ტოპ 3 სექს-აპლიკაცია

3 სექტემბერი 2021

თუ მისიონერულ პოზაში სული ამოგხდა და შენს სექსუალურ ცხოვრებაში სიახლეების შეტანა მოგინდა, პირველ რიგში, ამის შესახებ შენს პარტნიორს უნდა შეაპარო. თუ გიპასუხებს, რომ შვილების მომავალ დედას/მამას ამას ვერ აკადრებს, მაშინ ჯობს ბლოგის კითხვა აქვე შეწყვიტო, ხოლო თუ შენი პარტნიორი შენსავით მზადაა ახალ-ახალი სიამოვნებების აღმოსაჩენად, მაინც არ არის მარტივად საქმე - სექს-სათამაშოები და გარყვნილი კოსწიუმები, ცოტა არ იყოს, ძვირი ჯდება და ფუფუნების საგნებია.

ასე რომ, თუ შენი სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება დაისახე მიზნად და არც ბევრი ფული გიჩხრიალებს ჯიბეში (თუ გიჩხრიალებს მაინც აქ დარჩი) გამოდის, რომ ამ ბლოგს სულზე მიასწარი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აგერ საუკეთესო უფასო სექს-აპლიკაციების სიაც:


1. Sex Game for Couple

 

ეს აპლიკაცია თავის საქმეს აუცილებლად იზამს. როგორც კი აპლიკაციას მობილურში გადმოწერ, შენი და შენი პარტნიორის სახელების შეყვანა მოგიწევს. ასევე შეგიძლია მონიშნო ნივთები, რომლებიც თან გაქვს: ალკოჰოლი, ვიდეო-კამერა, სანთლები, ყინულის კუბიკები, ლუბრიკანტი და ა.შ. ბოლოს კი ირჩევ, რამდენი ხნის განმავლობაში გინდა ითამაშოთ თამაში. რაც შემდეგ მოხდება გაგაცოებს…

აპლიკაცია შენ მიერ მონიშნული ინფორმაციის მიხედვით გირჩევს სახალისო და სექსუალურ დავალებებს.


 

2. Dirty Sex Game for Couples


ამ თამაშს ყველასათვის ცნობილი “სიმართლე თუ მოქმედების” პრინციპით ითამაშებთ. ოღონდ თამაშის დედანისგან განსხვავებით, აქ სექსუალური ხასიათის დავალებებსა და კითხვებს წააწყდები. ასევე აქ დონეების მონიშვნაც შეგიძლია იმის მიხედვით, რამდენად აღვირახსნილი ხარ: soft, hot, hard, extreme. ყველა სიამოვნებასთან ერთად, თამაშში შეგიძლია შენი მოფიქრებული დავალებებიც დაამატო და დილამდე იგრიალო.

 


 

3. Hot Sex Game For Couples

თუ აქამდე მომყევი ესეიგი უკვე კარგა აღგზნებულიც უნდა იყო. 

წესები ასეთია: ვიწერთ აპლიკაციას, ტრადიციულად ვუთითებთ სახელებს და ვნიშნავთ კატეგორიას: Anal, hard, oral, truth or dare და სხვა მრავალი. აქ შეგიძლია მონიშნო როგორც მხოლოდ დავალებები, ასევე მხოლოდ კითხვები, მაგრამ არამგონი ამ აპლიკაციის გადმოწერა მხოლოდ გულახდილი საუბრებისთვის ღირდეს. 

 

არც ის დაგავიწყდეს, რომ სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნების და ვნებისთვის ცეცხლის შენთების უებარი წამალი ტიტლიკანა ან ნახევრად ტიტლიკანა ფოტოების, მოხდენილად რომ ვთქვათ "ნუდების" გაცვლა-გამოცვლაა. თუ ერთმანეთს მსგავს სურათებს შეუსაბამო ადგილასა და დროს მოსთხოვთ, ეს თამაში კიდევ უფრო ექსტრემალურ და სახალისო ფორმას მიიღებს. ხოლო თუ "ნუდების" გადაღება არ გამოგდის - არც მაგაზე იდარდო. ამ თემაზე უკვე დავწერეთ ბლოგი, რომელიც მნიშვნელოვნად წასწევს წინ შენი ფოტოგენურობის დონეს. 

იმედია ჩემი რჩევები გამოგადგება და შენს პარტნიპორს სულ ნოტებზე ამღერებ. 

ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო...