ნუდი ჩვენი არსობისა

14 ივლისი 2021

 

მაჩვენე შენი ნუდი და გეტყვი ვინ ხარ შენ  - უთქვამთ ძველებს. ჰოდა, ჰო იცი მაგათი ტყუილიც დაიჯერება, ამიტომ არ მოგერიდოს, ააშრიალე ნუდები.


კარგი ნუდის რეცეპტი

ისე, გულწრფელი რომ ვიყო, კარგი ნუდის გადაღება არც ისე მარტივია. თან ბუნებრივი უნდა იყო, თან თავდაჯერებულობას ასხივებდე, თან კარისკენაც უნდა აპარებდე თვალს, ემანდ ვინმემ არ შემომიღოს შუა პოზიორობისასო.
მოკლედ, აგერ ჩემი რჩევები და ბოლომდე რომ ჩაიკითხავ გადარაზე კარი და დაიწყე გადაღება.



მოამზადე “გადასაღები მოედანი”

ესთეტიურობისთვის კარგი იქნება თუ ფოტოში სკამზე დაყრილ ტანსაცმლის გორას არ გამოაჩენ. აირჩიე ერთი კონკრეტული კუთხე, სადაც დღის შუქი კარგად ურტყამს.
თუ გინდა ერთი-ორი დეტალიც მიამატე, მაგალითად ლარნაკი ყვავილით, მაგრამ მთლად შენი ქრაშის ფოტოს ნუ ჩამოიკიდებ კედელზე ;)



მოამზადე საკუთარი თავი

ჩაიცვი რამე ისეთი, რაც ფიქრობ, რომ უფრო მიმზიდველს გხდის. ან თუ გინდა სულ ნუ ჩაიცვამ. მთავარია თავდაჯერებულად გრძნობდე თავს.
გადაღებამდე აუცილებლად  ერთი-ორი პოზა სარკეში გატესტე და საყვარელი მუსიკის ჩართვაც არ დაგავიწყდეს.



“ხელები სად წავიღო?”

საპასპორტე ფოტოს გადასაღებად გამზადებულივით რომ არ ჩამოდგე, ერთ ორ რჩევას მოგცემ ;)

ტელეფონს სადმე მივაყუდებთ,  ვრთავთ Timer-ს და ვიწყებთ.
კი, ბევრი სირბილი მოგიწევს, მაგრამ ძალისხმევის გარეშე ნუდსაც ვერ გადაიღებო ნათქვამია.
კარგი იქნება საწოლზე თუ წამოგორდები ან  შუაგულში მუხლებით ჩამოჯდები, თეძოს ჩააგდებ, ხელით თმას აიფრიალებ და შენი სხეულის უნიკალურობაზე დაფიქრდები. ჩემსავით მოკლე თმიანმა უბრალოდ თავზე ან კისერზე მოიკიდე ხელი.
თუ მაინცდამაინც ფეხზე დამდგარს და გაჯგიმულს გინდა ფოტოს გადაღება, გირჩევ ზურგით დადგე, მზერა კამერისკენ მიმართო, ხელები მკერდზე შემოიხვიო ( ოღონდ მკერდი სულ არ დაფარო ) და სრულყოფილი ნუდის გადაღებამდე 10 წამი დაიცადო.



ნუდი ქრაშის გულის გასაგმირად

თუ ნუდს ქრაშისთვის იღებ, გირჩევ მთლად მთლიან სხეულს  ნუ მოჰფენ ნათელს. ცოტა ინტრიგაც დაუტოვე შენს მიჯნურს.

რაც შეეხება ნუდის გაგზავნის უსაფრთხოების საკითხებს:

შევდივართ Instagram-ზე, ქრაშის ჩათში ( იმედია შენს ქრაშს მხოლოდ ოდნოები არ აქვს )
ვაწვებით  პატარა ლურჯ კამერას.
ვირჩევთ ნუდს, რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონს.
ვაწვებით ქვემოთ, მარცხნივ არსებულ View once-ს და წამიერ გაელვებად ვუშვებთ ჩვენს ნუდს.
თუ ქრაში ნუდს დასქრინავს არც ეგ არის პრობლემა, დაინახავ :))



მართალია ნუდი  მარტო სექსუალური ხასიათის ფოტო გვგონია, მაგრამ სინამდვილეში სექსუალურობასთან ერთად გამბედაობა, საკუთარი სხეულის მიღების, კომპლექსების დაძლევისა და თვითსიყვარულის ნიშნებიც გამოსჭვივის. ეგ კი არა ცოტა მოშორებით “ნეტა, ვინმე ხო არ მხედავს” შიშიც გამომიჭერია და ისიც კი ამომიკითხავს, რომ ხანდახან ადამიანებს სხვების კი არა, საკუთარი თავისაც  გვრცხვენია, არადა სწორედ  ჩვენი სხეულია ის, რაც მიმღებლობასა და სიყვარულს იმსახურებს.

აქვე, სულ არ არის საჭირო ჩვენი ნუდის ადრესატი არსებობდეს.  ჩემი დაკვირვებით ნუდების გადაღება ერთი-ორად წევს თვითშეფასებას, ჰოდაა მიდი შებერეეეე ;)