
ანორგაზმიის მკურნალობა ინდივიდუალური პროცესია და მიზეზის დადგენა აუცილებელია. თუ სექსის დროს ორგაზმს ვერასდროს აღწევ, არ შეშინდე, რაღაცებს გირჩევ, რაც შესაძლოა დაგეხმაროს.
გამოიკვლიე გამომწვევი მიზეზები ექიმთან ერთად
მკურნალობის პირველ ეტაპზე აუცილებელია დიაგნოსტიკა: პაციენტის სექსუალური გამოცდილების, ავადმყოფობის, ქირურგიული ჩარევის, ცხოვრების წესისა და პარტნიორთან ურთიერთობის შესახებ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მედიკამენტური მკურნალობა, ესტროგენული თერაპიის ჩატარება (აბის, პაჩის ან გელის საშუალებით) ან ისეთი მდგომარეობის მკურნალობა, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა.
მკურნალობის მეთოდები შეიძლება იყოს : ფსიქოთერაპიული სეანსები, სექსოლოგთან ვიზიტი, ქირურგიული ჩარევა (იმ შემთხვევაში თუ სასქესო ორგანოზე ნაწიბურები), ფსიქოლოგთან და სექსოლოგთან პარალელური კონსულტაცია.
როგორი დამოკიდებულება გაქვს სექსთან?
შეიძლება ისეთ კულტურაში გაიზარდე, სადაც სექსი სირცხვილად ითვლება და ამის გამო, გაწუხებს დანაშაულის გრძნობა ან განიცდი სტრესს სექსის დროს. შესაძლოა, წარსულში გქონია არასასურველი სექსუალური გამოცდილებები ან მიიღე ტრავმა და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს შენს ახლანდელ დამოკიდებულებაზე. არც ისაა გამორიცხული, რომ უბრალოდ სექსი გხდის ნერვიულს, დაძაბულს ან სტრესში გაგდებს რაიმე მიზეზით.
სექსის მიმართ ასეთი უარყოფითი განცდები კი ნამდვილად აისახება იმ სიამოვნებაზე, რომელიც აქტის დროს უნდა მიიღო. ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგთან, ან ფსიქო-სექსოლოგთან ვიზიტი ზედგამოჭრილი იქნებოდა.
როგორი დამოკიდებულება გაქვს შენს სხეულთან?
შენი დამოკიდებულება საკუთარ სხეულთან გავლენას ახდენს შენს სექსუალურ ცხოვრებაზე. კვლევებმა დაადასტურეს კავშირი სხეულის აღქმასა და სექსუალურ სიამოვნებას შორის. მაგალითად მამაკაცის არასრულფასოვნების განცდამ, თუნდაც პენისის ან სხეულის ზომის გამო, შეიძლება ხელი შეუშალოს მას სიამოვნების მიღებაში. თუ შენც ბევრს შფოთავ შენს სხეულზე, შეიძლება სწორედ ესაა ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზი, რომელზეც უნდა იმუშაო.
როგორი დამოკიდებულება გაქვს შენს პარტნიორთან?
ზოგჯერ შეიძლება გაგიჭირდეს ორგაზმამდე მისვლა ან სექსით სიამოვნება, თუ პარტნიორთან თავს სავსებით კომფორტულად ვერ გრძნობ ან პრობლემები გაქვთ ურთიერთობაში. იგულისხმება ისეთი პრობლემებიც, რომლებიც საერთოდ არაა სექსთან დაკავშირებული (ჩხუბი საშინაო საქმეების გამო, ერთმანეთისთვის მოუცლელობა და ა.შ)
დაუთმე დრო იმაზე ფიქრს, არის თუ არა რაიმე დაძაბულობა შენს ურთიერთობაში, რომელიც არ მოგვარებულა. ეცადე პრობლემა პარტნიორთან ერთად მოაგვარო.
გამოიყენე სექს სათამაშოები
დრო დაუთმე შენი სხეულისა და ეროტიკული მეს გაცნობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს არასდროს ან დიდი ხნის განმავლობაში არ გიცდია. სცადე მასტურბაციის სხვადასხვა სახეობის ტექნიკები (ეს სტატიაც არ გაწყენდა ;) - "რჩევები მასტურბაციაზე" ), ახალი სექს-სათამაშოები და უყურე სხვადასხვა ტიპის პორნოს. მოკლედ ახალი გამოცდილებებისკენ გაუძეხი საკუთარ თავს.
ჩართე შენი პარტნიორიც
ჩართე შენი პარტნიორი ამ პროცესში. ზოგჯერ უბრალოდ დამატებითმა კომუნიკაციამ და შენი პარტნიორის ყურადღებამ შეიძლება შეგიქმნას ის ინტიმურობა, რომელიც გჭირდება ორგაზმის მიღწევისთვის.
თუ აქ ჩამოთვლილი თიფები არ გამოგადგა, ყურებს ნუ ჩამოუშვებ. უბრალოდ კარგი სექსოლოგი დაგჭირდება და ეგაა! პარტნიორთან გულახდილი კომუნიკაციითა და სწორი მკურნალობით ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს.
