როგორია არჩევნების შედეგები?

4 ოქტომბერი 2021

 

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები რომ იყო არ გამოგეპარებოდა, მაგრამ თუ ჩემსავით 24 საათის განმავლობაში სიახლეები არ გისქროლია და არც შედეგებით ხარ ინფორმირებული ეს სტატია შენთვისაა.

 

დავიწყებ იმით, რომ არც ერთ თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) მერობის კანდიდატი არ გამოვლენინა. იცოდი? კანდიდატი მაშინ ითვლება გამარჯვებულად თუ ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო, რადგან 50%-ს ვერცერთმა გადააბიჯა, მეორე ტურისთვის უნდა დაირაზმო და მოქალქეობრივი პასუხისმგებლობითა და მოთმინეთი აღვსილმა,  30 ოქტომბრის შემდეგ შემოხაზვისთვის უნდა მოემზადო.

 

თვითმმართველ ქალაქებში, მეორე ტურში ერთმანეთს «ნაციონალური მოძრაობისა» და «ქართული ოცნების» კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

 

კანდიდატის მოლოდინშია 15 თვითმმართველი თემი: თიანეთი, ქარელი, თელავი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, ხობი, მარტივილი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური.

 

14 თვითმმართველ ქალაქში, მეორე ტურში ერთმანეთს «ნაციონალური მოძრაობისა» და «ქართული ოცნების» კანდიდატები დაუპირისპირდებიან. გამონაკლისია თიანეთი, სადაც თამაზ მეჭიაური  ქართული ოცნების კანდიდატს დაუპირისპირდება.

 

რაც შეეხება, თბილისის საკრებულოს არჩევნებს, 10 მაჟორიტარული ოლქიდან 9 ოლქში, 40%-იანი ბარიერი «ქართული ოცნების» კანდიდატმა გადალახეს.  Გამონაკლისია საბურთალოს ოლქი, სადაც მეორე ტურში ერთმანეთს «გირჩი მეტი თავისუფლების» კანდიდატი ბორის ყურუა «ქართული ოცნების» კანდიდატს ავთანდილ ცინცაძეს დაუპირისპირდება.

 

თბილისის საკრებულოში, ის  6 პარტია იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც 2,5%-იანი ბარიერი გადალახეს.

 

«ქართული ოცნება» (43%) — 19 მანდატი

«ნაციონალური მოძრაობა» (27.97%) —  13 მანდატი

«საქართველოსთვის» (8.85%) — 4 მანდატი

«ლელო» (3.63%) — 2 მანდატი

«გირჩი - მეტი თავისუფლება» (3.3%) — 1 მანდატი

«ხალხისთვის» (2.57%) — 1 მანდატი

 


მოკლედ, ასეთი ამბებია ;)

 

ჰოდა, 30 ოქტომბერს მეორე ტურია. 

 

აბა, შენ იცი! არ დაგეზაროს!