სწრაფი მოდის გავლენა გარემოზე

4 მაისი 2021

ჩვენს საუკუნეში ტერმინი სწრაფი მოდა ხშირად გექნება გაგებული, მაგრამ ის თუ იცი, როგორ გავლენას ახდენს სწრაფი მოდის ინდუსტრია ჩვენს პლანეტაზე? სწრაფი მოდა წარმოუდგენელი სისწრაფით წარმოებული ნაკლებად ხარისხიანი, იაფასიანი ტანსაცმელია. შეიძლება რთული წარმოსადგენია, მაგრამ ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრიამაც შეძლება არყოფითი გავლენა იქონიოს გარემოზე. სწრაფი მოდის ინდუსტრია ყოველ წლიურად 2 მილიონამდე ტონა  სათბურ გაზს გამოყოფს. ეს მაჩვენებელი კი საერთაშორისო გადაზიდვებისა და საავიაციო ინდუსტრიისგან გამოყოფილ გაზების რაოდენობასაც კი უსწრებს. ყოველივე ეს კი ტემპერატურას ზრდის და კლიმატის ცვლილებებს იწვევს. მაშინ, როდესაც მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში სასმელი წყლის მოპოვება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირული, სწრაფი მოდის ინდუსტრია, 1 ბამბის მაისურის წარმოებისთვის 3000 ლიტრ წყალს ხარჯავს და მსოფლიოში გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით მეორე ადგილს იკავებს.

რა შეგიძლია გააკეთო სწრაფი მოდის წინააღმდეგ?

1. უარი თქვი მაღალი ზემოქმედების მასალის შეძენაზე.
სწრაფი მოდის ინდუსტრიაში ბამბა და პოლისტერი დომინირებს, რომელთაც გარემოზე მაღალი ზემოქმედება აქვთ. ბამბის წარმოება ეყრდნობა სასუქებსა და პესტიციდებს, რომლებსაც აზოტის წარმოქმნა შეუძლიათ. პოლისტერი კი წარმოქმნის მიკროპლასტიკებს. მისი რეცხვის შედეგად კი ოკეანეები ბინძურდება.

2. შეიძინე ნაკლები ტანსაცმელი
გაიხსენე რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გარკვეული ტანსაცმელი მხოლოდ რამდენჯერმე ჩაგიცვამს? უმჯობესი იქნება თუ ძველ ტანსაცმელს გააახლებ და უფრო დიდხანს შეინარჩუნებ მას.


3. შეიძინე მეორადი ვინტაჟური ტანსაცმელი.
მეორადი ტანსაცმლის შეძენით შეგიძლია შეამცირო პირადად შენი გარდერობისგან გამოწვეული უარყოფითი გავლენა გარემოზე. ამასთანავე, შეგიძლია შეიქმნა უნიკალური სტილი და ფულიც დაზოგო.

4. ეცადე არ გადაყარო ტანსაცმელი.

კარგი იქნება თუ შენი ძველი ზედა ან შარვალი, არა ნაგავსაყრელზე, არამედ რომელიმე შენი მეგობრის გარდერობში აღმოჩნდება.

5. მოიძიე მდგრადი წარმოების ბიზნესები
ეცადე მხარი დაუჭირო გარემოსთვის შედარებით ეკო-მეგობრულ ბრენდებს და მათგან შეიძინო ტანსაცმელი. 

 

სწრაფი მოდის ინდუსტრიის მიერ წარმოებული ტანსაცმლის შეძენა უფრო და უფრო გვაშორებს იმ ფართომაშტაბიან ცვლილებებს, რომელიც ამ ინდუსტრიაში აუცილებლად უნდა განხორციელდეს. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ცვლილებებამდე მისასვლელად, თითოელი ჩვენგანის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯია საჭირო.