როგორ ვითამაშოთ კოვიდ ჭადრაკი

17 ივლისი 2021





Მეფე

მეფის სასახლე მისი მშობლების სახლია. აქ მას შეუძლია როგორც ჰორიზონტალურ პოზაში კოტრიალი, ისე ვერტიკალურად გადაადგილება და თუ ძალიან მოინდომებს, მაცივრის მიმართულებითაც წავა დიაგონალზე. თითო პარტიის განმავლობაში ერთხელ მეფეს შეუძლია განსაკუთრებული სვლის გაკეთება და თავის მეჩთან ერთად “ტინდერ დეითზე” წასვლა.

 





Ლაზიერი

 

ლაზიერმა ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა ახლახანს დაირჭო და ახლა ჰგონია, რომ შეუძლია ბათუმისკენ აიღოს გეზი ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან დიაგონალური მიმართულებით.

 





Ეტლი

 

თუ ეტლი განსაკუთრებით მარტოსულად არ გრძნობს თავს, ის ჰორიზონტალურად მოძრაობს აფთიაქისა და სურსათის მაღაზიის მიმართულებით. მარტოსულობის განცდის შემთხვევაში კი ის უკუსვლით იწყებს მოძრაობას და მისი ყოფილის ბინისკენ მიემართება.





 



Პაიკი
 

პაიკი პირდაპირ შეყვარებულის სახლისკენ მიემართება იმ შემთხვევაში, თუ ის სხვა ბინაზიარებს არ აქვთ ოკუპირებული. როდესაც სახლი დაკავებულია პაიკი შინ რჩება. ცოტახანი უკმაყოფილო სახე აქვს, მერე კი დიაგონალურად გადადის ონლაინ შოპინგზე. 

პაიკი სახლში არასოდეს სადილობს და თუ მოწინააღმდეგის ფიგურას გამოიჭერს ამ მდგომარეობაში, მის კრიტიკას ინსტაგრამ სთორის მიუძღვნის.








Მხედარი

 

მხედარი ერთადერთი ფიგურაა, რომელიც სხვა ფიგურებს მარტივად ახტება. აი მაგალითად ახლახანს მან ეს უპირატესობა ვაქცინის რიგში წინ გადასახტომად გამოიყენა.


 



Კუ
 

კუს მოძრაობის არეალი ნებისმიერი დიაგონალია, მაგრამ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ასეთივე კლასტერი მას სახლში დარჩენისკენ უბიძგებს. 



ბლოგი მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.