OMG

მოგზაურობის ხელოვნება

18 აგვისტო 2022

მოგზაურობა არაა მარტივი ამბავი, ღმერთMoney.

გეგმის მომზადება, ძიების პროცესი, ბილეთების ყიდვა, სასტუმროს/სახლის მოძებნა, ჭამა-სმის ადგილების დასქროლვა, ღირშესანიშნაობების ჩამოწიკწიკება. კი, ნამდვილი ხელოვნებაა და ფულს რომ თავი დაანებო, ფსიქოლოგიურ მომზადებასაც საჭიროებს.

(შესავალზე ენა რომ არ დავიგრძელო მთავარ ნაწილზე გადავალ)

პირველ რიგში თუ მეგობრებთან ერთად აპირებ წასვლას, ჯობია საქმე გაინაწილოთ და ყველა კონკრეტულ საკითხზე იყოთ პასუხისმგებელი. ვიღაცა ფრენებს და სახლს დაუდარაჯდეს, ვიღაცამ არგასამაზი ადგილები მოიძიოს, ვიღაცამ საჭმელ-სასმელი ობიექტები და ა.შ. მოკლედ, ალბათ მიმიხვდი რას ვგულისხმობ. თუ მარტო მიდიხარ და რავი, ლოცვები გავაძლიეროთ.

 

 

 

იაფ ფრენებზე ნადირობა

 

 

 

ფრენაში ფულის დაზოგვისთვის ერთი მარტივი რჩევა უნდა გაითვალისწინო. ბილეთები მოგზაურობამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა შეიძინო და ძებნა ძირითადად Pegasus-სა და Wizz air-ზე გააჩაღო.

უმჯობესია ბილეთები ავაიახაზების ოფიციალურ ვებგვერდებზე იყიდო და ხელბარგსა (უფასოა) და ე.წ. cabin baggage-ს (ფასიანია) შორის გააკეთო არჩევანი. გააჩნია რამდენი ხნით მიემგზავრები, ოღონდ ყიდვამდე თითოეულის ზომები უსიკვილოდ შეამოწმე.

 

 

 

ღია ცის ქვეშ რომ არ დარჩე…

 

 

 

მე, რადგან სასტუმროს ბინის ქირაობა მირჩევნია, ყველაზე კომფორტულ ვებგვერდად airbnb-ს გამოვაცხადებდი. ჩემი გამოცდილებით 2-3 თვის ინტერვალით დიდად არ იცვლება ფასები, მაგრამ სასურველი თარიღები მალე რომ დაჯავშნო, ბილეთებისა არ იყოს, ამასაც ადრიანად უნდა ჩაუჯდე. 

უმეტეს შემთხვევაში დაჯავშნისას თანხის ნახევარს იხდი, დანარჩენს კი ჩასვლამდე ამატებ. თუმცა, გადახდის პირობები მაინც მასპინძელზეა დამოკიდებული, ამიტომ ყველაფერი კარგად წაიკითხე და ჯავშნის გაუქმების ვადებიც გაითვალისწინე. ემანდ რამე ისე რომ არ წავიდეს როგორც შენ გინდა…

Couchsurfing-ზეც გეტყვი ერთ ორ სიტყვა. Couchsurfing არის ვები, სადაც გაივლი რეგისტრაციას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლებ ღამის გასათევის მოძებნას, თან სრულიად უფასოდ.  აი, ვიღაცამ რომ სოფლიდან ჩამოსული ნათესავივით დაგიტოვოს რა რამდენიმე დღე, ეგ ამბავია, მაგრამ წინასწარ შეფასებები უნდა წაიკითხო. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ჰო გაიგია?

 

 

 

ძლევამოსილი Google is an essential

 

 

 

ჩამოწერე, წყალი რო არ გაუვა ისე, რისი ნახვა გინდა? მოიმარჯვებ Google Map-ს დაძებნი მარშრუტებს. რომელი ადგილებია ახლოს ერთმანეთთან? შენს სახლთან რომელია ახლოს? ერთმანეთთან რამდენად შორს არის ეს ადგილები? თან ფაილს შექმნი და შინახავ.

ეს ტვინის ღუნვა პროცესი და რუკების ხაზვა დაგეხმარება წინასწარ განსაზღვრო ხარჯები. Google-ში ყველანაირი ტრანსპორტის ფასს და სამგზავრო ბარათის ღირებულებას იპოვი. არც თითოეულ მუზეუმში, სასახლეში თუ გალერეაში შესვლის ფასის ღირებულება დაგემალება სადმე.

ტრანსპორტის ამბავში Blablacar-იც დასტალკე. ვებზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეგიძლია ბიუჯეტურ ფასად ავტობუსით ან მსუბუქი ავტომობილით იმგზავრო და ემანდ  ახალი ადამიანებიც გაიცნო.

 

 

 

Google is an essential vol.2

 

 

 

შემდეგ lvl-ზე დალაგებულ გეგმას Sheet-ში გადაიტან თითოულ დღეებზე ლოკაციების მიხედვით გადაანაწილებ, მიუწერ სად რა ღირს შესვლა, ტრანსპორტში რამდენი გეხარჯება და ეგაა.  შენი ბოდიალის და ღირშესანიშნაობებზე დასახარჯი დაახლოებითი თანხა უკვე გეცოდინება.

ბოლო რჩევა: ეს ბლოგი ცხოვრებაში გადააფეისთე და გამოგადგება