WTF

NF - the most underrated rapper out there

18 ივლისი 2023

აი ჰო ძაან ძაან ბევრი underrated არტისტი არის out there, მაგრამ, როცა მაგ ფენომენს ახსენებენ, მე ერთადერთი არტისტი მომდის თავში და ეგ არის NF - იგივე Nathan John Feuerstein. NF ამერიკელი რეპერია, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში 2010 წელს გამოჩნდა, მაგრამ ლეიბლების და მსმენელების ყურადღება 2015-2016  წლებში მიიქცია, როცა პირველი 2 ალბომი დადროფა. 2015-ში Mansion და 2016-ში Therapy Session.


 

NF-ის public therapy sessions

არ ვიცი მოდერნიზმის ბრალია, რომანტიზმის თუ რისი, მაგრამ ლიტერატურაშიც, ფილმებშიც და მუსიკაშიც ყველაზე მაგრად ისეთი რაღაცეები მევასება, აი ვიღაც ერთი ტიპი რო არის და თავის პონტში დვიჟენიობს და რაღაცეები ძაან თავის პონტში რო აწუხებს. თხრობაც პირველ პირში მიყვარს. მეც ეგრე ვწერ და პირველ პირში დაწერილი რაღაცეების კითხვაც ყველაზე მაგრად მისწორდება. მოკლედ რო აგიხსნათ, ჩემი საყვარელი 2 წიგნი თამაში ჭვავის ყანაში და ტრამალის მგელია, ჰოდა ნუ ჰო ხვდებით, რაზეც ვბაზრობ?! NF-მაც მაგიტო დამაინტერესა. ტიპი ყველა ტრეკში თავის struggle-ებზე ბაზრობს თან უთესლესი flow-თი და რაღაც ორკესტრული ცოტა dark ინსტრუმენტალით. ზემოთ რო ვახსენე Therapy Session-თქო აი მართლა თერაპიაა ამ ბიჭისთვის მუსიკა. წარმოიდგინე, ტიპი ფსიქოლოგთან ზის რაღაცებს ებაზრება და მისი 16.5 მილიონი monthly listener ამ ყველაფერს უსმენს. დაჟე, ამ ალბომის ქავერის theme-იც ეგ არის. თითქოს ფსიქოლოგის ოთახია და ნეიტი სავარძელში ზის, ოღონდ წინ ფსიქოლოგი კი არა თავისი თავი უზის. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რო ნეიტისთვის თითოეული ტრეკი public therapy session არის. მაგ ალბომში ერთი ტრეკია იმავე სახელწოდებით - Therapy Session და მანდ ეგეთი ლაინია I don't know what you expected, but what you expect when you walk in a therapy session?-ო. ამიტომ თუ NF-ის მოსმენას გადაწყვეტ, იცოდე, რო იქ ვარდისფერი პონები და ფერიები არ დაგხვდება და მზად იყავი ბევრი სიშავისთვის და დეპრესიული ხოდებისთვის.

 

 

NF Real Music

NF-ის ოფიციალური ვებსაიტის მისამართი ესაა: https://www.nfrealmusic.com/#/. ეხლა ამას რატო გეუბნები. არ ვიცი, ყურადღება მიაქციე თუ არა ამ 2 სიტყვას მისამართში - real music. ეგ 2 სიტყვაა არის ნეიტის მუსიკის მთავარი motto და ამოსავალი წერტილი. ანუ ტიპი გეუბნება, რო რასაც ვმღერი და ვრეპავ ყველაფერი რეალური არისო. მის მუსიკაში არაფერი არ არის გამოგონილი და ტრეკის გასაყიდად ჩამატებული. დაჟე კეპიც აქვს, რომელიც თითქმის სულ ახურავს და ამ კეპზე წერია REAL. 

 

ჰოდა, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ნეიტის მუსიკა ეგრე მაგრად მიყვარს, ზუსტად ეგაა, რო ნამდვილია რა. მე კიდე მეზიზღება fake ყალბი ტიპები ვაფშე ყველგან და ხელოვნებაში და თან მუსიკაში ჰო მითუმეტეს.

ჰოლდენ კოლფილდი ჰო ამბობს people always clap for the wrong things-ო, ჰოდა, ჩემი აზრით, ზუსტად მაგის ბრალია, რო მაგარი underrated რეპერია ეს NF.

მაგრამ whatever. Spotify-ს თუ დავუჯერებთ 16 554 979 ისეთი ადამიანი გაიჩითა, რომლებმაც სწორ რაღაცას დაუკრეს ტაში and I’m glad that I’m one of them. 

ბოლოს ჩემ ფლეილისთს დაგიტოვებ, გამიხარდება თუ 16 554 980-ე ტიპი გახდები NF-ის real music არმიაში.