უსაფრთხო სექსის ხრიკები ანუ რის გარეშე სექსიც არ მოსულა

15 დეკემბერი 2021

25 წლის ვარ და ესეთი რამეები ჩემთვის არც ოჯახში უსწავლებია ვინმეს და მითუმეტეს არც სკოლაში. არც ის უსწავლებიათ რამდენად მნიშვნელოვანი რამაა უსაფრთხო სექსი და სწორი თავდაცვა აქტის დროს. მე და შენც, ვინც ამ სტატიას კითხულობ, ძალიან გაგვიმართლა, ჩვენს დროში უამრავი წყარო არსებობს საჭირო ინფორმაციის მოპოვების (ერიდეთ ფეიკ ნიუსებს!), მათ შორის უსაფრთხო სექსზე, მთავარია ერთმანეთს ვუთხრათ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რამეების ცოდნა, შევიგნოთ ბოლო ბოლო რო არ ტეხავს და როგორც კორონასგან დასაცავად ნიღბის გარეშე სიარულია საშიში, ზუსტად ისე საშიშია უკონდომოდ(ზოგადად დაუცველი) სექსი. უკუჩვენები კი არასასურველი ფეხმძიმობა და ვენერიული დაავადებებია.
 


ფეხმძიმობისგან თავის დასაცავი მრავალი მეთოდი თუ „ტაქტიკა“ არსებობს, რამოდენიმე პირადადაც მიცდია და შემიძლია გაგიზიაროთ. მოდი ქრონოლოგიურად მივყვები. უნივერსტეტის პერიოდში, როცა ნაკლებად გამოცდილი და უფულო ვიყავი, ჩემი სამეგობრო და ისეთ პონტში მეც კალენდარული წესით ვიცავდით თავს, წლებმა განვლო და აღმოვაჩინე რომ კალენდარული მეთოდის ინსტრუქციებს არასწორად მივყვებოდით.
მოკლედ ამ მეთოდის მთელი იდეაა ოვალუაციის პერიოდი ზუსტად იცოდე როდის გაქვს და მაგ დროს რამენაირად დაუცველი სექსი არ იქონიო, ხოდა ამ  ოვალუაციის პერიოდს, ქალებო, უნდა კონტროლი, თან ისეთი კონტროლი რო მე პირადად ძალიან მეზარება. ტემპერატურის გაზომვა სწორ ნაწლავში ყოველ დილით საწოლიდან ადგომამდე და მონაცემების ჩანიშვნა, აი ეს ნაწილი რო წავიკითხე კალენდარულის თუ დუ ლისთში მაგ მომენტში გადავიფიქრე ამ მეთოდის ზოგადად გამოყენება.
თურმე პროსტა “flo”-ს არ უნდა ვენდოთ, რადგან დეტალურად თუ არ ინიშნავთ ყველაფერს, ძალიან დიდია შანსი დაორსულდეთ, ასე რომ თუ კალენდარული მეთოდით აპირებთ თავის დაცვას, ძალიან,ძალიან, ძალიან სიზუსტეა საჭირო !

 


მოკლედ, შევეშვი კალენდარულს და დაახლოებით იგივე ცეცხლთან თამაში გავაგრძელე, რადგან მუდმივ პარტნიორთან ისევ ბუნებრივი თავდაცვა ავარჩიე და ე.წ. „გათავებამდე გამოღების“ მეთოდს მივადექი. არც ამას გირჩევთ დიდად, არ მინახავს წყვილი ჩემს გარშემო ვინც ესე იცავს თავს და ჯერ რამე „ლაფსუსი“ არ მოსვლოდეთ, ძალიან საფრთხილო ამბავია მართლა და რაღა თქმა უნდა მეც დამემართა პატარა ინციდენტი. დავურეკე ყველა დაქალს ვინც გამოცდილი იყო ცოტა ამ ამბებში და 90%მა მირჩია 72 საათის განმავლობაში ესკაპელი დამელია. ესკაპელი შველის კი, მაგრამ არაა მიზანშეწონილი გამოყენება. ზოგადად ექიმის გარეშე თვითნებურად მსგავსი რამეების დალევა არ შეიძლება. აუცილებლად გქონდეთ მუდმივი კონსულტაცია გინეკოლოგთან.  თავადაც გინეკოლოგს დავურეკე და ვიზიტზე ჩავეწერე. გინეკოლოგთან ვიზიტმა კი ჩემი ცხოვრება შეცვალა და გაამარტივა.
 


მინდოდა აბები დაენიშნა , მაგრამ თურმე ჩემი ორგანიზმისთვის აბები მეტად საზიანოა და ჯობდა რამე სხვა მეთოდით მეცადა თავდაცვა. თვითონვე მირჩია სპირალი, ჩემს რძალსაც სპირალი ჩავუდგიო ასეო ისეო... მეც მომეწონა სპირალის იდეა, 5 წლის განმავლობაში დაცული ვარ. მხოლოდ 6 თვეში ერთხელ უნდა გადავამოწმო რომ ადგილზეა და არ გამოძრავებულა. სხვა მხრივ არანაირი პატარა დისკომფორტიც კი არ მაქვს. ჩადგმის პროცესი ცოტა ძაან საშინელება იყო, ტკივილი არა, უფრო დისკომფორტი, მაგრამ რამოდენიმე წამს გაგრძელდა და ვსიო!  ესე დავამთავრე იდეალური კონტრაცეფციის ძებნა!


პ.ს. მთელი ამ ისტორიებში ვგულისხმობ სექსს მუდმივ პარტნიორთან. One night stand-ები უგანდონოდ არ გინდათ რა. სექსისგან თუ რამე დაგემართა, დამიჯერე ფეხმძიმობა ყველაზე ნაკლებად სადარდებელია. ვენერიული დაავადებები სქესობრივი გზით რომ გადადის ხომ გახსოვთ, მაგას სპირალი, ლოცვა და აბები არ შველის. აუცილებელია კონდომი, კონდომი და კიდევ ერთხელ კონდომი! არ აქვს მნიშვნელობა, ქალის, კაცის, ფოსფორი, მარწყვის გემოიანი, ბუსუსებიანი .... მთავარია კონდომი !

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.