OMG

როგორ გადავრჩეთ ბათუმში ?

20 ივნისი 2023

 

 

  თქვენს საქართველოში მარტო ყოფნა თქვენც მოგენატრათ?!

 

 მართალია, ბათუმის ქუჩაში უეცრად მოხვედრილი შეიძლება ვერ მიხვდე ბათუმში ხარ თუ რუსეთის რომელიმე პროვინციაში და Ბარში შესულს ქართული ლაპარაკის მოსმენა მოგენატროს, მაგრამ, სანამ მოვიფიქრებთ როგორ დავიბრუნოთ სამშობლო, პატარა რჩევებს მოგცებთ (იმედია გამოსადეგარს) როგორ გადარჩეთ ბათუმში. 

 აქედანვე გეტყვით, რომ მეც სასოწარკვეთილი ვარ ბინის ფასებზე და მაგაზე რა გითხრათ არ ვიცი. ეგეც რუსების ბრალია და იმის ვინც პირველად რუსს ბინა მიაქირავა. ამიტომ, აქ თავის დაძვრენა მიწევს და ჩავთვალოთ, ბინა უკვე იპოვეთ მისაღებ ფასში, იმ ადამიანთან ვინც უხსენებლებზე პრინციპულად არ აქირავებს სახლს.

 


 

 

Საით წავიდე?!

 

 ბათუმის ქუჩები უცნაურ ლაბირინთს ჰგავს. აი, ჰარი პოტერში ქუჩები თავისით რომ იცვლება და ვერ ხვდები ერთი ადგილიდან მეორეზე როგორ აღმოჩნდი, აქაც დაახლოებით ასე ხდება. ფიქრობ, დაიმახსოვრე ჭავჭავაძიდან სად უნდა შეუხვიო აბაშიძეზე რომ აღმოჩნდე და მთელი თავდაჯერებულობით მიდიხარ, მაგრამ ჰოპ! ნურას უკაცრავად, გუშინ ღამით აქ კიდევ ერთი ქუჩა დაამატეს. Ხოდა, ახლა ახლიდან ისწავლე როგორ მიხვიდე დანიშნულების ადგილამდე. 

Როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, ტექნოლოგიური ჭოპორტი თუ არ ხარ, გუგლმეფის გამოყენება უნდა იცოდე. Სწორედ ეგ დაგეხმარება ბათუმის ქუჩებში სწორად გადაადგილებაში. დაკარგვის გარეშე! Ჩართე, მიენდე და გაჰყევი. 

თუმცა, თუ მაინც არ იყენებთ, (მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს, მე გაგიგებთ) არასდროს, არასდროს გამოიყენოთ ზღვა საორიენტაციოდ. Ბათუმი მთლიანად ზღვაა და ასე თუ მოიქცევით, სახლიდან სამსახურისკენ წასული შეიძლება ისევ სახლთან აღმოჩნდეთ. არ ვაზვიადებ.  ნამდვილი ამბავია, ჩემს ნაცნობს დაემართა ეგრე.

ისე კი, თუ მაინც და მაინც არსად გეჩქარებათ, რჩევაა ძველი ბათუმის ქუჩებში მშვიდად ისეირნოთ და მისი საოცარი არქიტექურით დატკბეთ. Მე პირადად, ნიუ ორლეანსს მახსენებს.  

 


 

Რა ღირს?! :გაოცება:

 

25 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ისტორიას, შეგიძლიათ 30 თეთრად, ავტობუსით, მთელი ბათუმის დათვალიერება-მოვლის ისტორიით აჯობოთ. ანდაც, ტაქსის ტარიფით, რომელიც ქილის კოკა-კოლაზე იაფია. ნუ, რამე მაინც ხომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ღარიბებისთვის. თუმცა, არ მოგატყუებთ, ზაფხულში ამ ზეფირივით ნარნარა ტარიფებს რა ბედი ეწევა არ ვიცი. 

 

 

 


 

ჭამე, შეირგე, დაბრუნდი

 

ყოველდღე სამზარეულოში ტრიალის ხასიათზე ვერ იქნები. ხოდა, ეგეთი დღეების გემრიელად და თან ბიუჯეტურად გატარებისთვის ერთ-ორ ადგილს მიგასწავლით.

კაი პურის მჭამელთა საყურადღებოდ, მითუმეტეს თუ ქართული სამზარეულო თქვენი სისუსტეა “ფიროსმანს” გირჩევთ. Რა გინდა სულო და გულო. რაც გამისინჯავს ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. მეტიც, Ჩემი აზრით, ოსტრი პირადაპირ ღმერთების სუფრიდან მოაქვთ. მომსახურება, არ ვაზვიადებ, ყველა ჯერზე 10|10 იყო. არც, ნაჩუქარი ამერიკანოს გამო ვამბობ.

 

Პატარა იტალიის შეგრძნება “არომი იტალიანში” შეგიძლიათ. Პიცისა და პასტის ისეთი არჩევანია, საგონებლიდან ვეღარ ამოვარდებით და ფასებიც იმდენად მისაღებია, არჩევანის გაკეთება თუ გაგიჭირდებათ და თან კუჭი გაგიქაჩავთ, ორ კერძს ერთად ისე შეუკვეთავთ მერე ჩეკის ნახვის არ შეგეშინდებათ. მომსახურება ბოლომდე არც მე შემიფასებია, ზოგჯერ მოიკოჭლებენ ხოლმე. მაგრამ რას ვიზამთ, ყველანი მოკვდავები არა ვართ?! 


 

 

 

 

ღამის ცხოვრებაც ხომ მინდა?!

 

 Პარასკევს, შაბათს ან რავიცი თქვენთვის საგულაო რომელიმე დღეს მაზნიაშვილის ქუჩას დაუყევით. 

 

მექსიკაში მოხვედრა თუ გინდათ, კარგი დალევაც, ოდნავ მშვიდი გარემოც, მეგობრებმა ერთმანეთის საუბარი რომ გაიგოთ “მონტანიას” მიაკითხეთ. ინტერიერის გაკეთებისას ვიღაცამ აშკარად კარგად გათვალა ყველაფერი, რადგან სამი ჭიქის მერე დაეჭვდები, მართლა ბათუმში ხარ თუ არა. ისე, თუ მუზას ეძებთ თქვეს ადგილზე შუადღის საათებშიც მივაკითხავდი. 

 

“ფანჯარაში” კარგადაც დალევ, კარგადაც იცეკვებ. მთვრალზე ზოგადსაკაცობრიო საკითხებსაც განიხილავთ და მეგობრის ყოფილსაც გამოლანძღავთ.

 

“ფანჯარადან” გამოსული ქუჩაში მობოდიალე სარდაფ ბარს თუ წააწყდები არ ჩახვიდე.Მე პოლონელების ბარს ვეძახი, რადგან მაგათია და ნამდვილი სახელი არ მახსოვს. Პოლონელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მანდ თუ დალევთ მომდევნო დღეს ქმედითუნარიანობას დაემშვიდობეთ. არ ვიცი, რა ერქვა ან საერთოდ რატომ დავლიე, მაგრამ დარწუნებული ვარ, რომეო და ჯულიატას საწამლავი ეგ იყო. 


 

სხვა არ ვიცი რა გირჩიოთ, თავადაც გადასარჩენად მაქვს თავი და პატარ-პატარა რჩევები თუ გაქვთ ჩემსკენაც გამოუშვით.