OMG

რა მიიღო ომით რუსეთმა?

1 მარტი 2022

 

ირაკლიმ, რომელსაც რუსეთის მონობა ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტური ჰგონია, მოგვახსენა პირდაპირი სანქციები არ არის ეფეტქური საშუალებაო და რიცხვები გულის რევის შკალაზე კიდევ უფრო გაზარდა.
 

რაც ეხერხება ვერ დაუკარგავ ;)
 


“არაეფექტური” სანქციები - რას დაემშვიდობა რუსეთი ომით?

რუსეთი დაემშვიდობა მსოფლიოს და ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის კოლაფსში ამოყო თავი. რუსეთი თავისი ჩექმის ამარა მარტო დარჩა.

22 თებერვალს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უპასუხა რუსების უკრაინაში შეჭრას და ჩრდილოელთის ნაკადი 2-ის 11 მილიონიანი პროექტი შეაჩერა, რომლის წილის ნახევარსაც გაზპრომი ფლობს.

 

რუსული ბაკნების ნაწილი Swft-დან, მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოებიდან, გაითიშა და ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსული ეკონომიკა, 3 დღის განმავლობაში ცენტამდე დაცემული რუბლი, რუსული პროდუქტების ევროპაში ექსპორტი და რუსული ცენტრალური ბანკის აქტივები. ის საზღვარგარეთ არსებული რეზერვები, რომლებსაც  ხალხის დასახოცად უკვე ვეღარ გამოიყენებენ.
 

რუსეთისთვის ჩაიკეტა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცე. თუ იმას გავითვალისწინებთ რომ რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავების 79% ლიზინგითაა გაცემული, ხოლო სალიზინგო კომპანიები რუსეთის ავიაკომპანიებთან კონტრაქტებს აუქმებენ, გამოდის რომ რუსეთის მოქალაქეები ევროპაში მხოლოდ ფეხით თუ შეძლებენ ჩასვლას ;)

თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება. რუსეთი გააძევეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოდან და 12 რუსი დიპლომატიც ზედ მიაყოლეს. შეუჩერეს ევროპის საბჭოს წევრობა. 

რუსებს აეკრძალათ FIFA-სა და UEFA-ს სანაკრებო თუ საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობა და ვეღარც ჰოლივუდისა და Disney-ს ფილმებს მოკრავენ თვალს.

 

რა მიიღო რუსეთმა ომით?
 

სამხედრო დანაკარგის, გარდაცვლილი ჯარისკაცებისა და განადგურებული სამხედრო ტექნიკის ჩამოთვლას რომ თავი დავანებოთ, ალბათ ვერავინ ვიფიქრებდით, რომ ბოროტების იმპერია მსოფლიოს მის წინააღმდეგ გააერთიანებდა. უკრაინის ევროკავშირში შესვლას დააჩქარებდა. შვედეთისა  და ფინეთის NATO-ში შესვლას წინა პლანზე წამოწევდა. შვეიცარიას ნეიტრალიტეტზე უარს ათქმევინებდა და თურქეთსა და საბერძნეთს მხარდამხარ დააყენებდა.

სანქციების მხოლოდ ამ არასრული ჩამონათვალით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთი მარტო, ყველა იმ ბენეფიტის გარეშე დარჩა, რაც 21-ე საუკუნის სახელმწიფოსთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როდის იყო რუსეთი 21-ე საუკუნის წევრი?

 

საბჭოთა კავშირის ნოსტალგიითა და მისი უკან დაბრუნებით აღტკინებული რუსეთი მსოფლიოს გამოეთიშა.