WTF

რა არ უნდა გააკეთო თუ კოვიდი გაქვს?

2 სექტემბერი 2022

როგორც იცით, ფეიქებს ვამსხვრევ და ნამსხვრევებს ჭერში ვაწყობ. 

ბოლოორიწლისდროინდელი ფეიქების უმრავლესობა რაზეც იყო გავრცელებული, ყველამ კარგად ვიცით. 

ჩვენ გამოვიარეთ ვაქცინაციის შედეგად დაჭერილი 5G-ის ამბები, მიუხედავად იმისა, რომ ამის ღრმადმორწმუნეებმა ალბათ ახლაც არ იციან, მაინც რა არის ეს 5G. 

გამოვიარეთ უშვილობის ამბები

ვაქცინაცია რომ აუტიზმს იწვევს, ის ამბები

კორონა რომ მასონების გამოგონილია ადამიანების რაოდენობის შესამცირებლად, ესეც. 

რა უნდა გავაკეთოთ კოვიდის დროს? რას არ უნდა დავუჯეროთ და რას უნდა დავუჯეროთ - ამაზეც ბეევრი ვილაპარაკეთ, ჰოოდა ახლა დროა ის ვთქვათ - რა არ უნდა გავაკეთოთ, თუ კოვიდი გვაქვს. 




 

მაინცდამაინც გარეთ ნუ იტანტალებთ



 

მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა აუცილებელია, ამიტომ ცოტახნით აცკეტურ ცხოვრებასაც თუ გატესტავ, მარტოობაში საკუთარი თავის აღმოჩენასა და ომმმმ მანტრების მოსმენას დაიწყებ - დროსაც მალე გაიყვან. თუ ეს ვარიანტები არ მოგწონს, მაშინ შემო და ლოლი ვითამაშოთ. 



 

ექიმის დანიშნულების გარეშე წამლებს მაინცდამაინც ნუ მიიღებ



 

თუ რისკ ჯგუფს არ ეკუთვნი, სიცოცხლით სავსე ფერხორციანი ახალგაზრდა ხარ და სიცხემ 37.5 მდე აგიწია - ექიმები გირჩევენ - რომ სიცხის დამწევი წამალი ან ანტიბიოტიკი არ მიიღო. ცოტახანს აცადე ორგანიზმს ბრძოლა. ის მიმი ხომ იცით, როცა იმუნურმა სისტემამ ტემპერატურა გაზარდა ვირუსის მოსაკლავად და შენ ტემპერატურის დამწევს სვამ და ამ დროს ორგანიზმი: :) :|

თუ ტემპერატურა 38.3 -ს აცდა, უკვე შეგიძლია სერიოზული ზომებიც მიიღო და იმ ექიმსაც უეჭველი დაურეკო, აქამდე რომ აჭიანურებდი და არ უკავშირდებოდი. ნუ გეშინია, არ გეტკინება. 



 

თუ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნები, არ გადადო ექიმთან დაკავშირება



 

ბებიები, ბაბუები, ქრონიკული დაავადების მქონეები - მოწყვლად ჯგუფებს  მიეკუთვნებიან. ამიტომ აუცილებელია დროულად შეატყობინო ექიმს დავირუსების ამბავი - რათა ჩარევა და კონტროლი დროულად მოხდეს და შენც არაფერი გაგირთულდეს. 



 

არ დაუჯერო მათ, ვინც ნიშნისმოგებით გეტყვის - აცრას რომ აზრი ჰქონოდა, კოვიდი არ დაგემართებოდაო 



 

საზოგადოდ ცნობილი ამბავი იყო ის, რომ ვაქცინა დავირუსებისგან 100% ით ვერ დაგვიცავდა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ ვირუსმა რამდენჯერმე განიცადა მუტაცია და სხვადასხვა შტამის სახით გამოვლინდა. თუმცა ყველანაირი სტატისტიკური ინფორმაცია ადასტურებს, რომ ვაქცინირებულს უფრო მარტივად - გართულებების გარეშე გადააქვს ვირუსი, ვიდრე აუცრელს. 



 

თუ ძალიან გლახათ არახარ, ლოგინში კოტრიალი არ დაიწყო



 

ვინაიდან კოვიდსა და თრომბოზს შორის კავშირი დადგინდა - ექიმები რისკ ჯგუფებს ზოგჯერ სისხლის გამათხელებელს უნიშნავენ - რათა სისხლმა მარტივად იმოძრაოს სისხლძარღვებში. შენ თუ რისკ-ჯგუფს არ წარმოადგენ - უბრალოდ იცოდე, რომ მოძრაობა აუცილებელია! ისევ იმავე მიზეზის გამო - სისხლს მოძრაობაში რომ დაეხმარო. 

აქვე, თუ აქამდე ვამპირივით ჩაკეტილ და ჩაბნელებულ სივრცეებში გიყავრდა ცხოვრება, იცოდე, რომ ოთახის განიავება და ჟანგბადით გავსება - ასევე, კანისთვის მზის სხივებისთვის დანახება, ფრიადაცრომ რეკომენდირებულია. 

აბა, ჰოთ