OMG

რეცენზიების ყველაზე ლიტერატურული კონკურსი

15 აპრილი 2021

მოგესალმები imitom.ge-ის რეცენზიების ყვეეელაზე ლიტერატურულ კონკურსში, რომელიც  “სულაკაურის გამომცემლობის” კამპანიის “ვკითხულობ ქართულს” ფარგლებში ტარდება ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება მარტივია და გპირდები, არც ლიტერატურული თავგადასავლების გარეშე დაგტოვებს. 

შეარჩიე მხოლოდ ერთი წიგნი სამი არაჩვეულებრივი ქართველი ავტორის ნაწარმოებიდან და დაწერე მაქსიმუმ 500 სიტყვიანი რეცენზია, რომელიც რეცენზიის უნახავს გაგვხდის. გამოგვიგზავნე ელ-ფოსტაზე imitom.info@gmail.com 5 მაისამდე, მიუთითე მობილურის ნომერი, ხოლო Subject-ში აუცილებლად დაწერე “რეცენზიების კონკურსი” და დაელოდე შენი ნაშრომის საქვეყნოდ გამოფრიალებას.  

 

რაზე ვწერ რეცენზიას? 

 
  •         ზაირა არსენიშვილი - ვა, სოფელო... 
 

პირველ საკონკურსო ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო…“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს…

 
  • ზურა ჯიშკარიანი - საღეჭი განთიადები. უშაქროდ

 

„საღეჭი განთიადები უშაქროდ“ ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანია, რომელიც კიბერპანკის ჟანრს განეკუთვნება და არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში შემდგარი მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს. სანამ სასულიერო პირები რეალობას ჰაკავენ, რომ იქნებ რამენაირად შეაჩერონ პროცესი, „მოგზაურთა“ ჯგუფი მობილიზებას იწყებს, რათა სიმულაციაში გამომწყვდეული მესია დაიხსნას.

წიგნს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა (2018 წ.) და ილიაუნის ლიტერატურული პრემია (2017 წ.)

 
  • თამთა მელაშვილი - შაშვი შაშვი მაყვალი

 

შუახნის, მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა.

 

I ადგილზე გასული ავტორი გამომცემლობისგან 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, II და III ადგილის მფლობელი მონაწილეები კი 50 ლარიან და 30 ლარიან ვაუჩერებს. ხოლო საუკეთესო რეცენზიები არც მეტი, არც ნაკლები, “იმიტომზე” გამოქვეყნდება.