
მულტივერსში საათი წიკწიკებს და დოქტორი სტრეინჯის გამოსვლას ელოდება.
იმედია, ყველა მულტივერსში კავეა ისევე არ დებს ბილეთებს, როგორც ჩვენთან.
სამუშაო პროცესი თითოეულ სამყაროში არაპროდუქტიულია, რადგან ლეპტოპებზე ერთადერთი საიტია ჩართული მუდმივი რეფრეშის რეჟიმში.
რა გვიქნეს ეს, ა?
აფექტის ამ მდგომარეობაში ერთადერთი რაღაც დამრჩენია- ფრუსტაცია ისევ დოქტორ სტრეინჯზე ამოვიღო და ის გიჟური თეორიები გაგანდოთ, ცხოვრებაში ჩემს თავში რომ არ დაიბადება, მაგრამ, საბედნიეროდ, საერთაშორისო დონის გიკ-ნერდების თავში დაიბადა და კიბერსამყაროში გავრცელდა.
სპაიდის “No Way Home”-ის შემდეგ, სადაც [ს პ ო ი ლ ე რ ი - თუმცა, შენ თუ კაი ტიპი ხარ, აქამდეც უნდა გენახა, რა] სამი სპაიდერმენი შეიყრება და ქაჯეთის ციხიდან სამყაროს ვაჟკაცურად დაიხსნის(სავით), არაფერი გამიკვირდება.
იმასაც ველი, თორი და საფლავიდან ახლადამდგარი ტონი სტარკი ქაფიან გასაბერ აუზში როგორ იჩხუბებენ.
უფრო სწორად, იმედი მაქვს :*
მოკლედ, თუ შენი გონებაც ცარიელი ფურცელივითაა, სადაც მარველის სამყაროზე უშვერი სცენარების გარდა სხვა თეორია არ არსებობს, მაგრამ სერიოზული ჭორები მაინც გაინტერესებს, აი, ინებე.
( ამ წამს დავარეფრეშე, ბილეთი ვერ ჩამოიტანენ
გიჟური ვერსის თეორიები :
- ვინ არის მთავარი ვილანი, ვინ გახლეჩს უკვე გალხეჩილ ატომს, უფრო?!
არ მივედ მოვედები და, ამბობენ, ვანდაო. სკარლეტ ვიჩი, წითელი ალქაჯი, მეწამული კუდიანი, მაგარი ქალი, ხელისმოძრაობების დედოფალი- რაც გინდათ ის უწოდეთ. ვისაც ვანდავიჟენი გაქვთ ნანახი, არ გაგიკვირდებათ ვანდას გაფრენები. უჭირს ადამიანს, დაკარგა ვიღაცები, და ახლა შედეგს მთელი სამყარო მოიმკისო, იძახიან სახელგანთქმული ფანები. ფილმში ვანდას რამდენიმე მულტივერსულ ვერსიას ვიხილავთ და ვნახავთ, რომლის აჯობებს!
- რა პოზაში მდგომარეობაში ვიხილავთ დოქტორ სტრეინჯს და სულ რამდენი იქნება?!
ამ კითხვაზე პასუხი რომ გქონდეს, შენს ტელეფონში ვაიფაის პაროლად ერთხელ მაინც უნდა ჩაგეწერა “shamballa”. . ერთი ის ვიცით, რომ სტრეინჯის ერთ-ერთ ვერსიას საკმაოდ საკამათო ვარცხნილობა აქვს და ასევე- საეჭვო წარსულიც. წაუვილანებს რა, ბავშვობის ტრავმებიც ექნება- ალბათ. სადღაც მოღირსეულო სტრეინჯიც გაიჩითება- დამცველის როლი აქვს მორგბული რომელიღაც მულტივერსში.
იმასაც ამბობენ, რომ ილუმინატის წევრი გახდება სტრეინჯიო. თუ არ იცით, ილუმინატი რა მოხელეა- შეგიძლიათ შეთქმულების თეორიებს გადახედოთ სამკუთხედში ჩასმულ თვალსა და ილუმინატებით მართულ სამყაროზე. უბრალოდ მარველის სამყაროში ილუმინატს ბალანსის, წესრიგის თემები აბარია. ჩვენთან, მგონი, დაბალი ხელფასებისთვის იბრძვიან.
- კაპიტანი ამერიკას ლოვე, სოფო ბედიას ქმარი- კაპიტანი კარტელი კარტერი
აგენტი კარტერი ის წარმოსადეგი და დახვეწილი ნაშაა, სტივ როჯერსს რომ უყვარდა, მაგრამ ბედნიერება არ დასცალდა. კუბოს ფიცარი რომ მხარზე ედო ჩვენს კაპიტანს, ხომ გახსოვთ? აი, მაგ კუბოში ესვენა ზუსტად მაშინ უკვე მოხუცებული ( და მკვდარი ) კარტერი. ახლა კი ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთ მულტივერსში ის ჯადო წამალი, სტივის მაგივრად კარტერმა გაიკეთა და ის გახდა უძლეველი ჯარისქალი, სასახელო მამულისშვილი- კაპიტანი კარტერი. ჰოდა, შანსები არის, ფილმში ვიხილოთ გვერდზე ხსენებული ქალბატონი.
- მუტანტჩოები
ილუმინატის ერთ-ერთი წევრი დოქტორი იქსი იქნებაო, რომელიც ეგზომ გაბრაზებულია ვანდაზე, რადგან მუტანტები ფაქტობრივად აღგავა პირისაგან მიწისა თუ პირიქით. ჭორები დადის გეტოში, რომ ვანდას პასუხს მოსთხოვს. მერე ვანდა გაბრაზდება, ყველაფერზე მე მომდგებით და სტრეინჯი რომ ერთ მარტივ შელოცვას ვერ ჩაატარებს და სამყაროს წაღმა ამოატრიალებს, ეგ არაფერიო. მოკლედ, იქნებ დედაჩემი თურქული სერიალების მაგივრად მარველზე შევსვა.
- რა არ მოხდება
სპეკულირებენ, სუპრიმ [სუპრემე In latin] აირონ მენი გამოჩნდება ტომ კრუზის სახითო და აქვე ვიტყვი, ძაან კი მინდა აირონმენის ნახვა, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს.
აქვე გეტყვით მოკლედ მულტივერსი საერთოდ რატომ გვაქვს. ლოკის ხომ გამჩენი არ ასვენებს მისდღემჩი, ხოდა, the one who remains-ს მოკლავს - ანუ ნორმალური თაიმლაინის მამა-მარჩენალს, მცველს, ბალანსის დამდგენს, ყოვლის მჭვრეტელს - არქიფო სეთურს მოკლედ. და აქედან იწყება ერთი ყველაზე მისაღები თაიმლაინის გახლეჩვა სხვადასხვა ვერსიებად - რომლებსაც თითოეულ მომენტში გაკეთებული თითოეული განსხვავებული არჩევანი განაპირობებს.
მოკლედ, სანამ ეგზისტენციალურ სევდაში გადავეშვები და თაიმლაინებზე ოვერსინქინგს დავიწყებ, დაგემშვიდობებით და კავეას გვერდს კიდევ ერთხელ დავარეფრეშებ.
