როგორ გავირუჯოთ ლეღვის მოთუხთუხების გარეშე

19 ივლისი 2021

ვდგებით, ვიღებთ ლეღვს, ვყრით ქვაბში და ვადგამთ ცეცხლზე. ველოდებით იქამდე სანამ ჩვენი გარუჯვის ელექსირი არ მოთუხთუხდება.

კაი ჰო, ვხუმრობ. დაივიწყე ლეღვი და ტანზე გადასაზელი საგულდაგულოდ ნაყიდი მაწონი. თან არამგონია მაწონმა გიშველოს, ამიტომ  ეგ ლეღვი მურაბისთვის შემოინახე და მე მომისმინე. 
არ ვიცი, როგორ მოვაერხეთ, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ლეღვის ნახარშით 80-მდე ადამიანი დამწვარა. ამ სტატისტიკის გაზრდა საერთოდაც არ მინდა. ჰოდა სანამ  ჩემი კატასავით  მზის ქვეშ განაბული გაწოლილხარ, დათუთქვამდე ჩემი რჩევები ჩაიკითხე.
                                

მზის ქვეშ გაწოლამდე წასაკითხი რჩევები


რჩევა 1 : მკვტარი კანი მოიშორე
რუჯის მიღებამდე კარგი იქნება თუ სკრაბის დახმარებით ძველ, მკვდარ კანს ჩამოიშორებ. უფრო მარტივადაც გაირუჯები და რუჯიც უფრო დიდხანს შეგრჩება.

რჩევა 2 : შუა დღის მზეს ნუ გაუწვები
დაფუფქვისგან თავი, რომ გადაირჩინო გირჩევ მზეს დილის 8 საათიდან 11 საათამდე მიეფიცხო. აქვე, ჩვენი მცხუნვარე ვარსკვლავი ყველაზე ძლიერი 12 საათიდან 3 საათამდეა. ჰოდა, იმედია საათის ცნობა იცი ;)

რჩევა 3 : მზისგან დამცავი ყველა კუთხე-კუნჭულში შეიზილე
მინიმუმ SPF 30 (Sun Screen Factor ) მაინც უნდა გეგდოს ჩანთაში თუ SPF 50 იქნება მთლად უკეთესი და აქვე, მზის ქვეშ წამოწოლამდე 20 წუთით ადრე უნდა წაისვა. ნახევარ საათიანი გარუჯვის შემდეგ კი თავიდან მოგიწევს გადაზელა.
მოკლედ  მარტივად კანსაც ვერ შეიფერადებს ადამიანი.


რჩევა 4 : ძააან ნუ გაიჯეჯილებ
დაიმახსოვრეეე! მაქსიმუმ 30 წუთი გაგორდი მუცელზე და კიდევ 30-იც ზურგზე და ეგაა, თორე მთელი ქართველი ძროხების რძე მოუნდება შენი დაფუფქული კანისთვის მოსამზადებელ მაწონს.

რჩევა 5 : დაიტენიანეეეე
რუჯის შესანარჩუნებლად კანი დღეში სამჯერ მაინც უნდა დაიტენიანოოო თორე ფოტოს გადაღებასაც ვერ მოასწრებ ისე მალე  გადაგძვრება.
ამასთანავე, კარგი იქნება თუ ზეთის შემცველ შხაპის გელს გამოიყენებ და ძააან ცხელი წყლითაც ნუ იბანავებ.


რჩევა 6: რუჯს წყალი დააყოლე
ალბათ ჩემგან არ გესწავლება, რომ კანისთვის წყალი სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჰოდა, დეჰიდრატაცია რომ თავიდან აირიდო ბეეეევრი წყალი უნდა დალიო!

აბა შენ იცი! თავი არ დაიფუფქო და ეს რჩევები დაიზეპირე!