OMG

ვამსხვრევთ ფეიქებს ლუგარის ლაბორატორიაზე!

29 ივლისი 2022

რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში?!

 

მოკლედ დამესიზმრაა

ძაან მაგარი მეცნიერი ვიყავი, თეთრი ხალათით, დოქტორი დავითას წოდებით და მთელი ამბებით. მაგარ ლაბორატორიაში ვმუშაობდი, ყველაა ყველაფერს მე მეკითხებოდა. უბრალოდ მე ჩემი მზაკვრული გეგმა მქონდა. მინდოდა რამე რადიოაქტიური მწერიი ან ცხოველი შემექმნა, შემდეგ კბენა მეიძულებინა და მეც სპაიდის სტილში გმირი გავჩითულიყავი. ის-ის იყო კოღო დავიმარტოხელე და სადაცაა უნდა მიკბინოოს და… 

გამეღვიძა :|

ეგრევე დავგეგმე, რაიმე მაგარ ლაბორატორიაში უნდა გავიჩითო მეთქი. 

ჰოდა სხვა რა უნდა გამხსენებოდა, თუ არა საქართველოში რომ გვაქვს უსერიოზულესი სამეცნიერო ლაბორატორია, სადაც, არვი, ალბათ გახლეჩილ ატომს კიდევ უფრო ხლეჩენ. 

დავგუგლე და ისეთი ფეიქები შემხვდა, გული მაქვს ცუდად რა.

ჰოდა, თავის განძრევის დროა

 

საიდან დაიწყო  და რას წარმოადგენს ლუგარის ლაბორატორია?

 

ლუგარის ლაბორატორია 2013 წლის აგვისტოში  გაიხსნა, ჭკვიანი ხალხი დაასაქმა და ახლა ცდილობენ, სხვადასხვა დაავადებების, ინფექციების, ვირუსების, ბაქტერიების კვლევას და საბოლოოდ იმას, კიდევ რაიმე უცნაურსახელიანი ვირუსი თუ დაგვატყდა თავს, იმის წამალი უცბად იპოვონ. 

 

მოვარესერჩე და, ლუგარის ლაბორატორია ამერიკისა და საქართველოს მეგობრობის შედეგი ყოფილა. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების განვითარება აშშ-მ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო.  იდეა დაიხვეწა და საბოლოოდ საქართველოში, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ლაბორატორია შეიქმნა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიან რეგიონს ემსახურება და კვლევების შედეგებს სხვა წამყვან ლაბორატორიებს უზიარებს. 

 

სხვადასხვა ბრალდების მიუხედავად- ლუგარის ლაბორატორია საკმარისად გამჭირვალედ არ მუშაობსო- ის საკუთარ აქტივობებს არ მალავს. პირიქით, პარტნიორობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მუდმივად  ხდება მისი საქმიანობის გადახედვა სხვადასხვა ექსპერტის მიერ. კერძოდ, ერთ-ერთი კვლევა 2018 წელს ჩატარდა - რუსეთის მიერ გამოთქმული ეჭვების საპასუხოდ- ბიოლოგიური განადგურების იარაღს ქმნიან ამ ლაბორატორიაშიო. საბოლოოდ  საინსპექციო საბჭომ დაასკვნა, რომ ლაბორატორიაში პროცესები გამჭირვალედ მიმდინარეობს და ვერც ბიოლოგიური განადგურების იარაღის კვალს მიაკვლიეს. 
 

ლუგარი vs რუსეთი 

 

მსოფლიოში რუსეთის თაოსნობით არეულობა დაიწყო და შეთქმულების თეორიებმაც ლუგარის ლაბორატორიაზე  არ დააყოვნა. ალბათ, შენც გაგიგია სხვადასხვა ფეიქ ნიუსი - აი, ცოცხალ ადამიანებზე რომ ატარებენ ცდებს, სხვადასხვა ბიოლოგიური იარაღის დატესტვა ხდება და უფრო მეტიც- თურმე ლაბორატორიიდან ჩუმ-ჩუმად უშვებენ სხვადასხვა ვირუსს, მსოფლიოში, და სტრატეგიულ ადგილებზე- მაგ: რუსეთში, არეულობის, ეკონომიკური კოლაფსისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით! 

 

ამ ფეიქების გამავრცელებელი თავად რუსეთია ხოლმე. საინტერესოა, რომ ბოლოდროს განსაკუთრებული შემართებით დაიწყო ლუგარის თემით სპეკულირება. ყოველთვის, როცა რუსეთი ვილანის როლშია, სწორედ მაშინ იწყება რუსეთისა და ქარის წისქვილების შეჯახება:  მანგას ამ ვოლუმში  ვილანი ამერიკა და მისი მეგობრები გამოდიან. 

 

ახლაც, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება  რუსეთ-უკრაინის ომზეა მიმართული და ყველა საღად მოაზროვნე მხარის პოზიციით- რუსეთი ვილანია,  ჩვენი ერთმორმწუნე მეგობარი და დიიდი ძმა საკუთარი დანაშაულების გადაფარვას კვლავ ლუგარის ლაბორატორის “მავნებლური საქმიანობის” ნარატივის გავრცელებით ცდილობს.

 

ერთ-ერთი ცნობილი ნარატივი, რომელიც ახლაც გადამღერების პროცესშია რუსეთის მხრიდან,  რუსეთსა და მის კონტროლირებად ტერიტორიებზე ვირუსების მიზანმიმართულ გავრცელებას გულისხმობს. 2019 წელს სამხრეთ ოსეთის КГБ- მ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფრიკული ღორის გრიპის ქეისები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში მომრავლდა დაკავშირებული იყო ლუგარის ლაბორატორიასთან. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ თბილისის რეჟიმი ბიოლოგიური ტერორიზმის აქტს ახორციელებს სამხრეთ ოსეთის მიმართ ლუგარის ლაბორატორიის საშუალებით. თუმცა, ფაქტები საწინააღმდეგოს ამბობენ. მოცემული გრიპი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 2016 წლიდან არ დაფიქსირებულა. და პირველი დაფიქსირების პერიოდში, 2007 წელს, ლუგარის ლაბორატორია საერთოდაც არ არსებობდა. 

 

საბოლოოდ, რა ამბავიაა? 

 

მეცნიერება ის დარგია, რომლის განვითარებაც ჩვენნაირი პატარა სახელმწიფოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია და ყველას, ვინც ხელს უშლის გაძლიერების ამ გზას, სულ ცოტა- ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ, ახალგაზრდები ღია ვიყოთ მეცნიერული წინსვლის, ახალი გამოწვევების ახლებული გადაჭრის მიმართ და კრიტიკული აზროვნების არ დაგვავწყდეს- შეთქმულების თეორიების იუთუბ ზე ყურება, ბურგერის ჭამის დროს შეიძლება სახალისოა- უბრალოდ ყველაფერმა უნდა გაიაროს ჩვენი ბასრი და ჭკვიანური გონების რენტგენში და “ნწ” და “ბაზარი არაა” ბოქსებში გადანაწილდეს. 

 

მავნებლური ინფორმაციები- ანუ ნამეტანი ფეიქები, რომლებიც საზოგადოებაში ვრცელდება ელვის სისწრაფით და შიშს თესს, სახიფათოა განსაკუთრებით იმ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლებიც სოციალურ ქსელში და თუნდაც მედიაში გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას თვალდახუჭულნი ენდობიან. მსგავსი დეზინფორმაცია, კიდევ ერთი ბერკეტია, რითიც ქართული საზოგადოების ინტელექტუალური, სამეცნიერო და ზოგადად, საზოგადოებრივი განვითარება ფერხდება. 
 

ფეიქები რუსული ნარატივით, არა მხოლოდ რუსული არამედ - ქართული მედია საშუალებებითაც ვრცელდება. ახლაც, სადღაც წავიკითხე, რუსები გვაბრალებენ- ქართველები ჩვენკენ დაავადებულ კოღოებს გზავნითო! ჯერ ერთი- იმდენი კოღო არ გვყავს რუსეთთან მაგათ ხარჯზე ომი გავაჩაღოთ, სხვა რამეზე რომ არაფერი ვთქვა. 

 

მოკლედ, ხომ იცით რაც უნდა ვქნათ? 

Fake Destroyer-ები უნდა შევერთდეთ!

 

აბა, თქვენ იცით, Davita the ultimate fake destroyer