
Წინათქმა
ცოტახნისწინ ქართველი მაყურებლის თვალების, ესთეტიური გრძნობებისა და მულტივერსული მიდრეკილებების გასახარად ანიმაციური სერიალის ‘სხვა ლეველის ოდისეის’ პირველი ორი სერია დაიდროფა.
ამას თუ კითხულობ, ალბათ შენთვისაც უპასუხიათ ს.ლ.ო - ს გვერდზე შემდეგი სერიების დადების იდუმალებით მოცული თარიღი - ‘MALE’.
Რას ვიზამთ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ლოდინის ძირი კი მწარეა, თუმცა კენწეროში მართლა გატკბილდება.
თუმცა ამასობაში ლოდინის ტკივილის შესამსუბუქებლად - ‘სხვა ლეველის ფლიპების’ ივენთი დადროფეს.
ანუ ყველა იმ ექსტრემალ ადამიანს, რომელსაც სკეიტბორდზე დადგომა, ფიზიკის კანონების, საკუთარი სახსრებისა და ძვლების სიმყარის დატესტვა ცხოვრბების კრედოდ აგირჩევიათ - დედაენის ბაღში, დავითა და Extreme fest Tbillisi იმ ილეთების შესასრულებლად გიწვევენ - დავითამ ანიმაციის დაწყების პირველ 2 წუთში რომ ვერ შეასრულა და ასე, ხახამშრალი დაგვტოვა.
Მნიშვნელოვანი ინფოები
ყველაზე მნიშვნელოვანს აქვე გეტყვით - ს ა ჩ უ ქ რ ე ბ ი იქნება, კერძოდ, Game of Skate პრინციპის მიხედვით სულ ბოლომდე ყველაზე მაგრად ვინც გააკეთებს რაღაც ილეთებს, რომლის სახელებიც მოუქნელებმა ვერ დავიმახსოვრეთ - საჩუქრად სკეიტი ერგება – Toxigen Board Shop-ისგან.
მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს "თემურ ჭყონია არ არსებობს" მაისური გადაეცემა თავად სხვა ლეველის ოდისეას შემქნელებისგან და კინოთეატრის ბილეთები Cavea + - გან .
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასულებს კი 1 შეკვრა კოკა-კოლა და მენთოსი გადაეცემათ, რათა პორტალები ლიწინ-ლიწინით გახსნან
ახლა, დეტალები:
1. დრო: 8 აპრილი.
ლოკაცია: დედაენის ბაღი
2. Მონაწილეების რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყება და ვისაც თქვენი თავის იმედი გაქვთ, რიგი დაიცავით ერთმანეთს არ გადაასწროთ!
3. მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, სკეიტერები დაიყოფიან 4-5 კაციან ჯგუფებად
4. თამაშის წესები კლასიკურად - Game of Skate-ის წესებს მიჰყვება,
აქ რომ ბევრი არ მოგაწყინოთ, Თამაშის წესების შესახებ დეტალურად, აი ამ ლინკზე გაიგებ.
P.S "სხვა ლეველის ფლიპში" მონაწილეობის მისაღებად 18 წლამდე სკეიტერებმა მშობლებს/მეურვეების თანხმობის ფორმა უნდა წარმოადგინოთ.
Ბოლოთქმა
თუ ვინმე ჩემნაირად სხვა ლეველის მოუქნელი კითხულობს ამას, რომელსაც სკეიტი სიცოცხლისთვის საშიშ მთავარ მანქანად მიაჩნია - მაშინ, უბრალოდ სანახაობისთვის გიწვევთ ამ ივენთზე. Მეც ბალახზე წამოგორებას და ფლიპებით შორით ტკბობას ვაპირებ.
Მოკლედ, გელოდებით
8 აპრილს
Დედაენის ბაღში
Სკეიტ-პარკის კიდეებთან 12:00 საათიდან.
