WTF

სამუდამოდ მწვანეები

1 დეკემბერი 2021

ალბათ სულ რამდენიმე წელში რომ იკითხავენ ქართველები რომლებიო? Google-ში  ძველი თბილისის და ხაჭაპურის ფოტოებს კი არ ამოქექავენ, ნაჩქარევად გახდილი, უკუღმა ამოტრიალებული ჰუდივით  მიგდებული დემოკრატიის ფოტოებს დაძებნიან და ჩვენს აღსაწერად ყველაფერ უკუღმართულს მოიშველიებენ.

ეგენი, რომლები მეზღაპრე პრემიერი რომ ჰყავთ და ზედმეტად ამბიციური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თუ ეგენი რომლები ევროპაში კაცს რომ უშვებენ რეფორმების ჩამოსატანად და ერთის მაგივრად ორი მწანე პასპოსტი რომ მოინდომესო?

გაგვიმართლა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჩემო ძმაო.

თან მარტო ეკონომიკის მინისტრი კი არ გვყავს ამბიციური, მთელი მთავრობა კომიკურად ამბიციურ უქნარათა კონდიციაში გაყინულა.
მაგრამ რა გინდა? სამუდამოდ გამწვანების უფლება კი გვიბოძეს და მოგვიგეს, არცა მაცრა არ ვიცით და არც ის გვაინტერესებს სრულად ვაქცინირებულთა რიცხვით სამხრეთ აფრიკას რომ ვუტოლდებით, კოვიდი თუ გადატანილი გაქვს დაუაიი უბერე, არ გავარტყით პანდემიასო?


ჰოდა, ასე და ამგვარად დღეს, პირველ დეკემბერს საქართველოში “მწვანე პარპოსტი” ამოქმედა და საგულაოდ თუ მიდიხარ ან ადამ დრაივერის გუჩის როლში ნახვა გწადია, ვერსად შეყნოსავ უმაგისოდ.

როგორც ტიკამ აღნიშნა ქართველები განსაკუთრებულები ვართ და ერთი მწვანე პასპორტი არ გვეყოგფაო, ამიტომ სახელმწიფომ ამ საახალწლოდ სურპრიზი გაგვიკეთა და ორი მწვნე პასპოსტი დაგვიადა. “მწვანე პასპორტი”- უცხოეთებისთვის და “უვადო პასპორტი”- საქართველოში საბლატაოდ.


რა უნდა ქნა "მარადიული მწვანე პასპორტის" მოპოვებისთვის?

კოვიდი აიკიდო, გადაიტანო და სამუდამოდ გამწვანდე, ოღონდ მოგზაურობაზე და საზღვრის კვეთაზე არც იოცნებო. ქართული მარადიული მწვანე პასპორტით ევროპებს ვერ მოინახულებ ;) 
აქვე, ისიც იცოდე , რომ არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ კოვიდი სამუდამო იმუნიტეტს მოგანიჭებს. თან 29 დეკემბერს ადვოკატებმა სარჩელი შეიტანეს მარადიული  “მწვანე პასპორტის” წინააღმდეგ და მთელი ერი გაფაციცებით ველოდებით მოვლენების განვითარებას ;)


მოკლედ, სახელმწიფომ უვადო “მწვანე პასპორტები”  ააშრიალა და ორჯერ აცრილ-დაჩიპული ხალხსა და  აუცრელ კოვიდგადატანილ ადამიანებს შორის სხვაობა რატომღაც ვერ დაინახა.
არ ვიცი, შეიძლება ბიოლოგიაში მოიკოჭლებდნენ.