
Მიუხედავად იმისა, რომ twenty one pilots 21 პილოტად ითარგმნება, სინამდვილეში მთელი twenty one pilots 2 ტიპია. დრამერი - ჯოშ დანი და ვოკალისტი - ტაილერ ჯოზეფი. ნუ ვოკალისტი კი ვახსნე, მაგრამ ტაილერი კლავიშზეც უკრავს, ბასზეც, უკულელეზეც და გიტარაზეც. ესეთი მრავალხმრივ ნიჭიერი ადამიანია :)) დაკვრის გარდა სწორედ ტაილერი წერს ლირიქსებს, რომელიც მე თუ მკითხავთ, ჩვეულებრივი ლიტერატურაა, თავის მეტაფორებით, სიმბოლოებით და მთელი ამბებით.
ზოგადად twenty one pilots ერთი დიდი კონცეფციაა. ყავს თავის პერსონაჟები და აქვს სთორილაინები. მაგალითად, პილოტების 2018 წელს გამოსული ალბომი “Trench” Clancy-ს ისტორიაა. პერსონაჟისა, რომელიც ცდილობს Dema-დან გამოიქცეს. Dema კიდე ადგილია, რომელიც მეტაფორულად იმ მდგომარეობას განასახიერებს, როდესაც მენტალურად მაინცდამაინც კარგად ვერ ხარ. Dema-ში bishop-ები იჩითებიან. ეს bishop-ები ჩვენი insecurity-ებია და ყველა ის dark thoughts, რომლებიც ამ დროს ჩვენს თავში ჩნდება. მოკლედ ეს ალბომი მთელი ისტორიაა რა.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, თუ ამ ალბომმა დაგაინტერესა, ჯობია, შენით ჩაუჯდე - აქ დააჭირე
ოჰაიოს სარდაფებიდან მსოფლიო ტურებამდე
twenty one pilots 2009 წელს ოჰაიოში უკვე მრავალჯერ ნახსენებმა ტაილერ ჯოზეფმა ჩამოაყალიბა. ამ დროს ბენდში მასთან ერთად იყვნენ ნიკ ტომასი და კრის სალი, რომლებმაც 2 წელიწადში ბევრი საქმის და ამბების გამო ბენდი დატოვეს. სწორედ ამ დროს შემოუერთდა ტაილერს დრამერი - ჯოშ დანი and they’ve been togehter ever since :))
ტყუილი იქნება, რომ ვთქვა პილოტებმა პირველი სიმღერის გამოშვებისთანავე უდიდესი პოპულარობა მოიპოვეს მეთქი. twenty one pilots-მა დამოუკიდებლად 2 ალბომი გამოუშვა: “Twenty One Pilots” - 2009 და “Regional At Best” - 2001წლებში. ამ პერიოდში ისინი უკრავდნენ ძალიან მცირე აუდიტორიისთვის. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა მხოლოდ 2 ადამიანისთვის დაუკრავთ. მაგრამ ტაილერი ამბობდა, რომ ზუსტად ისეთივე ენერგიით და შემართებით უნდა დაეკრათ 5 ადამიანისთვის, როგორ 5 ათასისთვის.
სწორედ ამ დამოკიდებულებამ მიიყვანა პილოტები 2011 წლის 19 ნოემბრამდე - დღემდე, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ ბენდის ისტორიაში. ამ დღეს მათ დაუკრეს პირველ sold out show. ამ ლაივის შემდეგ მუსიკალურ ინდუსტრიაში გაჩნდა კითხვა - რა ხდება ოჰაიოში? ათეულობით ლეიბლი ცდილობდა twenty one pilots-ის გაფორმებას, საბოლოოდ კი წარმატებას Fueled By Ramen-მა მიაღწია. აქედან იწყება twenty one pilots-ის აღმასვლა. 2013 მათ წელს გამოუშვეს ალბომი “Vessel”, რომელიც მეორე ალბომია მსოფლიო ისტორიაში, რომლის ყველა ტრეკსაც მინიმუმ gold certificate აქვს. თავად twenty one pilots კი ამ ალბომის გამოშვების შემდეგ გახდა პირველი ბენდი ისტორიაში, რომლის ორ ალბომში ყველა სიმღერამ მოიპოვა ოქროს ან პლატინის ჯილდოები.
ამის შემდეგ 2014 წელს twenty one pilots-მა დაიწყო პირველი მასშტაბური ტური - Quiet Is Violent, რომელმაც ამერიკა, მექსიკა და ევროპა მოიცვა. ამას მოჰყვა 2015 წელს “Blurryface”-ის გამოშვება, რომელიც პილოტების ყველაზე ცნობილი ალბომია და სწორედ ამ ალბომში შესული ტრეკი - Stressed Out-ია მათი ყველაზე გაყიდვადი სინგლი. შემდეგ იყო 2018 წელს ალბომი “Trench”, რომლის სთორილაინიც 2021 წელს გამოშვებულ twenty one pilots-ის ჯერ-ჯერობით უკანასკნელ ალბომში “Scaled And Icy”-ში გრძელდება.
twenty one pilots - სახელის ისტორია
twenty one pilots-ის სახელს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ტაილერს ამ სახელის იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც კოლეჯში სწავლობდა არტურ მილერის პიესას - “ყველა ჩემი ვაჟი”. მოკლედ რო მოგიყვე, ეს პიესა ადამიანზეა, რომელმაც თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც გამოიწვია ოცდაერთი პილოტის სიკვდილი, რადგან მათ შეგნებულად გაუგზავნა გაუმართავი ნაწილები, რათა მოგება მიეღო საკუთარი ბიზნესისთვის. ტაილერისთვის ეს მორალური დილემა იყო ინსპირაციის წყარო.
twenty one pilots და მენტალური ჯანმრთელობა
twenty one pilots ძალიან ბევრს საუბრობს მენტალურ ჯანმრთელობაზე. პირადად ჩემთვის ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ მიყვარს ეს ბენდი. დარწმუნებული ვარ, ერთადერთი არ ვარ, ვისაც რთულ პერიოდში მუსიკა დახმარებია და ჩემთვისაც twenty one pilots აღმოჩნდა ის ხავსი, რომელსაც რთულ პერიოდში ვეჭიდებოდი.
თუმცა მათი მუსიკა ხავსზე ბევრად უფრო ძლიერი გამოდგა. პრინციპში ამ ბენდს ასეთი გულხმურვალე მსმენელი სწორედ მაგიტომ ყავს. ძაან გულწრფელები არიან რა და ძაან გულწრფელად საუბრობენ ისეთ რთულ პრობლემებებზე, როგორიცაა სუიციდი, მთელი ეს ფიქრები და ამბები. აი შუაღამეს სიბნელეში ლოგინში რო წევხარ და რო გგონია, რო სულ სულ მარტო ხარ ამ დროს ჩართავ პილოტებს და ხვდები, რო მარტო შენ არ გტანჯავს ეს ფიქრები და სადღაც ოჰაიოში ვიღაც ზუსტად იმას წერდა, რასაც შენ ახლა ფიქრობ. მოკლედ ასწორებს ეგ გრძნობა. თითქოს ვიღაც გეხუტება და გეუბნება, რომ შენ მარტო არ ხარ.
Skeleton clique
შეგრძნება, რომ მარტო არ ხარ, რომ რაღაც დიდის ნაწილი ხარ - ეს ის შეგრძნებებია, რომლებიც twenty one pilots-ის fanbase-ის - skeleton clique-ის წევრებს ეუფლებათ. ტაილერი სულ იმას ამბობს, რომ მათი მუსიკა უფრო ჩვენთვის - მსმენელისთვისაა, ვიდრე თავად ტაილერისა და ჯოშისთვის და ეს დამოკიდებულება იგრძნობა ყველა ლაივზე, რომლებიც ძააააააააალიან ინტერაქციულია.
თუ ჩემი არ გჯერა, შეგიძლია ამას უყურო - აქ დააჭირე
twenty one pilots-ის ერთ-ერთ ტრეკში “Message Man”-ში არის ეგეთი ლაინი - “This lyrics aren’t for everyone only few understand” და მართლაც ყველას არ შეუძლია იმის გაგება, თუ რას მღერის ან რეპავს ტაილერი. Skeleton clique-ს კი ის აერთიანებს, რომ სწორედ ამ few-ს წევრები არიან. პილოტების ერთ-ერთ ტრეკში “Fairly Local” ნახსენებია “the few, the proud, the emotional” და სწორედ ამ few-ს მიეკუთვნებიან skeleton clique-ის წევრები.
This is not rap, this is not hip-hop - twenty one pilots-ის ჟანრი
ვიკიპედიას თუ ვკითხავთ, twenty one pilots მოიცავს ალტერნატიულ ჰიპ-ჰოპს, ელექტროპოპს, ინდიპოპს, პოპ როკს, რეპ როკს და ალტერნატიულ როკს, თუმცა თავად ტაილერი twenty one pilots-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტრეკში - “Heavydirtysoul”-ში ეგეთ რამეს ამბობს - “This is not rap, this is not hip-hop. Just another attempt to make the voices stop”. პილოტების მუსიკაში ჟანრი არ არის მთავარი, რადგან მათი მუსიკა ფაქტიურად ყველა ჟანრს მოიცავს, მთავარი არის იდეა, რომ მუსიკა გამოიყენო საკუთარ შინაგან პრობლემებთან საბრძოლველად, გამოიყენო იმ ბნელი ფიქრების გასაჩუმებლად, რომლებიც მარტო ყოფნისას გაშინებენ. Some see a pen, I see a harpoon - ამბობს ტაილერი “Addict With A Pen”-ში და მართლაც ის წერას და ამ ნაწერების ტრეკების სახით ჩვენთან მოტანას იარაღად იყენებს და ებრძვის მის და ალბათ ნებისმიერი ადამიანის ყველაზე დიდ მტერს - საკუთარ თავს, რადგან, როგორც “Trapdoor”-შია “Nothing kills man faster than his own head”.
twenty one pilots-ზე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, მაინც ვერასდროს ვერ გავჩერდები. ამიტომ თავი ძალიან რო არ მოგაბეზრო, ჯობია ჩემით გავჩერდე. იმედი მაქვს, ცოტათი მაინც გაგიჩნდა იმის სურვილი, რომ youtube-ში twenty one pilots დასერჩო :))
და ბოლოს, ეს სტატია ეძღვნება ტაილერს და ჯოშს. ადამიანებს, რომლებმაც არც კი იციან, როგორ მეხმარებიან.
