემას აცდებით, ისევ სჯობს შუაში აცდეთ, ვიდრე თავიდანვე. 

მაგრამ შეიძლება ასე იმიტომ მომივიდა, რომ კვირაა -  ყველაზე დეპრესიული დღე დროის დღეებით ათვლის სისტემის ჩამოყალიბებიდან. 

( სამაგიეროდ შესავალი შეგიძლიათ ასე დაასრულოთ, ვიღაცას ეგონება, მთელი სპექტაკლი ოსტატურად დადგა რომ აქამდე მისულიყოო. არადა, შემთხვევით გაგივარდათ. )

აქვე გავაკეთებ სკანდალურ განცხადებას - The Strokes - ის Why Are Sundays So Depressing? Საერთოდ არ მომწონს.

 

 

 



Რატომ არის კვირა დღე ეგზომ დეპრესიული?

 

 

კარგი სიტყვაა ეგზომ. 

განდომებს ძველ ქართულ ლექსიკონს თვალი გადაავლო და ლათინური გინებების სწავლასთან ერთად, ერთი-ორი სიტყვაც დაიმახსოვრო - დედამ რომ არ გითხრას, ახალ თაობას ქართული არაფერი გინდათო. 
 

გვინდა - ე გ ზ ო მ გვინდა. 

კვირას პარკში გასეირნებაც გვინდა, სამ უბანს თითო რომ აქვს. 

ის მილიონი დაურგავი ხეც გვინდა, ადრე რომელიღაც გამვლელმა მერმა რომ გვითხრა, მეო, მეო მინდა და ვთხრი და მინდა და დავრგავო. 

ზოგჯერ ვერ ვხვდები, ეგზისტენციალური სევდა უბრალოდ არსებობის გარდაუვალი მომენტების გაცნობიერებითაა გამოწვეული, თუ უბრალოდ იმით, რომ საცობში ყოველ დღე ხვდები, მათხოვარ მოხუცს ყოველ დღე ხედავ და ყოველ მეორე პარასკევს აქციებზე დგომა გიწევს, იმიტომ, რომ ვიღაცის დედამ საკმარისი სიყვარული არ გამოავლინა, ბავშვობაში ვიღაცას ჩაგრავდნენ, ვიღაცას ფეხის ნეკა აკლდა და ახლა ეს ყველა კომპლექსიანი ნეხვის ბომბაჩკა უნდა ვითმინოთ. 

მძიმეა, ვის დავაბრალოთ ადამიანის ისეთობა ან ასეთობა? 

"მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,თუ ბუნებამც არ უშველა?" - ა, დედა, თუ არ ვიცი ქართული. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

მოკლედ, კვირა დღე. 

 

 

 

 

ალბათ შენი სიცოცხლის ბოლო წუთებს რამე რომ ერქვას - აღსასრულის გარდა - კვირა ერქმეოდა.

აეგეთი ბანძი დღეა რა: 

დედლაინამდე დარჩენილი რამდენიმე საათი;

სიკვდილამდე დარჩენილი რამდენიმე წუთი;

ის გაფუჭებული საჭმელი, რომლის იმედზეც გაიღვიძე და ახლა ისევ გაძვირებული პურის გაღეჭვა მოგიწევს; 

ქრაშისთვის მიწერილი რისკიანი ტექსტი, რომელზე პასუხიც რამდენიმე საათი დააგვიანა; დაბადების დღის წვეულებიდან მარტო, დასალაგებელ სახლში დარჩენა; 

ბედნიერების მერე უეცარი ქრეშინგი და გაცნობიერება, რომ ერთი უბრალო ჭანჭიკი ხარ, იპოთეკური სესხით. 

არადა, ღმერთმა, კვირა დღე დასვენების უნდა იყოს, რადგან დავიღალე, მეც ადამიანი ვარო კაცო. 

აქვე შეთქმულების თეორია -  ღმერთი ებრაელი დამქირავებელია, რომელმაც მხოლოდ ერთი დღე იმიტომ გამოაცხადა დასვენებისად, რომ უნდოდა ხალხს ნახევარი ვიქენდი მაინც ემუშავა. 

ხოდა კვირა დღესაც, ღმერთი თავის თავთან მარტო დარჩა - გამოსაგავი მოგავა, მტვერგადასაწმენდი გადაწმინდა, მოკლედ საშუალო სტატისტიკური ქართველი დიასახლისის ერთდღიანი რუტინა 6 დღეში მოახრჩო და მერე საქმე აღარაფერი ჰქონდა - მათ შორის, არც თურქული სერიალები საცქერი. 

და მიხვდა, რომ საკუთარ თავთან კიდევ ერთხელ მარტო დარჩა. იფიქრა, მარტო მე რატომ უნდა განვიცადო ეს ძრწუნვისმომგვრელი გრძნობაო და ადამიანებს უთხრა, თასქები, ჭურჭლის რეცხვა და ბანაობა გვერდზე გადადეთ და ეს დღე, მე მომიძღვენითო. ლოცვასო, განმარტოებასო და მოკლედ, ალბათ იგულუსხმა, გეყოთ ხორცზე ზრუნვა, ვაჭრობა და ერთი დღე სულზეც იზრუნეთო. 

 

ხოდა ადამიანებმაც დავუჯერეთ და დავიწყეთ ნეტფლიქსის ბინჯ ვოჩინგი. 

უწყვეტი სქროლვა. 


მიმების გადაზიარება. 
 

უფრო მეტიც, ერთი-ორი ისეთიც ვიცი, სპეციალურად, სავარაუდოდ ღმერთის ჯინაზე, კვირა დღე - დალაგების დღედ რომ გამოაცხადა და რამდენადაც არ უნდა გინდოდეს შეხვდე, შენც ისევე გაგაჯმეინებს როგორც ღმერთს - რა ვქნა, ძმაო, სახლი დასალაგებელი მაქვსო. 


 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

Ბიჭო, მაინც ვერ გავიგე ამ კვირა დღის ამბავი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Მგონი უბრალოდ ის უნდა მეთქვა, მეორე დღეს ორშაბათი რომ უწევს, კვირა ამიტომაა დეპრესიული-მეთქი. 

ისევე როგორც აგვისტო, რადგან ზაფხულის ბოლო თვეა. 

თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანს საკმაოდ კომპლექსური ტვინი ჩამოუყალიბდა და გაჩნდა ყველაზე შემზარავი კითხვა - რატომ? - რომელიც შეგიძლია ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს დაუსვა და პასუხი მაინც ვერ მიიღო. 

Რატომ გვიჭირს დასასრულის მიღება? 

Რატომ აღვიქვამთ დროს კვირებად, დასასრულებად და დასაწყისებად, მაშინ, როცა დრო უბრალოდ არის, ყოველგვარი ათვლითი წერტილების გარეშე? 

Რატომ ვეწინააღმდეგებით შინაგანად იმას, რომ ზაფხულს ზამთარი მოსდევს, ზამთარს ზაფხული და ასე, სიცოცხლის ბოლომდე? 

Რატომ ვალაგებთ კვირას სახლს? 
Რატომ არის კვირა ყველაზე გზააბნეული დღე? 

ადამიანები დროის წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ. 

ძილის საათებს ვიპარავთ, იმის შიშით რომ ცხოვრებას ვერ მოვასწრებთ -  სანაცვლოდ კი ცირკადულ ციკლს ვრევთ და ჯანმრთელობასაც ტყუპი წიხლით ვუსწორდებით. 
 

მოკლედ, პასუხი მართლა ორშაბათია. 

კიდევ ერთი ახალი დასაწყისი.