როგორ დავისვენო პანკისში

27 ივლისი 2021

 

რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან პანკისში მომიწია გამგზავრება. სიმართლე, რომ გითხრა აქამდე ამ ხეობის მხოლოდ სახელი ვიცოდი. არც მათ კულტურაზე, ტრადიციებსა და სამზარეულოზე მქონია დიდი წარმოდგენა, ჰოდა თუ გინდა შენი ზაფხული სიახლეებით სავსე აღმოჩნდეს და ჩემსავით მოუმზადებელსაც არ გინდა სადმე წაბოდიალება აგერ ჩემი რჩევები პანკისში მოგზაურობაზე და აგერ შენ.


სად დავრჩე?


წყარო: Nazy’s Guest House

Nazy’s Guest House პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოში ჩემდა გასაკვირად 2008 წლიდან იღებს სტუმრებს და ერთდროულად 15 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. დამსვენებლებს ერთ, ორ ან სამ ადგილიან კეთილმოწყობილ ნომრებს სთავაზობს. თბილისიდან სულ რაღაც ორ საათში შეგიძლია ჩაქროლდე და თუ მარტო მოინდომე პანკისში გასეირნება Guest House -ში 70 ლარად დაგიტოვებენ. ორადგილიანი ნომრის ღირებულება 110 ლარიდან იწყება და  თუ ოჯახით ან სამეგობროთი მოგინდა პანკისის შემობოდიალება არც მაგაზე დაგზარდებიან და ოთხ ადგილიანი ნომერში 220 ლარად წამოგაწვენენ. საუზმისთის ცოტა ფულს წაამატებ და პანკისის ხედების ტკბობის ფონზე ყავასაც მოწრუპავ.

გარდა ბუნებაში წამოგორებისა Nazy’s  Guest House საცხენოსნო და გასტრონომიულ ტურებს, ველოსიპედების გაქირავების სერვისისსა და ჩეჩნური სამზარეულოს მასტერკლასებსაც გთავაზობს.




წყარო: Leila's Guest House


Leila’s Guest House-იც ჯოყოლოში მდებარეობს. სასტუმროში ერთი ღამით დაბინავებისთის  სულ რაღაც 30 ლარის გასროლა მოგიწევს. საუზმისთვის აქაც ცოტა ფულს წაამატებ სამაგიეროდ 3 წლამდე ბავშვბის დარჩენა უფასოა, 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი ღირებულება ნახევრდება.

Guest House  საცხენოსო ტურით პანკისის მთებში გასეირნებასაც  უზრუნველყოფს  და კულინარიული მასტერკლასსაც შემოგთავაზებს, სადაც  ტრადიციული ქისტური კერძების მომზადებას ისწავლი და გემოებსაც აათამაშებ. 



რა ვნახო?

ხადორის ჩანჩქერი
ხადორის ჩანჩქერი - მდებარეობს პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, დედაქალაქიდან 130 კილომეტრში. მე მგონი ინსტაგრამისთის კარგი საპოზიორე ადგილი უნდა იყოს, არა ?




თუ ისტორია და კულტურა გაინტერესებს პანკისიდან ქვემოთ ჩამოწიკწიკებული ადგილების ნახვის გარეშე არ უნდა წამოხვიდე.



პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმი
მუზეუმი მდებარეობს სოფელ დუისში, ქალაქ ახმეტიდან სულ რაღაც 20 წუთის გზაზე.





ჯოყოლოს კვირაცხოვლობის ეკლესია
ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს ცენტში მდებარეობს.
აგებულია XlX საუკუნეში.






რა ვჭამო?

ჯიჯიგ გალანიშ
ფატქობრივად პასტის ჩეჩნური, ტრადიციული ვარიანტია. საქონლის ან ცხვრის ხორცით, ცომის ნაჭრებითა და ნივრის სოუსით.



წყარო: Nazy’s Guest House


ღააბაქხ ხინგალიშ
ცომი პილპილითა და მარილით შეზავებული გოგრის შიგთავსით.






ხინკალიიი
ხინკლის ჭამის გარეშე არ წამოხვიდე თორე ძალიან ინანებ.



წყარო: Leila's Guest House



ამ ყველაფერს ქისტურ უალკოჰოლო ლუდსაც თუ დააყოლებ და დესერტად ჰალვასაც მიირთმევ, მთელი მოგზაურობიდან მხოლოდ დანაყრების პროცესი დაგამახსოვრდება, ამიტომ ფოტოების გადაღება არ დაგავიწყდეს.

აბა შენ იცი!