
Ზამთარი მიიწურა - ცხვირი გაზაფხულის სურნელს გრძნობს, ყურს - გაზაფხულის ხმები ესმის.
კიდევ ერთხელ ვეხვევით ილუზიაში, რომელიც თებერვლის ბოლოს მოაქვს ხოლმე. თუმცა სტატისტიკურმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ Ზამთარი მოდის და ის მარტშია.
ლირიული შესავლის მოვალეობა მოხდილია, ახლა იმას მოგიყვებით, მარტში შვებულება ან პარასკევს დეი ოფფი რისთვის უნდა აიღოთ, ზუსტად რა რაოდენობის პლედებში უნდა გაეხვიოთ ეკრანის წინ და დაახლოებით რა რაოდენობის ხელსახოცი დაგჭირდებათ ცრემლებისა და სევდების მოსაწმენდად.
The Last of Us
Სპოილერი - ერთი შეკვრა სელპაკი და ცოტა მეტიც.
‘უკანასკნელი ჩვენგანის’ ხსენების უგარეშოდ, ამ ჩამონათვალს ვერ დავიწყებდი.
12 Მარტს კი - HBO - ს ამ გენიალური ნამუშევრის პირველი სეზონის უკანასკნელ სერიას ვიხილავთ.
Მათთვის, ვინც ცხოვრებაში სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ახლაც სერიალს თავის დროზე ჩაუჯდა - ბევრს ვერაფერს ვიტყვი. Ყველამ კარგად ვიცით, რომ პოსტ-აპოკალიფტურ სამყაროზე გადაღებულ ფილმსა თუ სერიალს აქამდე არნახული ხარისხით გადაასწრო - თან სულ რაღაც შვიდ სერიაში.
Ხოლო შენ, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავს The Last of Us - დროა ჩაუჯდე. Ეს არ არის სერიალი ზომბებზე, რომელიც სისხლში ადრენალინის დონეს მხოლოდ იმიტომ წევს, რომ უეცრად გამომხტარი ზომბები გაშინებენ.
აქ ადრენალინის დონე იმიტომ იწევს - რომ ზუსტად წარმოიდგენ, რას განიცდის ადამიანი, როცა მის გარშემო ყველაფერი ნაცნობი ჩამოინგრევა. დგები გაცნობიერების წინაშე - რომ ამ სამყაროში მარტო ხარ (თუმცა, Fungi - არ მიაგტოვებს ) და Უფრო მეტიც - ამ სამყაროში შენ გარდა სხვა ადამიანები არსებობენ, რომლებზე დაკვირვებისას, ხვდები, რომ სოკოები მთლად არ ტყუოდნენ კაცობრიობის თავიანთი თავით ჩანაცვლება რომ მოინდომეს.
Სხვა ლეველის ოდისეა 10.03
Ანუ ამბავი, რომელიც შიგ- ეროვნულ გრძნობებში გირტყამს!
Რატომ მაინცდამაინც ძლივსშენარჩუნებულ ეროვნულ გრძნობებში?!
Იმიტომ, რომ ქართულია და როგორც იქნა, ისეთი ანიმაცია იდროფება, თან ქართული რომ იქნება, თან ისეთი ვიზუალებით, რორამე ნეტფლიქსის ეკრანის დასქრინვას რომ მოგანდომებს, მიღებული შავი ფონი კი - იმედგაცრუებით აგავსებს - რადგან, აი, ის კონკრეტული მომეტნი, დესკტოპის ფოტოდ გინდოდა!
Მოკლედ, ქართულ ანიმაციაში სააერთოდ სხვა ლეველის სიტყვა და საერთოდ სხვა ლეველის ნახტომი დაიდო - თან ისეთი, მულტივერსში რომ გადაგისვრის და არა აქვე, საბურთალოს საცობებში, მაგალითად.
Ხო, 10 მარტს, Cavea+ -ზე და მათ ეკრანებზე, ვისაც Cavea+ - ის ფასიან ვერსიაში ფულის გადახდა დაენანა და ახლა მუქთა საკბილოებს ეძებს, სხვა ლეველის ოდისეა გამოჩნდება.
ანუ შეხვალ Cavea+ - ზე, და უბრალოდ უყურებ - უფასოდ!
ყველაზე ქართველი მთავარი პერსონაჟით.
აი, იმ დავითათი, რაც მოსდის ისევ თავისი თავით რომ მოსდის.
კულისებიდან რა ამბებიც გავიგე - სამყაროს გადარჩენა თინეუჯერეულ მხრებზე დააწვა თბილისელ დავითას. Ბოროტებასთან ბრძოლის გარეშე ვერც ეს ამბავი ჩაივლიდა - ასე რომ, მასთან საბრძოლველად და დაკარგული მამის - ( იმედია, მასაც ‘imma go get a milk - არ უთქვამს) საპოვნელად ძალიან მულტივერსული თავგადასავლების გავლა მოუწევს.
Მოკლედ - Მულტივერსული ამბები, სამყაროთა შორის უცნაური პორტალებით მოგზაურობა, იმაზე უფრო მეტი ფერები ვიდრე რიკი და მორტიში შეგხვედრია და თბილისი, ანძის ლამაზი ვიზუალით.
ჭორებს მოვკარი ყური და 4 სეზონი, სეზონში კი ათი 10 წუთიანი სერია იქნებაო.
იმედია, უცნაურ სამყაროებთან ერთად სადმე ვაზისუბნის ვიზუალიც გაჩითავს. Ან სხვა თუ არაფერი - ეროვნულ ავთენტურობას საცობის ვიზუალები მაინც გვაგრძნობინებენ.
თიზერის სანახავად, აქ დააკლიკე
Შაზამი - ღმერთების რისხვა 16.03
კინოდარბაზიდან გამოსვლისას სხვადასხვა ჯგუფს თუ მიაყურადებთ, მონერდო საზოგადოების განწყობებს კარგად დაიჭერთ - მიხვდებით, რომ მარველი აღარ მარველობს, Ბოლო ფილმი კი სადაც DC - იმ იდისა, საერთოდაც - ბეტმენი იყო.
ამ წელს კი შაზამი ეცდება DC-ის შავ-ბნელ სამყაროში თორისეული იუმორი და მარველისეული სიმსუბუქე შემოიტანოს.
Პირველი ფილმი - იმდენად დასამახსოვრებელი იყო, რომ საერთოდ აღარ მახსოვს. Თუმცა, როგორც ჩანს იმ პატარა ბიჭმა ჩემი ყველა წლის ნატვრა აიხდინა - ვიღაცა ჯადოქარმა ჯადოსნური ძალები მისცა და ახლა დაფრინავს და რაღაცებს აკეთებს. Აი, ავადა კედავრას სროლაც რომ შეეძლოს, მთლად მაგარი იქნებოდა, მაგრამ ყველა სიკეთე ერთად ვერ მოვა.
Რა მოხდება მეორე ნაწილში?
გაბრაზებული დეიდები და ბებიები - სხვა სამყაროს ჯადოქარი ქალები - დაირაზმებიან და იმ აწაპნილ ჯადოსნობას გამოეკიდებიან, ამ პატარა ბიჭს რომ ერგო.
ვნახოთ , ვინ მოერევა - Hell hath no fury like a woman scorned თუ ერთი ამერიკელი თინეიჯერი, ნამეტანი დიდი კაცის სხეულში.
Სხვა თუ არაფერი, ავატარივით 8 საათი არ გაიწელება
Attack on Titans - Shingeki no Kyojin. o4.03
ეპიკური, სისხლიანი, ადრენალინის ამწევი და ზოგჯერ ( თუ ტიტანი საშუალოსტატისტიკურ ქართველზე ძლიერია) ტესტოსტერონის დამწევი ანიმე, რომელმაც თავის დროზე ბევრის დატრავმა მოასწრო და ბევრ მშობელს ანანებინა, ამ ‘მულტფილმის’ ბავშვისთვის ჩართვა - დასასრულს უახლოვდება..
Ბოლო სეზონის პირველ ნაწილს - სულ მალე ვიხილავთ ფილმის სახით. Ხოლო უკანასკნელს - როცა მზე კააარგად დააჭერს.
ასე რომ თუ თქვენც ჩემნაირად ღრმა თინეიჯერობაში ( ასე, 20 წლისას ) გაქვთ ნანახი 1-2 სეზონი და შემდეგ უბრალოდ ლოდინის ნერვები ყოფიერების ტრავმებმა გაგიქროთ და დასრულებას უცდიდით - მაშინ დროა გადამეორებას შეუდგეთ და binge watching - ი შაბათ-კვირას დაუმთხვიოთ.
ვინც საერთოდ გონზე არ ხართ ეს ანიმე რას წარმოადგენს - თქვენ ალბათ იმასაც იტყოდით ერთი-ორჯერ, აპოლიტიკური ვარ და GoT - ს არ ვუყურებ, რადგან ყველას მოსწონსო.
( გონს მოეგეთ )
Ავატარს არა
აი, აქ კი სიკეთეს ქვაზე ვდებ, გავივლი და ვიმედოვნებ რომ ოდესმე წინ დამხვდება. Ვფიქრობდი, მეხუთე რა შეიძლებოდა მერჩია - You - ს ბოლო სეზონი? Ricky & Morty ? ჯონ ვიკი?
Თუმცა ბოლოს არჩევანი მაინც თქვენს სასიკეთოდ გავაკეთე, რადგან კინოაფიშას სქროლვისას ისევ ის ლურჯად დახატული პოსტერი შემხვდა - ავატარი რომ აწერია Და რატომღაც, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში რომაა წარდგენილი ოსკარზე.
ლეგენდისა და ჩემი fb ფიდის თანახმად, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ავატარის მეორე ნაწილს 4 მტკივნეული საათის განმავლობაში უყურეს და მაინც მოეწონათ.
იმედია ეს ადამიანები მატერიალური კულტურული ძეგლების ნუსხაში შევლენ.
თუ აქამდე ავატარის ნახვას თავი ვერ მოაბით, იცოდეთ, რომ სამყაროს ძალები გიცავენ ერთ ადგილზე 4 საათიანი ჯდომის, ოკეანის ძალიან ლამაზი ხედების ყურების, და პლოტის ( რომლის ამ ფილმში არსებობა უბრალოდ შეთქმულების თეორიაა ) 15 წუთში ერთხელ დავიწყებისგან.
იმ Ბრძნული გამოთქმით დაგემშვიდობებით, რომელიც ტყიდან გაქცეულ ჯეიკ სალის ეკუთვნის:
“I can't save my family by running.” * in italic *
