
15 აპრილიც რომ სიყვარულის დღეა, ეს თითქმის არავის ახსოვს ხოლმე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ საკუთარი თავის განებივრება და დასაჩუქრება არასდროს დაგვავიწყდეს. ასე რომ, აუცილებელია იცოდე რომელი თაიგული შეგეფერება შენი ზოდიაქოს მიხედვით, რომელი შეიქმნა პირადად შენთვის და რომელი უნდა აჩუქო საკუთარ თავს სიყვარულის დღეს. ყვავილების მაღაზია „ილინეში“ კი აუცილებლად იპოვი შენთვის შექმნილ თაიგულს.
1. ვერძი – თუ შენი ზოდიაქო ვერძია, ესეიგი მთელი ასტროლოგიური სამყარო შენით იწყება. ვერძები საოცრად ენერგიულები, ქარიზმატულები და ერთი სიტყვით თუ ვიტყვით, ძალიან ცეცხლოვანები არიან. რა შეიძლება მოუხდეს ამ თვისებებს იმაზე მეტად, ვიდრე წითელი ფერი?
ამ ყველაზე სიცოცხლით სავსე ზოდიაქოსთვის თაიგული „ვარდების დომინაცია“ ზედგამოჭრილია.
2. კურო – თუ ზოდიაქოთი კურო ხარ, ალბათ შენთვის უცხო არ არის სტაბილურობის, კომფორტისა და სიმშვიდის სიყვარული და არც ის გაგიკვირდება თუ ვიტყვით, რომ კუროები ყველაზე მეტად გულწრფელობასა და სინამდვილეს აფასებენ. არც იმაშია რამე გასაკვირი, რომ ბუნებრივობასთან ასე ახლოს მყოფი ადამიანებისთვის ყველაზე შესაფერისი ფერი მწვანეა.
სწორედ ამიტომ, კუროებისთვის შესანიშნავი არჩევანია „ილინეს“ „მისტერ გრინი“, რომელიც შეხედვისთანავე სიმშვიდის განცდას მოგგვრის.
3. ტყუპები – ტყუპებს თავისი ხმაურიანობით ყოველთვის ყველგან იცნობ, მაგრამ ამაში ცუდი საერთოდაც არაფერია. პირიქით, ტყუპების ზოდიაქოს წარმომადგენლები მუდამ ამხიარულებენ გარშემომყოფებს, შეუძლიათ მეგობრობა ყველასთან და თუ მის ჰიპერაქტიურობაზე ბევრს არ იწუწუნებ, ის ყოველთვის შეძლებს, რომ დღე გაგილამაზოს. რა უნდა იყოს ასეთი ადამიანის ფერი, თუ არა კაშკაშა, სიცოცხლითა და სინათლით სავსე ყვითელი?
თუ ზოდიაქოთი ტყუპები ხარ, მაშინ შენი თავი „მზის ფანტელებით“ შეგიძლია გაახარო.
4. კირჩხიბი – კირჩხიბების ყველაზე შთამბეჭდავი თვისება საოცარი ინტუიციაა. შეიძლება ითქვას, რომ მათთვის და მათი ინტუიციისთვის სამყარო გამჭვირვალეა, რადგან ყოველთვის ყველაფრის დანახვა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, კირჩხიბს ყველაზე მეტად თეთრი და ვერცხლისფერი შეეფერება. ამ ფერებში კი „ილინეს“ მაღაზიაში „ქრიზანთელების ქარბორბალა“, საოცრად ლამაზი, უცხო და ბუნებირივი თაიგული შეგიძლია იპოვო, რომელსაც საკუთარ თავს მიართმევ.
5. ლომი – თუ ზოდიაქოთი ლომი ხარ, მაშინ ძალიან გაგიმართლა. ამ ზოდიაქოს ადამიანები უბრალოდ ლიდერებად იბადებიან. ამ ლიდერული თვისებებით, დაუშრეტელი მოტივაციით და თავდაჯერებულობით ისინი მუდამ პირველები არიან. თუ ვინმე შეიძლება რომ ოქროს შეადარო, ეს სწორედ ლომის ზოდიაქოა.
მოკლედ, თუ შენი ზოდიაქო ლომია, თაიგულიც ზუსტად ისეთივე განუმეორებელი და თვალისმომჭრელი უნდა შეარჩიო, როგორიც შენ ხარ. „დაგუნა“ კი სწორედ ასეთი თაიგულია.
6. ქალწული – ქალწულები ის იშვიათი ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებაში ახერხებენ იყვნენ ყველაზე კარგი მეგობრები. ისინი მუდამ ზრუნავენ და მხარს უჭერენ მეგობრებს. ამის გამო, ქალწულებთან ყველაზე თბილი ფერები ასოცირდება. ზუსტად ისეთი, როგორიც მათი პიროვნებაა.
„ილინეში“ შემოდგომის თბილი ფერებით სავსე თაიგულებსაც აუცილებლად გადააწყდებით. ერთ–ერთი ასეთი კი თაიგული „ლენორაა“.
7. სასწორი – სასწორის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სამართლიანობის, ზომიერების განცდით. მათ ყველასთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სოციალურები არიან, თუმცა ამავდროულად საშინლად პერფექციონისტებიც. ასერომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათ პიროვნებას ყველაზე კარგად ვარდისფერი, იდეალურობასთან და მშვენიერებასთან ყველაზე ახლოს მდგომი ფერი აღწერს. „შოპენის ნოქტიურნი“ ზუსტად ის თაიგულია, რომელიც ამ „ვარდისფერი სულის“ ადამიანებს სჭირდებათ.
8. მორიელი – ხშირად ამბობენ, რომ მორიელები შხამიანი თვისებებით არიან სავსე, მაგრამ ცოტამ თუ იცის როგორია, როცა მორიელს უყვარხარ. ასეთ დროს, მორიელს შეუძლია იყოს ყველაზე ერთგული და ყველაზე ვნებიანი. სწორედ ამ ორნაირი ბუნების გამო, მორიელის შინაგან სამყაროს ყველაზე კარგად შავი და თეთრი ფერები გამოხატავს. თუ მორიელი ხარ და გადაწყვიტე, რომ დროა შენი თავი შეიყვარო ისევე ძლიერად, როგორც სხვები გიყვარს და საკუთარი თავის განებივრებას აპირებ, მაშინ თაიგული „ბიგ მამა“ საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შენს თავს შეგიძლია აჩუქო.
9. მშვილდოსანი – მშვილდოსნები იდეალურ ადამიანთან ყველაზე ახლოს დგანან. რთულად თუ იპოვით ისეთ ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც იმდენი საოცარი და მომხიბვლელი თვისება აქვს, რამდენიც მშვილდოსნებს. ისინი ყოველთვის აბალანსებენ საკუთარ თავში ყველაზე პოლუსურ თვისებებსაც კი. სწორედ ამიტომ, ვარსიფერისა და ცისფერის ნაზავი, სადა იასამნისფერი, ზუსტად გამოხატავს მშვილდოსანის ყველა ღირსებას. თუ გინდა, რომ შენთვითონ დატკბე იმ ფერის სილამაზით, რომლადაც ადამიანები გხედავენ, მაშინ თაიგული „ეროსი“ ყველაზე კარგი ვარიანტია.
10. თხის რქა – თუ შენი ზოდიაქო თხის რქაა, მაშინ ალბათ კარგად იცი რას ნიშნავს იყო სევდიანი. შენი პესიმისტობა და ემოციურობა ალბათ ხშირად ნერვებსაც გიშლის, მაგრამ შენი მელანქოლიურობა შენს პერსონაჟს განსაკუთრებულ ხიბლს ძენს ისევე, როგორც ნაცრისფერი, თითქოს სევდიანი და მოსაწყენი ფერი სძენს განსაკუთრებულ სილამაზეს თაიგულებს. „პოლიჰიმნია“ ზუსტად ასეთი, ერთი შეხედვით სევდიანი, მაგრამ საოცრად ლამაზი თაიგულია.
11. მერწყული – მეწყულები ყველაზე მეამბოხე სულის პატრონები არიან. სწორედ ამიტომაა, რომ ისინი განსაკუთრებით გამოირჩევიან ექსტრავაგანტული ჩაცმულობით, უჩვეულო ინტერესებით, თავისუფალი სულითა და რაც მთავარია, წესების დარღვევით. მერწყულებს მარტივად სწყინდებათ ყველაფერი და ბეზრდებათ ერთფეროვნება, ამიტომ, შეუძლებელია მათთვის ერთ ფერში გაწყობილი თაიგულის შერჩევა. სწორედ მერწყულებისთვისაა შექმნილი „მარგარეტ I“, თაიგული, რომელიც არასდროს მოგაბეზრებს თავს.
12. თევზები – ყველაზე თავისუფალი, ბუნებრივი და ლაღი ზოდიაქოს ნიშანი სწორედ თევზებია. ისინი თითქმის არაფრით იწუხებენ თავს და არც სხვას აწუხებენ. სწორედ ასეთივე სილაღეს აფრქვევს თაიგული „გაზაფხულის გაელვება“, რომელიც იდეალურია თევზებისთვის. ბოლოს და ბოლოს, გაზაფხულის სეზონს ხომ სწორედ თევზები ხსნიან.
მოკლედ, რაც უფრო სწრაფად გადაწყვეტ, რომ საკუთარი თავი გააბედნირო და ძლივს მოსული გაზაფხული სულ თან ატარო, მით უფრო მალე გახდება შენი „ილინეს“ ეს ულამაზესი თაიგულები. თანაც, არ დაგავიწყდეს, პერსონალურად შენთვის შექმნილი.
