რატომ იწვის ტყეები?

23 აგვისტო 2021

ყოველ ზაფხულს ერთხელ მაინც მოკრავდი ყურს ამბებს  ტყის ხანძრების შესახებ.
სამწუხაროდ არც ეს ზაფხული ყოფილა გამონაკლისი.

ტყეებში ყველაზე გავრცელებული საფრთხე ტყის ხანძარია, რომელიც აზიანებს როგორც თავად ტყეს, ასევე ტყის ფლორასა და ფაუნას. ზაფხულის განმავლობაში, როდესაც შედარებით იშვიათად წვიმს, ტყეებში მშრალი, ხანშიშესული ფოთლები იმატებს, რომლებიც, შესაძლოა, მცირედი ნაპერწკალითაც კი აალდეს და ცეცხლი გააჩაღოს. 


რატომ იწვის ტყეები?

ტყის ხანძრის გაჩენის ორი მიზეზი არსებობს :  ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული.


ბუნებრივი მიზეზი შეიძლება იყოს ელვა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მისგან გამოწვეულ ცეცხლს წვიმა მალევე აქრობს, ამიტომ ასეთი ხანძარი დიდი ზიანის მომტანი არ არის. ამასთანავე ხანძრის დაწყებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა და სიმშრალე ანუ დაბალი ტენიანობა. რაც შეეხება ადამიანის მიერ გამოწვეულ მიზეზებს,  ხანძარი შეიძლება გაჩნდეს კოცონის დანთებისას, სიგარეტის ნამწვით, ელექტრული ნაპერწკალით ან სხვა ქმედებით. 

2020 წლის განმავლობაში 58 950 ტყის ხანძარი დაფიქსირდა, რამაც მთლიანობაში 10.1 მილიონი აკრი მოიცვა.

როდესაც ტყის ხანძრებზე ვსაუბრობთ შეუძლებელია კლიმატის ცვლილების იგნორირება, რომელიც მთლიანი ეკოსისტემის ჯაჭვს არღვევს. კლიმატის ცვლილებამ, ტყის დეგრადაციამ და ფრაგმენტაციამ, რომელიც ადამიანის მიერ არის გამოწვეული, გლობალური მასშტაბით ხანძრისკენ მიდრეკილების პირობები განაპირობა. დანაწევრებული და გაჩეხილიი ტყეები უფრო მგრძნობიარეა ტყის ხანძრის მიმართ, შესაბამისად ხანძრის გაჩენის რისკიც მაღალია.  


უკონტროლო ტყის ხანძრები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ეკონომიკურ ზიანს იწვევს. ასევე ანადგურებს  ადამიანთა საცხოვრებელ სახლებს, ინფრასტრუქტურას, ზიანს აყენებს ადამიანთა სიცოცხლეს, ცხოველებსა და მცენარეებს.
ხანძრების შედეგად ატმოსფეროში გამოყოფილი კვამლი და ნახშირბადი კი აჩქარებს შემდგომ დათბობას და ტემპერატურის ზრდას, შესაბამისად იქმნება ერთგავრი წრე, რომელიც უფრო და უფრო სახიფათო ხდება.

 

რა უნდა მოვიმოქმედოთ?

ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაბიჯი, რომელიც შეიძლება დედამიწის მოსახლეობამ გადაგას, გამოყოფილი  სათბური გაზების შემცირებაა, რადგან აღარ მოხდეს ტემპერატურის ზრდა და ხანძრებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
ამასთანავე, აუცილებელია ადამიანები გაუფრთხილდნენ ტყეებს და  კონცენტრირდნენ ხეების დარგვაზე და არა პირიქით, მათ განადგურბაზე.