როგორია განწყობები ვაქცინის მიმართ?

26 აპრილი 2021

მართალია, კოვიდ-19-ითა და ოთხ კედელში გამოკეტვით გადაღლილები დიდ ხანს შევღაღადებდით რაიმე გამოსავალის პოვნას ხან ღმერთს, ხან ხელისუფლებას, ხანაც მეცნიერებას, თუმცა ვაქცინის გამოჩენისთანავე საზოგადოება ორად, უფრო სწორად, სამად გაიყო და დიდად ვერც მაჯააკაპიწებულმა ევროპელებმა გააჩინა ჩვენში ვაქცინაციის სურვილი. 

ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ ForSet-მა, რომელიც მონაცემების, დიზაინის და ტექნოლოგიის გამოყენებით სოციალური თემების ეფექტიან კომუნიკაციაზე მუშაობს, კვლევაც კი ჩაატარა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე თანხმობას ყველაზე მეტი ადამიანი ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ჩინეთში აცხადებენ, ყველაზე ნაკლები კი - რუსეთში.

 


მგონი სულ მარტივი მისახვედრია საიდან მოდის გამოტებულთა და გამოროტებულთა დიდი რისხვა და ვის აწყობს ქვეყნისა თუ ამ ქვეყნის მოქალაქეების გონების ყველა კუნჭულში იმის ჩანერგვა, რომ ვაქინა საშიში ან ეშმაკისეულია, თანაც დაჩიპვის ყველაზე ეფექტურ საშუალებადაც გამოდგება. ოღონდ არ გეგონოთ, რომ კრემლი დეზინფორმაციის სამიზნე აუდიტორია მხოლოდ ჩვენ ვართ. არა, ფეიქ ნიუსების სრული კასკადი რუსეთს მთელი მსოფლიოსათვის აქვს მომზადებული და თაროზე შემოდებული.


სხვათაშორის, ზემოხსენებულ კვლევაში ისიც კარგად გამოირკვა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინის მიმართ განწყობებით საქართველო ყველაზე ახლოს რუსეთთან დგას. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მომხრეებს აჭარბებს და 53%-ს უკაკუნებს.
ვაქცინაციაზე უარის თქმის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მის მიმართ უნდობლობაა მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა მაჩვენებელი 94%-ით დაეცა ისრაელში, Pfizer-ით აცრილ 600,000 ადამიანში.


Ხოდა დასკვნა სულ მარტივია ! ვაქცინაციაზე ინფორმაციის მთავარი წყარო ტელევიზია, შემდეგ კი ინტერნეტ სივრცეა. Ამ უკაკასნკელში ინფორმაციის მოძიება და ამ მოძიებული ინფორმაციის გადამოწმება სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს. Ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ როდესაც ვინმე მანანა თავისი ყალბი “ფეისბუქით” ოთხ შვილს დაიფიცებს, რომ თავად გაიგო, როგორ ამცირებს დასავლეთი მოსახლეობის რაოდენობას ვაქცინაციის საშუალებით, უბრალოდ დაფიქრდი და გადაამოწმე.