WTF

ფეიქების საფუძვლები, რომლებიც უნდა გაიგო სანამ ცოცხალი ხარ

1 სექტემბერი 2022

 

ფეიქები პირველად  ანტიკურ სამყაროში გამოჩნდა. აი, ფარაონები და იმპერატორები ჭორებს რომ ავრცელებდნენ მტრების და კონკურენტების წინააღმდეგ მაგას გეუბნები. მაგრამ ვის რაში ადარდებს ოქტავიანემ რო თავი გაიგიჟა, გინდათ თუ არა ჩემი მოწინააღმდეგე ანტონიუსი კლეოპატრას ქრაშავსო, (ეგვიპტელის დაქრაშვა რომაელისთვის იგივე ამბავი იყო აი, მე რო ავდგე და რუსები ვქრაშო) მაშინ, როცა 21-ე საუკუნეში ხალხს დაჩიპვა დააჯერეს? არც არავის.

ანტიკურ პოლიტიკოსებს რომ შევეშვათ (ჩვენებიც გვეყოფიან) მთავარი ფეიქების ჩახლართულ სისტემაში მხოლოდ ერთი რამაა  - ისე გქონდეს შესწავლილი ფეიქების რაობა და სახეები, როგორც შენი ქრაშის ფიდი თავისი კომენტარებით, ლაიქებით და მისი ფრენდების პროფაილებით. ბოტის და ტროლის გამოჭერაც ისევე უნდა შეძლო, როგორც შენი ქრაშის პოტენციურ დამქრაშველს გამოიჭერდი სტალკერობის ჟამს.

 

ფეიქების საფუძვლები, რომლებიც უნდა შეისწავლო სანამ ცოცხალი ხარ

 

პირველი ადგილი ერგო მისინფორმაციას.

 

მისინფორმაცია იცი როგორი ამბავია? აი, შენი მეგობარი რო მოვა და გეტყვის შენს ქრაშს love ჰყავს, ვიღაცასთან ერთად დავინახე ქუჩაშიო. რეალურად რო არავინ იცის შეყვარებული იყო, ტრუსიკის მეგობარი, თუ შორეული ბიძაშვილი. სინამდვილეში კი მამიდაშვილი აღმოჩნდა. 

მოკლედ რომ დაიხსომო - მისინფორმაცია არასწორი ინფორმაცია, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს სპეციალურად გავრცელდა თუ შემთხვევით, მაგრამ მაინც ტეხავს, როცა დაუზუსტებელ ინფორმაციას ავრცელებს ადამიანი. So Be Careful. რისი დამამტკიცებელი საბუთიც თვალით არ გინახავს, ნუ დაიჯერებ.

 

მეორე ადგილი ერგო დეზინფორმაციას.

 

ამ შემთხვევაში კი დაზუსტებით ვიცით, რომ საქმე გვაქვს გამიზნულად გავრცელებულ ყალბ ან ნახევრად ყალბ ინფორმაციასთან, რომელიც კიდე სხვა lvl-ის სირთულეს შეიცავს. შეიძლება ფაქტები დაამახინჯონ და ადამიანს შეცდმაში შეყვანის მიზნით კოტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით დააჯერონ დეზინფორმაცია. 

მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება. დეზინფორმაციას კიდე თავისი ქვეტიპები აქვს, რომლებიც ასევე სხაპასხუპით უნდა იცოდე, თორე წაგაქცევენ ფეიქები და ეგაა, მეყოლე ვარდივით ;)

ქლიქბეიტი -  აი, ისეთ სთორის რო დებ ოღონდ შენმა ქრაშმა გახსნას, რაღაც ეგეთი, ოღონდ უფრო მასშტაბური. ფიდს რო ჩასქროლავ და ბმული გხვდება სათაურით “როგორი სურპრიზი გაუკეთა სოფო ბედიას ქმარმა სოფოს, რამაც სოფო შოკში ჩააგდო???” Fuck არ გახსნა. უბრალოდ ბევრ კლიკებს აგროვებენ, რომ რეკლამებიდან უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ. მარა ისე, ჩვენში რო დარჩეს, გაინტერესებს ეგეთები? ;)

პროპაგანდა - ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ხალხზე გავლენის მოხდენის მიზნით. აი, ლეგენდარული დაჩიპვის ფეიქიც გამოგვადგა. ემანდ არ აიცრათ, თორე ყველა თქვენს ნაბიჯს შეისწავლიან და ბონუსად bluetooth - საც დაიჭერთო. ჰოდა, ზოგი ადგა, უარი თქვა აცრაზე და კაი ჩიტიც დაიჭირა ;) 

Bitch Please, Who Cares?

სატირა - მოკლედ არსებობს სატირული ვებსაიტები, რომელთა მთავარი მიზანი რეალობს გაშარჟება და ხალხის სიცილ-კისკისია. თუმცა, ზოგჯერ ადამიანებმა არ იციან მსგავსი ვებების დანიშნულება, იჯერებენ სატირულ ამბებს და დეზინფორმაციებსაც ავრცელებენ. ჰოდა, აგერ სატირული ვებგევრდების სია. ჩემსავით რაღაც აბსურდულობა რომ არ დასქრინო და გადასთორო ;)

კაი, დეზინფორმაციას ეყოს.

 

მესამე ადგილი ერგო ფეიქ ნიუსს

 

სქროლავ შენთვის ფიდს წამოწოლილზე და უცებ რაღაც სკანდალური და სენსაციური სათაურით ნიუსი გიხტება. არა, კი დაეჭვდი, მარა მართლა ნიუსია, მარა თან ნამეტანი ემოციური. ჰოდა, მეგობარო ეგეთი ამბებიც გამიზნულად ვრცელდება, წამოწოლილზე რო პირი დააღო და იმ წამსვე გადააზიარო. სინამდვილეში ფეიქ ნიუსი შეიძლება ნახევრად, ან თუ მთლად გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი დამწერს, მთლიანად გამოგონილი აღმოჩნდეს.

 

მეოთხე ადგილი ერგოთ მითიურ არადა, ყველაზე ბანძ არსებებს - ტროლებსა და ბოტებს

 

ტროლი - ბანძი იგივე “კლავიატურას ამოფარებული” ტიპი, რომელიც ყალბი ანგარიშით, ჰონორარის სანაცვლოდ ავრცელებს ყალბ ინფორმაციას.

ბოტი - ბანძი ტიპის მიერ დაპროგრამებული სოციალური ანგარიში, რომელიც ასევე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. ტროლისგან განსხვავებით დაუღალავად.

ტროლიც და ბოტიც ერთვებიან საუბრებში, ცდილობენ უთანხმოების გამოწვევას და თავიანთი მცდარი აზრების სხვებისთვის თავს მოხვევას. Low lvl TBH ;) ჰოდა, ვიღაც კომენტარებში ტვინს რომ წაიღებს სისულელეებით, გადავდივართ მის პროფილზე და თუ ადამიანის არაფერი სცხია, უცნაური სახელი ჰქვია, ანგარიშიც სულ ახლახანს აქვს შექმნილი, ფლორისა და ფაუნის ფოტოები უდევს და მუდამ ერთსა და იმავე ჭყრპყრ საიტიდან აზიარებს ნიუსებს, ვარეპორტებთ და დამშვიდებულები ვუბრუნდებით ფიდის სქროლვას - იქნებ ერთი ტროლ/ბოტით ნაკლები დავტოვოთ ხოლმე ინტერნეტ სივრცე.

ძალიან ბევრი კი ვწერე, მაგრამ იცოდე, ეს ყოველივე საზეპიროდ გაქვს! - ფეიქებს რომ არ წააქცევინო თავი.

აბა შენ იცი და შენმა Fake Destroyer-ობამ!