სად გავატაროთ ახალი წელი?

20 დეკემბერი 2022

ახალი წელი და მისი თანდმევი უკვდავრი კითხვა “ახალ წელს სად ხვდები?” ახლოვდება და თუ არ გინდა “ჯერ სახლში და მერე ვნახოთ” უპასუხო და ვნახოთზე ააყწო საახალწლო გეგმები,  სწორად დაგიკლიკებია.

თბილისი ვიქენდებზე ივენთებით არასოდეს მოიკოჭლებდა და ახალი წლის შაბათს ჰო წარმოგიდგენია რაები დატრიალდება? ჰოდა, ფეისბუქის ერთი კაი თული გამოვიყენე, შევედი Events-ებში, კალენდარში მოვნიშნე 31 დეკემბერი და თვალების აჭრელებამდე დავსქროლე. მარა ღირდა, კაი კაი რამეები წამოიღო.



Vodkast NY at DEDAENA

პირველ ადგილზე ამა წლის ოკუპანტების მომგერიებელს და ჩემს საყვარელ დედაენის ბარს გავიყვან და გეტყვი რომ ახალი წლის ღამეს დედაენაში არც მეტი არც ნაკლები 3 Dj-ის ZURKIN-ის, VAKHO-ს და JD J- ის მოსმენის შესაძლებლობა გექნება. სახელებში soundcloud-ები გავლინკე და წასვლამდე შეგიძლია სამივეს დაუსტალკო ტრეკები.

 

ბილეთებს უჩინარი თვალის დასტურის შემდგომ კარზე, სულ რაღაც 30 ლარად შეიძენ. ახალი წლისთვის მგონი ძაააან იაფია, არა? 



LOVEBAR - New Year Night

დედამიწას ჰო სიყვარული ატრიალებს და LOVEBAR-ში  ქართველი არტისტი DJ SendNudes  და უნგრელი მუსიკოსი Route 8 ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას დაატრიალებენ. ბილეთებს ამ ბმულზე შეიძენ. პირველი კალათა 30 ღირს, მეორე 50. 



SAZAMTRO - NEW YEAR 2023
 

მზესუმზირამ 31 დეკემბერს ღამის 11 რომ შესრულდება და გუგუნს რომ გახსნილად გამოვაცხადებთ, 25 საათი აღარ მოგასვენებთო. კი, 25 არ მოგჩვენებია. მუსიკალური ჰანგების გამაჟღერებლებს აგერ ამ პოსტერზე იხილავ, კაი ბევრი კი არიან ისე. ჰოდა, ივენთზე დასასწრებად ვერიფიკაცია მზესუმზირას ვებ-გვერდზე უნდა გაიარო. პირველი კალათა  50 ლარი ღირს და იწურებაო. So იჩაქარე!


 

TSMENDA - NYE Series
 

ელექტრონული მუსიკის მოყვარული თუ ხარ შეგიძლია ახალ წელს წმენდას გუგუნს შეუერთდე და სულიც გაიწმინდო. წმენდა ადგილობრივ არტისტებს და გერმანიიდან მოწვეულ სტუმარს Project Stealth-ს ორ სთეიჯს დაუთმობს. ბილეთების შეძენას ონლაინ  ვერიფიკაციის გავლის შემდეგ შეძლებ. ფასები 40-დან 70 ლარამდე მერყეობს, რაც მგონია რომ გადასარევია.



KHIDI - New Year Eve

თუ უფრო კლუბური ახალი წელი გინდა არც ეგ არის პრობლემა. ხიდზე კაი ამბები გელოდება. სადებიუტო ლაივ სეტით Yanamaste, სხვა ადგილობრივი რეზიდენტები, ბრიტანელი არტისტები და კიდე ბევრი კაი ხალხი დაგხვდება. ბილეთები შეგიძლია ხიდის ვებ-გვერდზე შეიძინო. ფასი 60 ლარიდან იწყება და 90-ს უკაკუნებს, თუმცა ამდენი არტისტის ერთ სივრცეში, დილის 12 მდე მოსასმენად და ახალი წლის აღსანიშნად მგონი ნორმ ფასია.



MONOHALL - New Year Party 

თუ ჰაუსები და პოპი იზიდავს შენს ყურებს მაშინ Monohall-ს უნდა მიაკითხო. ახალი წლის ღამეს ქართველი DJ Yamoc გახსნის, ჰაუს მუსიკას პირდაპირ ჩიკაგოდან ჩამობრძანებული Chez Damier გააჟღერებს, პოპს კი Ultra Naté იაფიათქო რომ გითხრა მოგატყუებ. ბილეთების ფასები 90 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს.

 


MONKEY - NEW Year with Cerrone 

მანქიმ ახალი წლის აღნიშვნა Axis Tower-ში გადაწყვიტა და ფრანგული სცნის ორი გამორჩეული არტისტი CerroneChinau და მანქის უცვლელი რეზიდენტი თაზო ცხაკაია შემოიკრიბა. ჰაუსები და დისკო ერთად თუ ძაან შენია, არგასამაზი ამბავია თუმცა, კაი ძვირი სიამოვნება კია. მხოლოდ ბოლო, 180 ლარიანი კალათი დარჩა. ჰოდა, თუ გადაწყვეტ 180 ლარის გასროლას აგერ ბილეთების ბმული.