
თუ ამ ბლოგს ხორცის მოყვარული კითხულობ გამარჯობა და ბოდიში, მაგრამ თბილისის ვეგანურ-ვეგეტარიანული კაფეები უნდა ჩამოვაწიკწიკო, სადაც ფასებიან, მომსახურებიან გარემოიანა ყველაფერი გადასარევია.
ისე, მაინც გირჩევ დარჩე, ისეთ გემრიელობებს ჩამოვწერ ხორცთაყვანისმცელებსაც კი მოგადგებათ ნერწყვი.
ნამუს მთავარი იდეა ჯანსაღი ცხოვრებისა და მცენარეული კვების პოპულარიზაციაა. ნამუში სულო და გულოოო რაც მოგინდება ყველაფერს იპოვი. მე როგორც დესერტების მოყვარულს არ მეგულება ვეგანური კაფე, რომელსაც დესერტების ამხეეეელა არჩევანი აქვს. მაგრამ სანამ დესერტამდე მიხვალ გოგრის მჭადიდან დაწყებული ჭარხლის ჰუმუსიდან დამთავრებული, რასაც გინდა ხელი დაადე, კიდევ ერხთელ გააქარწყლებ იმ სტერეოტიპს ვეგანური საჭმელი უგემურიაო) + კომბუჩაც არ დაივიწყო.
ჰო, ნამუს თავისი ვებიც აქვს, სადაც რეცეპტებთან ერთად საერთოდ ყვეეელააა პროდუქტს ჩასქროლავ.
ფასები ნორმ. არც ძალიან ძვირი, არც ძალიან იაფი. მისამართი: აბაშიძის 24
ჯეკუნაში ჩვენთვის ცოტა უცხო ჯეკფრუტის სენდვიჩს შეგიძლია სულ ნაირ-ნაირი კოქტეილები დააყოლო და პატარა ხინკალსონებიც დააგემოვნო. მე როგორც სოკოზე შეყვარებული ადამიანი, დასაგემოვნებელი კერძების სიაში პირველ ადგილს სოკოს ბურგერს მივანიჭებდიი.
ჰო, კიდე ნაბახუსევზე მარტო ხაში კიარ იჭმევა :) ჯეკუნას ჰილერ სუპიც საკაიფოდ გამოგიყვანს. მოკლედ ლეო ქიაჩელის 12-ს უეჭ უნდა მიაკითხო.
ჩემი აზრით მაჩაბლის 6-შიც უეჭ მისასვლელი ხარ და კივი კაფეს მენიუც ჩასათვალიერებელ-დასაგემოვნებელი გაქვს. კივიში ჩემი ფავორიტი ტოფუს შაურმა და სენდვიჩია, რომელიც ძალიან მალე მომიცუნცულეს, მაგრამ სხვა ბერვი გემრიელობაც მოეპოვებათ. თან უკვე ამ გახურებულ ზაფხულში ხილის სმუზები და სეზონური ხილის პოპსებითაც შეგიძლია გაიგრილო კუჭი.
ჰო, ფასები ხელმისაწვდომია. მოკლედ დააწექი მაჩაბელსიკენ.
თუ დამშეულს კარგად დანაყრება მოგინდება, Vegan Place Tbilisi-ს Bowl-ებიდან რომელიმე აუცილებლად უნდა გასინჯო და ბანანისა და კაკაოს სმუზიც დააყოლო. გარდა მაგისა ხრაშუნა ნაგეთსებს და კარტოფილის ფრისაც შემოგთავაზებენ და თუ მოგინდება ლუდსაც დაგაყოლებინებენ. ფასები ნორმ. მისამართი: ერეკლე ტატიშვილის 8
