
თუ აქამდე არ იცოდი გეტყვი რომ ჩვეულებრივი შათერბაგი (ფოტოგრაფიის ავადმყოფურად მოყვარული) გახლავარ და თუ ოდესმე საკუთარ თავში ფოტოების გადაღების დაუოკებელი სურვილი გამოგიჭერია, ეს ბლოგი ჩვენზე ყოფილა და ეგაა.
ფოტოგრაფიის მოყვარულისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა, როცა ერთ ლოკაციაზე უამრავი რადიკალურად განსხვავებული ფოტოს გადაღება შეგიძლია. ჰოდა, თუ კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე ისე ჩაიარე რომ 19 ნომერში ძველი ხის კარი არ შეაღე, ეგ ამბავი To do list-ში პირველ ადგილზე უნდა მიაწერო.
მარჯანიშვილის 19 ნომერში სელფის მუზეუმი დაგხვდება და ფოტოების გადაღების სურვილს გემრიელად მოგაოხებინებს. ეს ამბავი შენს ფოტოგრაფზე, რომელსაც დიდი ალბათობით ძალიან დაღლი, რამდენად გავრცელდება არ ვიცი, მაგრამ სამაგიეროდ კაი კონტენტს არ მოაკლებ ფოლოვერებს.
სელფის მუზეუმში ანტიკური სელფებია შემონახული?
ნწუ, მთლად პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებ ხოლმე რაღაცებს, შენი ჭირიმე.
სელფის მუზეუმი 600 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, ანუ ვერც წარმოიდგენ სადამდე გაშლი ფრთებს. ამ 600 კვადრატულში კი 30 ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სივრცე დაგხვდება. სულო და გულო, რა გინდა რომ არ იყოს? ცუკერბერგი ჩოხაში, ოქროს მონეტების აბაზანა, ფერად ბურთებში გაგორების პერსპექტივა, სარკეებიანი ოთახი შენი ეგოს დასაბუსტად, +18 ოთახი ბორკილებით და ამბებით, ანგელოზის ფრთები, უფერადესი აიწონა-დაიწონა, ტახტრევანი, ვარდისფერი ფლამინგოები და ყველაფერი რასაც წამოიდგენ თუ ვერ წარმოიდგენ.
როდის შემიძლია მიავაკითხო სელფის მუზეუმს ჩასასელფად?
სელფის მუზეუმში ორშაბათის გარდა 12 დან 8 საათამდე შეგიძლია დაუღალავად იღო სელფები და სურათები, მაგრამ არამგონია მთელი მუზეუმის ამოწურვა ერთ დღეში მოასწრო. 30 განსხვავებული სივრცე ხელწამოსაკრავი ამბავი სულ არ არის.
წინასწარ გაიმზადე ლუქები, დასტალკე მუზეუმის ფეისბუქ გვერდი და წინასწარ წარმოდგინე პოზები. ერთი ბილეთიღა გაკლია და ეგაა.
თირკმელის გაყიდვა ჰო არ მომიწევს?
ნწუ, თირკმელი არა, მარა ერთადერთი რაც ამ ამბავს შეიძლება შეეწიროს შენი ფოტოგრაფის ნერვები ან შენი მობილურის ბატარეაა.
სელფის მუზეუმის ბილეთი ზრდასრულებისთვის 20 ლარი ღირს, 3-17 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის 15 ლარი, 3 წლამდე ბავშებისთვის უფასოა. სტუდენტებზე კი 20 % -იანი ფასდაკლება ვრცელდება. მუზეუმის მონახულებამდე მაინც მიიწერე ფეისბუქზე, ემანდ რამდენიმე ლარი არ დაგაკლდეს. რამდენის გადახდა მოგიწევს ეგ შენით გამოიანგარიშე. მათემატიკაში მოვიკოჭლებდი.
სელფის მუზეუმში გარდა ფოტოებისა კიდე რამეს გამოვკრავ ხელს?
კი, თან სულ ცხელ-ცხელი ამბავია.
სუუულ ახლახანს დაამატეს მაღაზია, საიდანაც სელფის მუზეუმივით ლამაზი და ფერადი ჩანთების, მაისურების, გასაღებზე ჩამოსაკონწიალებლების და კიდე ბევრი კაი რამის გაყოლება შეგიძლია თან. შესაძლოა ბედმა გაგიღიმოს და ფასდაკლებასაც გამოკრა ხელი. Who Knows? ;))
ისე, ამდენი კაი რამე ერთად ნამეტიანი არაა? ჰოდა, რაღას უცდი? აგერ ვები, აგერ ინსტა, ააწყვე ლუქები და გაქანდი მარჯანიშვილის 19-ში. წინ ბევრი სიფერადე გელოდება.
