
ერთ ჩვეულებრივ კოვიდიან დღეს Primavera Sound-მა ფესტივალამდე ერთი წლით ადრე ლაინაფი დადო:
Gorillaz,
The strokes,
Tame Impala,
Tyler the Creator
and many, many more - ო.
მეთქი ვააა Once in a Lifetime Opportunity! და ვიყიდე…
სერია მეორე - ფრენა
რამდენიმე თვეში Wizz Air-მა ფასდაკლება გვაქვს, გავიგეთ ბარსაში მიდიხარ და დირიჟაბლითვითმფრინავის ბილეთებს წინასწარ ხომ არ იყიდიდი - მერე გაძვირდებაო, მეთქი ვააა what an awesome deal და ვიყიდე.
პოსტ კრედიტ დეტალები:
ფრენა - ორი გზა 560 ლარი გამოვიდა. (ვიზეარის ნიუსლეთერს თუ გამოიწერთ, ფასდაკლებები მეილზე მოგივათ ხოლმე). ქუთაისამდე და უკან, ადუღებული თბილისისკენ ტაქსი - კაცზე 120 ლარი დაჯდა, ანუ Round trip-ისთვის საბოლოოდ 680 ლარის გაღება მომიწია. ომნიბუსით რომ წავსულიყავი, ორი გზა 50 ლარი გამოვიდოდა, მაგრამ ელბაქიძემდე ტაქსით მისვლა და უკან წამოსვლა მინიმუმ 30 ლარია, ამიტომ 50 ლარიან ეკომონიას luxury life კომფორტი ვამჯობინე.
სერია მესამე - სახლი
ბინის დაჯავშნა რომ გადავწყვიტე, ფესტივალამდე 2 თვე იყო დარჩენილი (მანდ მივქარე), რაც თურმე ნიშნავს, რომ წესიერი ბინები უკვე აღარ არის - ან ძვირია, ან ძალიან ძვირი.
7 დღიდან 3 ფესტივალზე უნდა გამეტარებინა, შესაბამისად სახლს ან at this point- კარავს, ფესტივალის ლოკაციასთან ახლოს, ცენტრიდან მოშორებით ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე.
ბოლოს აღმოვაჩინე სასტუმრო, საიდანაც პრიმავერა 10 წუთში იყო ფეხით, მეთქი ვააა what a great location და ვიყიდე.
პოსტ კრედიტ დეტალები:
სასტუმრო ღირდა 1100 ლარი, (6 ღამე) იყო კომფორტული, სუფთა და რაც მთავარია ზედ სანაპიროზე, ანუ თუ რამდენიმე ჭიქით მეტი კოკტეილი მოგივიდოდა, შეგეძლო საუკუნეების წინ ჩაძირული მეკობრეთა გემების გეჭვრიტა.
Საუზმე სასტუმროში დამატებით 80 ლარი გამოდიოდა, რომელიც არ ავიღე (იმიტომ, რომ DZVIRIA ნებისმიერ კაფეში 20 - 50 ლარამდე ძალიან გემრიელად შეჭამ და ყავასაც მიაყოლებ). Ნუუ, დროულად, რომ დამეწყო ძებნა და Airbnb-ზე ლამაზი ბინა მეპოვნა სავარაუდოდ 600-750 ლარშიც ჩავეტეოდი, საუზმესაც სახლში მოვიმზადებდი და შემდგომ სერიებში ჩემი ცხოვრებაც ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამდენად წინდახედული ვერ აღმოვჩნდი. (იმედია შენ ჩემს შეცდომებზე ისწავლი ან იმედია, ოლიგარქი ხარ).
სერია მეოთხე - დედლაინების მოახლოება
ფლოთ თვისთი: წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე გაირკვა, რომ ორი პროექტის დედლაინია და ჩემს იდეალურად გაწერილ დასვენებაში საქმეც უნდა ჩავაკვეხო * insert clown face * მეთქი ვააახ what the actual fuck?
სერია მეხუთე - ბარსელონა და 7 თასქი
რადგან ეს სერიალი დასვენების პარალელურად, დისტანციურად მუშაობაზეა, ამ სერიაში ჩემი ფესტივალზე გატარებული საოცარი დღეების შესახებ ვერ მოგიყვები, ვერც იმას გაიგებ meet cute თუ მქონდა და ესპანელ ლამაზმანს თუ შევხვდი. Სამაგიეროდ დეტალურად ჩავშლი როგორ უნდა მოირგო მზიანი და მუსიკით სავსე ქალაქი კომფორტულად სამუშაოდ:
Pro Tips vol. 1: ჩასვლისთანავე გადმოწერე Airlo, ამ აპლიკაციით ციფრულ სიმ ბარათს იყიდი და ინტერნეტი (ხელმისაწვდომ ფასად) სულ გექნება. Რომელ პაკეტს აარჩევ, თავად გადაწყვიტე. მე 7 დღიანი შეთავაზება ავიღე და 15GB თავზე გადამივიდა.
Pro Tips vol. 2: თუ ჩემსავით სულ ქოლებში ხარ, შეხვედრები რაც შეიძლება ადრე დანიშნე, ევროპის დროით 7-ზე თუ ადგები (თბილისის დროით 9) ორ შეხვედრას ორ საათში მორჩები და 9:30 ზე end call-ს ნეკა თითით დააჭერ- რადგან დანარჩენით პინა კოლადა ან if you go hardcore- ლონგ აილენდი გეჭირება.
Pro Tips vol. 3: სანაპიროდან მუშაობა ძალიან კომფორტულია, თუ მაინც და მაინც მზეზე არ გინდა მეილების წერა, სანაპიროს კაფეებიც ბევრია და იქვე მოჯდები. ყურსასმენები უეჭ უნდა გქონდეს, სასურველია ხმის დამხშობი, სხვების მხიარულებამ რომ არ გაგაუბედუროს და ნერვები არ მოგიშალოს.
Pro Tips vol. 4: თუ ჰაერზე, მაგრამ ჩრდილში გინდა მუშაობა, პარკში წადი (არჩევანი დიდია) თუმცა Მე Ciutadella park-ს გირჩევ - ცენტრშია, ხმაური სივრცეში იფანტება და ხელს ძალიან არ გიშლის. გარშემო ბევრი კაფეა, რომლებიც გაჯეტების დასატენად დაგჭირდება და თუ შესვენებას გადაწყვეტ, შეგიძლია ზოოპარკშიც შებოდიალდე, ან იქვე სპონტანურად შეკრებილ უთასქო ესპანელებს ეცეკვო.
Pro Tips vol. 5: თუ გარე სივრცეებში ვერ მუშაობ, coffee roaster-ებიც უამრავია - Starbucks, 365, Nomad Coffee. Ნებისმიერ უბანში ერთს ან რამდენიმეს შეხვდები. ინტერნეტი ნორმზე უკეთესი დაგხვდება, დენცქვიტა მინიმუმ 5, 6-8 ევროდ ყავას დალევ, სენდვიჩს შეჭამ და შენთვის მშვიდად იმუშავებ.
Pro Tips vol. 6: თუ აქამდე შემოთავაზებულებიდან არც ერთი სამუშაო სივრცე არ მოგეწონა, მაშინ შეგიძლია co-working სივრცეები სცადო: La Vaca Coworking და Cahoot - დღე 15 ევრო დაგიჯდება, Coco Coffice-ში საათში 3 ევროს იხდი. თუ დიდი ხნით ხარ Blitz Coworking - მთელი თვე 90 ევრო ღირს. Მოკლედ საშენო რამეს აუცილებლად ნახავ.
პოსტ კრედიტ დეტალები:
რადგან არ იცი სად დაგიღამება, სად გაგითენდება და სად დაგეწევა მორიგი თასქი, ნომრიდან გასვლისას აუცილებელია გქონდეს რამდენიმე essential ნივთი: ზურგჩანთა, ლეპტოპი/პადი (სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით), დამტენი, ყურსასმენი, პორტატული დამტენი, პატარა პლედისმაგვარი დასაფენი, თხელი ჟაკეტი (ხანდახან ქარი შემოუბერავს ხოლმე), საცურაო კოსტიუმი და რა თქმა უნდა, პასპორტი.
სერია მეექვსე - დასკვნები
ბარსელონაში ყოფნის 168 საათიდან (7დღე/ღამე) მუშაობაში რაც დავხარჯე, ჯამურად დაახლოებით 17 საათია. ცეკვაში დაახლ. 33 საათი. აქეთ-იქით Ბოდიალში დაახლ. 55. Ზღვაზე დაახლ 25 საათი. Ძილში დაახლ 38. აა და კიდევ 3600 ლარი.
ვაღიარებ, სულაც არ მიხაროდა შუა სანაპიროზე ლეპტოპით ჯდომა, საგრადას კოშკზე ვიდეო ქოლები და Moco museum-დან (აქ უეჭ წადით) ბასკიას ნამუშევრების თვალიერებასთან ერთად, პროექტის ვიზუალური კონცეფციის ცვლილებების განხილვა მაგრამ თბილისში, ოფისიდან იგივეს კეთებას ნამდვილად ჯობდა - თან ბევრად.
Ჰოდა ამიტომ გადავწყვიტე, რომ მაისში პარიზში Arctic Monkeys კონცერტზე ან/და სამუშაოდ მივდივარ.
The end
