OMG

სულიერი მომთაბარეობის ისტორია

23 მარტი 2021

"ეძღვნება მათ, ვინც იძულებული იყო დავეტოვებინეთ, შევხდებით ცხოვრების გზაზე"- გვეუბნება რეჟისორი ქლოი ჟაო საკუთარ, აწ უკვე ოსკარზე ნომინირებულ ფილმში ,,მომთაბარეთა მიწა” (Nomadland). საკითხავი  ისაა, როგორ შეიძლება ვინმემ  დატოვოს საყვარელი გარემო, ნაცნობი ადგილები, ყველა მოგონება და წავიდეს მათგან ძალიან შორს, თან ისე, რომ ძველ ცხოვრებაში დაბრუნება აღარ მოუნდეს .სწორედ ასეთმა ამბავმა  გადამაწყვეტინა თქვენთვის, ამ ნამუშევრის  შესახებსაკუთარი შთაბეჭდილებები გამეზიარებინა.       

ჩემთვის ეს ფილმი ერთდროულად სევდიანი და მიმზიდველი , მხიარული და ტკივილით სავსე აღმოჩნდა, ისეთი როგორიც რეალურად  ცხოვრებაა. გმირების მშვიდმა და უბრალო დიალოგებმა, რომელიც სინამდვილეში ფილმის ყველაზე გამორჩეული ნაწილია, ფიქრებით შორს წამიყვანა...

რა შეიძლება იყოს რაღაცრის გამოც ვიტყვით, რომ  ცხოვრება ღირდა? ის რისი გახსენების შემდეგაც, შევძლებთ კმაყოფილებმა დავტოვოთ  სიცოცხლე.როდის მივხვდებით შედგა თუ არა ჩვენი არსებობა და როგორი ცხოვრება გვქონდა? ბუნებრივიაამას თავად ვირჩევთ და საჭირო მომენტებიც ჩვენით უნდა შევქმნათ, მაგრამ როგორ? იქნებ ვიღაცისთვის ბუნებასთან ჰარმონიის შეგრძნებაც კი საკმარისიაცხოვრების საუკეთესო მოგონების  დასაბადებლად. იქნებ ყველაზე მარტოსულმა ადამიანმა სამყაროსთან ერთიანობით შეივსოს ყველა დანაკლისი და ცხოვრება შეიყვაროს. იქნებ სრულიად შემთხვევით გაცნობილმა  ადამიანებმა, რომლებსაც ცხოვრების გზაზე  შევხვდით, ყველაზე ღირებული რამ გვასწავლონ.   

მთავარი გმირი  სწორედ ასეთ დაუსრულებელი აღმოჩენების გზას ადგას და თავის ფურგონთან ერთად, თანამედროვე მომთაბარე ქალის სახეს ქმნის. ფურგონის სახელი კი მის სულისკვეთებაზე მნიშვნელოვან წარმოდგენას გვიქმნის, მას ,,ავანგარდიჰქვია, ის არ ჩერდება და გზას ყოველთვის აგრძელებს.შეიძლება ერთსა და იმავე ადგილას დაბრუნდეს, მაგრამ ბოლოს მაინც ახალ, შემეცნებებით სავსე გზას დაადგება.                                     

ნამუშევარში ყველაზე მნიშვნელოვანი  ჩემთვის თავისუფლების შეგრძნებაა. თავისუფლება, რომელიც არამატერიალური ფასეულობაა და რომლისაც მთავარ პერსონაჟს ყველაზე მეტად სწამს. მას შეუძლია ჰქონდეს სტაბილური ცხოვრება, შემოსავალი და თავშესაფარი, მაგრამ ამის ნაცვლად ფურგონში ცხოვრობს და დროებით სამსახურებში მუშაობს. სამაგიეროდ, ასეთ ცხოვრებას თავად ირჩევსეს მისთვის უბრალო მოცემულობა არაა, ეს მისი თავისუფალი არჩევანია.მას სხვანაირად არ შეუძლია, შეიძლება ითქვას, ის სულიერადაც მომთაბარეა. ქვეყანა რომელშიც ის ცხოვრობს, რომლის საზღვრებშიც გადაადგილდებაგასაკვირი არაა, რომ ამერიკაა.ამერიკა, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა, მაგრამ რომელსაც  შეიძლება ზოგჯერ ტრამპის მსგავსი ლიდერიც მართავდეს.

თავისუფლების მოყვარული ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისაა ის, ყოველთვის გაარღვევს ბარიერებს. ამ შემთხვევაშიც, შუახნის ქალი ანგრევს მისთვის ბარიერად ქცეულ რუტინასა და მის თანმდევ უხერხულობებს.საზოგადოების მიერ დადგენილი წარმატების ფორმულის მიღმა, რომელშიც დოვლათის დაგროვება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, იგი ხედავს გულწრფელ ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობა სიამოვნებს და ბედნიერებასთან აახლოებს.

ამას გარდა, მიმიზიდა  სისადავემ და უბრალოებამ, რომელსაც იდუმალი ხიბლი ყოველთვის თან სდევს. ვუყურებდი კადრებს, სადაც არაფრით გამორჩეული საღამოები იდგა, მაგრამ მათ ზუსტად ეს ჩვეულებრიობა გამოარჩევდამინდოდა შემეგრძნო ნიავი, რომელიც ასეთ საღამოებს მოსდევს ხოლმე, თუმცა  შეიძლება ვიგრძენი კიდეც...

ფილმში კიდევ უამრავი ამბავი ხდება, არსებობს უამრავი რამ რაც მე ვერ აღმოვაჩინე, რაზეც ყურადღება არ გავამახვილე, მაგრამ ყველაზე დიდი ემოცია რაც მისგან დამრჩა  ისაა, რომ ადამიანებს საბოლოოდ არასდროს ვემშვიდობებით.მათ ოდესმე მაინც შევხვდებით, არ ვიცით როდის და როგორ, მაგრამ შევხდებით სადმეცხოვრების გზაზე...