სად ვიცეკვო თბილისში?

29 ივლისი 2022

ბავშვობაში სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი. მერე მამაჩემმა ქართულებზე შევიყვანოთ ბავშვიო და ჩემი სამბა აჭარულმა ჩაანაცვლა. მოკლედ რომ გითხრა ცეკვა ბავშვობიდან მიყვარს. მართალია ქართული ცეკვები და ქორწილებში ხელის გაშლა არ გამიგრძელებია, მაგრამ ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ჰოდა, ახლა თუ თბილისში ხარ და არ იცი სად წაიცეკვო, მე გეტყვი.


დედაენის ბარი

თუ ჰიპ-ჰოპის მოყვარული ხარ, დედაენაში კვირა საღამო მხოლოდ ჰიპ-ჰოპ ბითებს ეძღვნება. თან Hip-Hop Sunday-ზე დასწრება (+18) უფასოა, მაგრამ თუ მარტო ჰიპ-ჰოპი არ აკმაყოფილებს შენს მოძრაობებს ყოველ დღე ორშაბათის გარდა შეგიძლია ნაირ-ნაირი DJ-ების მუსიკაზე იცეკვებ. მსგავსს ივენთებზე დასწრება (+21)  10-15 ლარი დაუჯდება შენს ჯიბეს. კიი, ძააააააან იაფია.

მისამართი: დედაენის ბაღი


LOVE BAR

თუ დახურული სივრცეები არ ჰყოფნის და რამე უფროოო დიდი გინდა ხელის გასაშლელად, LOVE BAR-ისკენ უნდა აიღო გეზი. ცეკვასთან ერთად ინსტაგრამისთვის ერთ-ორ ფოტოსაც შეიძლება გამოკრა ხელი. ორშაბათის და სამშაბათის გარდა ყოველ დღე შეგიძლია სრულიააად უფასოდ (+18) იგუგუნო.

მისამართი : ნიკოლოზ ბარათაშვილის 182


Socium Bar

თუ გინდა რომ მხოლოდ საკუთარ დაკრულზე იცეკვო და ის დაუკრა, რაც მოგეპრიანება ერთ JukeBox-იან ადგილს შემოგთავაზებ. Socium Bar-ში შესვლა უფასოა, შენ მხოლოდ ლარიანები უნდა გქონდეს JukeBox-ისთვის და ეგაა, უბერე ბრიტნი სპირსებზე.

მისამართი : პაოლო იაშვილის 20


Caliente SDF

თუ ელექტრონული მუსიკაც და ბრიტნი სპირსიც მაგრად გახატია, შეგიძლია ლათინო-ამერიკულ ცეკვებს Caliente-ში დაეუფლო. Caliente-ში შეგიძლია ისწავლო სალსა, ბაჩატა და კიზომბა. Სტუდენტებისთვის 8 გაკვეთილი ორშაბათს და პრასკევს 6 საათზე ნახევარი ფასი 35 ლარია. დანარჩენებისთვის კი 8 გაკვეთილის ღირებულება 70 ლარს შეადგენს.

გაკვეთილების პარალელურად შეგიძლია სალსას საღამოებს და სხვადასხვა ივენთებს სულ რაღაც 10 ლარად დაესწრო.

 

მისამართი : აღმაშენებლის 61/59

ტანგოს აკადემია
 

დააა თუ საერთოდ ტანგოს ცეკვა გირჩევნია ყველაფერს და პირდაპირ გოჩა ჩერტკოევობას უმიზნებ, ტანგოს აკადემიას მიგასწავლი. მთლიანი 8 გაკვეთილიანი კურსის ღორებულება 200 ლარია. სრული აბონიმენტის ყიდვის შემთხვევაში შეგიძლია მილონგებს (ტანგოს საღამოებს) უფასოდ დაესწრო. თუ ერთჯერადად ბოდიალი გწადია 35 ლარი გაამზადე და ეგაა, ტანგოს ილეთები შენია.

მისამართი : გიორგი ლეონიძის 11 ა

მოკლედ, არჩვენი დიდია. აბა, შენ იცი!