
ხანდახან ოფისები გვიჭერს ადამიანებს - რაც არ უნდა დიდი სივრცე გვქონდეს და მუშაობისას ფეხებსაც კარგად ვშლიდეთ, ერთი და იმავე კედლების ყურება მოსაბეზრებელი ხდება. ჰოდა, რაღაც რო გბეზრდება, შენ შეიძლება ხელ-ფეხს კი შლიდე, მაგრამ პროდუქტიულობა რამდენად გაჯგიმული დაგიდგება გვერდით, მაგას დარწმუნებით ვერ მოგახსენებ. ამიტომ, ოფისი რომ მოგიჭერს და გონებას განიავება დასჭირდება, ადექი, ლეპტოპი და სატენი ამოიიღლიავე, თუ განშორება გაგიჭირდება შენი მაგიდის მცენარეც მიაყოლე და სამუშაო სივრცეებს მიაკითხე. ჰო, რაც მთავარია, თასქებიც არ უნდა დაგავიწყდეს.
სამუშაო სივრცეები, სადაც უნდა იმუშაო სანამ ცოცხალი ხარ
Terminal • ტერმინალი
ტერმინალს თბილისის ყველა უბნიდან მიუდგები, მთავარია მუშაობა გინდოდეს. ტერმინალის სამუშაო სივრცეები დაგხვდება ხორავას 3 ნომერში, აბაშიძის 36-ში, სახელმწიფო უნივერსიტეტის 24-ში და აღმაშენებლის 73 ნომერში. თითქმის ყველგაააან.
სამუშაო გარემო კომფორტული და მუშაობისთვის ზეგამოჭრილია. უსწრაფესი WIFI, დენცქვიტები, პერსონალური ლოქერები და ყველაფერი რაც მუშაობაში გჭირდება ადგილზეა და შენ გელოდება. ბრეიქზე ყავასაც დალევ და ძალების აღსადგენად სნექებსაც გაკრავ კბილს.
ერთი სრული დღით ტერმინალში მუშაობა 40 ლარი დაგიჯდება, ვიქენდზე კი 50.
Impact Hub Tbilisi
ტადააააამ, მეორე სამუშაო სივრცე, რომელიც უნდა წარგიდგინო Impact Hubt Tbilisi-ა, რომელიც ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში მდებარეობს. ინტერიერი მშვენიერი - მოტივაციას რომ აგიმაღლებს და ყველა თასქს ერთ დღეში გაგაკეთებინებს აი, ისეთი. ოთახის მცენარეებიც კი არ დავიწყებიათ. თან ყავითა და ჩაითაც უფასოდ გაგიმასპინძლდებიან. შენ კი მხოლოდ 40 ლარის გაღება მოგიწევს. დაჯექი, იმუშავე და წრუპე ყავა. სნექები შეგიძლია საგზლად გაიყოლო.
TBC Concept - თიბისი კონცეპტი
TBC Concept მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარეობს. თუ TBC Concept ბარათის მომხარებელი ხარ ორი ხუთ საათიანი ვიზიტი უფასოა, ასევე შეხვედრების ოთახის ორჯერ ორი საათით დაჯავშნაც უფასოდ გერგება. მაგრამ თუ Concept ბარათი არ გაქვს არც ეგ არის პრობლემა. 5 საათი მუშაობა 40 ლარი დაგიჯდება. რა თქმა უნდა, ფასები გასნხვავებულია შეხვედრების ოთახის დაჯავშნის შემთხვევაში.
რაც მთავარია WIFI არ გაგიჭედავს, კომფორტულად მოჯდები და თუ მოგინდება Work with me რილსებსც მოცხებ.
KD4US
მეოთხე თასქი შეგიძლია მერაბ ალექსიძის 14 ნომერში მოაყომარო. KD4US-ში 24 საათის განმავლობაში 35 ლარად გაანიავებ გონებას. მუშაობისთვის საჭირო ყველანაირი ყველაფერი რომ აქვთ, მაგის განმარტვით თავს აღარ შეგაწყენ და პირდაპირ იმას მოგახლი, რომ კაფეც მოეპოვებათ თასქებისგან გადაღლილი და მშიერი ადამიანებისთვის.
სივრცე გადასარევი, ოთახის მცენარეები არც აქ არ დაავიწყდათ ;)
ჯერ ეს ოთხი სივრცე მოიარე და სხვებსაც მოგაწევ. თუ უფრო კონრეტული დეტალები გაინტერესებს პროექტორი, შმროექტორი, პრინტერი შმრინტერი აგერ, Coworker.ge-ზე რომლებიც მოიძებნა ყველა ჩამოგიწიკწიკე. შენ უბრალოდ დააკლიკე და ოდნავ ქვემოთ ჩასქროლე - უფრო დაწვრილებით რომ გაიგო რა დაგხვდება თითოეულ სივრცეში.
ტერმინალი ხორავაზე
ტერმინალი აბაშიძეზე
ტერმინალი სახ. უნის ქუჩაზე
ტერმინალი აღმაშენებელზე
Impact Hub Tbilisi
KD4US
ისე, თუ მაგალითად ბერლინიდან მუშაობა მოგინდება მაგ საიტზე ბერლინს დასერჩავ და თვალის დახამხამებაში ამოგიყრის ბერლინში არსებულ სამუშაო სივრცეებს.
