მე ვირჩევ ავტოსტოპს

16 სექტემბერი 2018

მე, როგორც ნამდვილ სტუდენტს, ცოტაოდენი ფულით მიწევს თვიდან თვემდე ცხოვრება. ამიტომ ლოგიკურია, რომ როდესაც ქალაქგარეთ ვარ გასასვლელი, ყოველთვის ავტოსტოპს ვირჩევ. რამდენიმე დღის წინ დაქალმა დაგვპატიჟა კურსელები სოფელში. ჩემდა გასაკვირად, მეგობრებიდან არც ერთი არ დამთანხმდა ავტოსტოპით მგზავრობაზე. ერთმა მეზარებაო, მეორემ გამაუპატიურებენო, მესამემ მარშუტკა უფრო კომფორტულიაო. ხოდა აქ დაიბადა ჩემი სტატიის იდეაც. რატომ ავტოსტოპი? გადავწყვიტე გაუცემელ კითხვებს გავცე პასუხი და შესაძლო რისკებზე გესაუბროთ.

 

1. უსაფრთხოება

პირველი, რაც ხალხის შიშს იწვევს, არის  უსაფრთხოება.  რომ გამაუპატიურონ? რომ მომიტაცონ? რომ მომკლან? ერთმა მეგობარმა ისიც მითხრა, ადრე ვიმგზავრე ავტოსტოპით და მთელი გზა თავს ვიწყნარებდი, მძღოლს თითზე ბეჭედი რო უკეთია ცოლი ეყოლება და არაფერს დამიშავებსო. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, 100-ზე მეტ სხვადასხვა მანქანაში ვმჯდარვარ და არც ერთხელ არ მიგრძვნია თავი მსხვერპლად. მარტო საკუთარ თავზე რომ არ ვისაუბრო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც მძღოლი ფსიქიკურად შეშლილი გამოდგა. ასე რომ, ჩვენთან საფრთხის რისკი ძალიან, ძალიან დაბალია. შეიძლება ითქვას, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ამ მხრივ. მით უმეტეს მაშინ, თუ რამდენიმე ერთად მგზავრობთ. ერთადერთი, რისიც შეიძლება ნამდვილად შეგეშინდეთ, არის თუ მძღოლი “გონშიკია” და უბრალოდ მის ტარებას არ ენდობით. ამ შემთხვევაშიც არ “ტეხავს” რომ თხოვოთ, ნელა ატარეთო ან უბრალოდ ჩამოხვიდეთ მანქანიდან და სხვა კეთილ ადამიანს დაელოდოთ.

პირველი, რაც ხალხის შიშს იწვევს, არის უსაფრთხოება. რომ გამაუპატიურონ? რომ მომიტაცონ? რომ მომკლან? ერთმა მეგობარმა ისიც მითხრა, ადრე ვიმგზავრე ავტოსტოპით და მთელი გზა თავს ვიწყნარებდი, მძღოლს თითზე ბეჭედი რო უკეთია ცოლი ეყოლება და არაფერს დამიშავებსო. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, 100-ზე მეტ სხვადასხვა მანქანაში ვმჯდარვარ და არც ერთხელ არ მიგრძვნია თავი მსხვერპლად. მარტო საკუთარ თავზე რომ არ ვისაუბრო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც მძღოლი ფსიქიკურად შეშლილი გამოდგა. ასე რომ, ჩვენთან საფრთხის რისკი ძალიან, ძალიან დაბალია. შეიძლება ითქვას, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ამ მხრივ. მით უმეტეს მაშინ, თუ რამდენიმე ერთად მგზავრობთ. ერთადერთი, რისიც შეიძლება ნამდვილად შეგეშინდეთ, არის თუ მძღოლი “გონშიკია” და უბრალოდ მის ტარებას არ ენდობით. ამ შემთხვევაშიც არ “ტეხავს” რომ თხოვოთ, ნელა ატარეთო ან უბრალოდ ჩამოხვიდეთ მანქანიდან და სხვა კეთილ ადამიანს დაელოდოთ.

 

2. თუ გოგო ვარ და მარტო ვმგზავრობ?

ეს თემა უსაფრთხოებაში გადის ნაწილობრივ, თუმცა იმხელაა, რომ გადავწყვიტე, ცალკე საკითხად გამოვყო. მეც გოგო ვარ და ამ ზაფხულში ვიმგზავრე პირველად მარტომ. სიმართლე რომ გითხრათ, მანამდე ვერ ვბედავდი, ძალიან მეშინოდა, მეგობრებთან ერთად მაინც უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. მაგრამ მარტო მგზავრობამ ისეთი რაღაცები მასწავლა, რასაც ალბათ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვისწავლიდი. პირველივე მძღოლმა, ვინც გამიჩერა, სექსი შემომთავაზა. არადა, ბათუმი-თბილისის მარშუტკის მძღოლი იყო, ჯერ ხალხი არ ჰყავდა და შემომთავაზა, ქობულეთში გაგიყვან და იქიდან მარტივად გააჩერებ ვინმესო. როგორც კი ჩავუჯექი, საუბარი დამიწყო იმაზე, თუ როგორ მოვეწონე და უნდა ჩემთან დაახლოვება. მერე მითხრა, თბილისამდეც ჩაგიყვან, ოღონდ ქუთაისში გავჩერდეთ, ერთმანეთი გავიცნოთ, სასტუმროს ავიღებ და  “პაწია ერთმანეთს მოვეფეროთო” . რაც უფრო მეტად “ვაპაშოლებდი”, მით უფრო გაცხარებულად მიმტკიცებდა იმას, რომ ახალგაზრდა გოგო ვარ და სექსზე უარს რომ ვამბობ, ტეხავს. ბოლოს ძალიან გავბრაზდი, ვუთხარი ან ხმის ამოუღებლად წამიყვან ქობულეთში, ან თუ ეგრე არ გაწყობს აქვე ჩამოვალთქო. ცოტა ხნით გაჩუმდა, მაგრამ მერე ისევ ალაპარაკდა. ამიტომ, მანქანა გავაჩერებინე და გადასვლისას ისიც მივაძახე, ეგრე ვერავის ვერ დაკერავ-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ შემშინებია, პირიქით, ძალიან მამაცად ვიდექი. მიუხედავად იმისა, რომ ის კაცი გახსენებისას კვლავ ზიზღს იწვევს ჩემში, ამ მგზავრობამ მიმახვედრა, რომ ასეთი შემაწუხებელი ტიპები სინამდვილეში ძალიან მშიშრები არიან.

ეს თემა უსაფრთხოებაში გადის ნაწილობრივ, თუმცა იმხელაა, რომ გადავწყვიტე, ცალკე საკითხად გამოვყო. მეც გოგო ვარ და ამ ზაფხულში ვიმგზავრე პირველად მარტომ. სიმართლე რომ გითხრათ, მანამდე ვერ ვბედავდი, ძალიან მეშინოდა, მეგობრებთან ერთად მაინც უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. მაგრამ მარტო მგზავრობამ ისეთი რაღაცები მასწავლა, რასაც ალბათ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვისწავლიდი. პირველივე მძღოლმა, ვინც გამიჩერა, სექსი შემომთავაზა.


არადა, ბათუმი-თბილისის მარშუტკის მძღოლი იყო, ჯერ ხალხი არ ჰყავდა და შემომთავაზა, ქობულეთში გაგიყვან და იქიდან მარტივად გააჩერებ ვინმესო. როგორც კი ჩავუჯექი, საუბარი დამიწყო იმაზე, თუ როგორ მოვეწონე და უნდა ჩემთან დაახლოვება. მერე მითხრა, თბილისამდეც ჩაგიყვან, ოღონდ ქუთაისში გავჩერდეთ, ერთმანეთი გავიცნოთ, სასტუმროს ავიღებ და “პაწია ერთმანეთს მოვეფეროთო”. რაც უფრო მეტად “ვაპაშოლებდი”, მით უფრო გაცხარებულად მიმტკიცებდა იმას, რომ ახალგაზრდა გოგო ვარ და სექსზე უარს რომ ვამბობ, ტეხავს. ბოლოს ძალიან გავბრაზდი, ვუთხარი ან ხმის ამოუღებლად წამიყვან ქობულეთში, ან თუ ეგრე არ გაწყობს აქვე ჩამოვალთქო. ცოტა ხნით გაჩუმდა, მაგრამ მერე ისევ ალაპარაკდა. ამიტომ, მანქანა გავაჩერებინე და გადასვლისას ისიც მივაძახე, ეგრე ვერავის ვერ დაკერავ-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ შემშინებია, პირიქით, ძალიან მამაცად ვიდექი. მიუხედავად იმისა, რომ ის კაცი გახსენებისას კვლავ ზიზღს იწვევს ჩემში, ამ მგზავრობამ მიმახვედრა, რომ ასეთი შემაწუხებელი ტიპები სინამდვილეში ძალიან მშიშრები არიან.

 

ზოგადად მგონია, რომ ყველა, ვინც რაღაც ცუდს აკეთებს, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ნერვიულობს, ეშინია. ამიტომ შემდეგ მძღოლებს უკვე მომზადებული დავხვდი.

როგორც კი ჩავუჯდებოდი, ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ხედავდნენ, რუკა რომ მქონდა გახსნილი. მერე, თუ ეგ არ შეაჩერებდათ და “პრანჭვას” და “რა კარგი გოგო ხარ”-ს ძახილს დამიწყებდნენ, ვიწყდებდი ლაპარაკს. ვეუბნებოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცირერიცხოვანი ქვეყანაა, მანიაკებიც შესაბამისად ცოტანი არიან და მეტნაკლებად უსაფრთხო ქვეყანაა (ეს არგუმენტი ჩემით მოვიგონე), მე მაინც ფრთხილად ვარ. “ვანდობდი” ჩემს საიდუმლოს, რომ ჩუმად მანქანის ნომრებს ვიმახსოვრებ ხოლმე (რაც სიმართლე არ არის), რომ მგზავრობის პარალელურად რამდენიმე მეგობარს ვწერ, რომლებმაც სულ იციან სად ვარ (რაც უმეტეს შემთხვევაში ასევე ტყუილია). და ბოლოს, ვახსენებ, რომ ყოველთვის არსებობს პოლიცია, რომელიც მუდამ მზადაა თავისი ქვეყნის მოქალაქეები დაიცვას. ამის შემდეგ უკვე ვეღარავინ მიბედავდა მომეწონე-ს ძახილს.


ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ გაჩვენოთ, მთავარია საკუთარ თავში იყოთ დარწმუნებული და არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ. იმას უნდა ეშინოდეს, და არა თქვენ. ხოლო ყოველი შემთხვევისთვის და თქვენივე უსაფრთხოებისთვის არასოდესაა ზედმეტი თუ ჩანთაში, ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას გეგდებათ წიწაკის სპრეი (აი, თვალებში რო ასხამენ და საშინლად რო წვავს ეგ).

 

3. ვინ აჩერებს სინამდვილეში ავტოსტოპზე?

რამდენიმე კატეგორიის ხალხი გვხვდება. პირველი და ყველაზე გავრცელებული,  მარტოსული მძღოლები  არიან, რომლებიც დიდ მანძილზე მიდიან და უბრალოდ ხმის გამცემი უნდათ. ერთმა გოგომ გამიჩერა ერთხელ, თბილისიდან ბათუმში მიდიოდა და მთელი გზა მელაპარაკებოდა, დაღლილი ვარ და არ მინდა, ჩამეძინოს ან მოვდუნდეო. საერთოდაც, მარტო მგზავრობა ძალიან მომაბეზრებელიაო. ბოლოს ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ. მეორე კატეგორია არის  ახალგაზრდა “სასტავი” . მოწყენილობის არაფერი ეტყობათ, უბრალოდ კარგი ხალხის გაცნობის შანსს ხელიდან არ უშვებენ. ჩაგისვამენ და გელაპარაკებიან, ისტორიებს გიყვებიან, კარგ მუსიკასაც გასმენინებენ და საბოლოოდ გთავაზობენ, მათ გაყვე სამეგრელოში, სადაც თვითონ მიდიან და იქ მაგრად იგუგუნოთ. მესამე კატეგორია არის  საშუალო ან საშუალოზე მეტი ხნის კაცები,  რომლებიც წყვილ-წყვილად დადიან და კაცმა არ იცის რატომ აჩერებენ. მთელი გზა ხმას არ გცემენ, მხოლოდ ერთმანეთში ლაპარაკობენ და უკეთეს შემთხვევაში შეიძლება სახელი გკითხონ. სამაგიეროდ, ყავის საყიდლად რომ ჩერდებიან ზესტაფონში, შენთვისაც მოაქვთ. მოკლედ, ეს ხალხი ძირითადად ხელგაშლილი კეთილი საზოგადოებაა, რომელსაც ლაპარაკი დიდად არ უყვარს. და ბოლოს,  უცხოელები . უცხოელები ენას არ აჩერებენ. ერთხელ თურქი ტრაილერის მძღოლმა ჩაგვისვა, რომელმაც არც ქართული იცოდა, არც რუსული და არც ინგლისური, მოკლედ, ვერაფერს ვაგებინებდით ერთმანეთს. სამაგიეროდ, ჟესტებით გაგვაგებინა რამდენი წლის იყო, რა ერქვა, რამდენი შვილი ჰყავდა და თვეში რამდენი შეკვეთა ჰქონდა. ისიც გვითხრა, ეს ტრაილერი ჩემია და ძირითადად საზღვარგარეთ დავდივარ ხოლმეო. მერე ჩემს მეგობარზე მანიშნა, შენი შეყვარებული თუა აკოცეო. არ მახსოვს და ვერ ავხსნი ეს ყველაფერი როგორ მოხდა, მაგრამ მაგ დღეს დავრწმუნდი, რომ რაც არ უნდა უცხოელი იყოს, ყველაფერს გააგებინებ ადამიანს თუ მოინდომებ. ერთხელ ჩინელი მძღოლიც კი შემხვდა, რომელიც ბათუმურ-ქართულად მელაპარაკებოდა. რამე სასაცილოს რო ვეტყოდი “მალადეც”-ო მპასუხობდა და იცინოდა. ბათუმის კილოთი ყველაფერი მესმის, მაგრამ შენ სხვანაირად ლაპარაკობ და წესიერად ვერ ვარჩევო, ბოლოს მითხრა.

რამდენიმე კატეგორიის ხალხი გვხვდება. პირველი და ყველაზე გავრცელებული, მარტოსული მძღოლები არიან, რომლებიც დიდ მანძილზე მიდიან და უბრალოდ ხმის გამცემი უნდათ. ერთმა გოგომ გამიჩერა ერთხელ, თბილისიდან ბათუმში მიდიოდა და მთელი გზა მელაპარაკებოდა, დაღლილი ვარ და არ მინდა, ჩამეძინოს ან მოვდუნდეო. საერთოდაც, მარტო მგზავრობა ძალიან მომაბეზრებელიაო. ბოლოს ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ. მეორე კატეგორია არის ახალგაზრდა “სასტავი”. მოწყენილობის არაფერი ეტყობათ, უბრალოდ კარგი ხალხის გაცნობის შანსს ხელიდან არ უშვებენ. ჩაგისვამენ და გელაპარაკებიან, ისტორიებს გიყვებიან, კარგ მუსიკასაც გასმენინებენ და საბოლოოდ გთავაზობენ, მათ გაყვე სამეგრელოში, სადაც თვითონ მიდიან და იქ მაგრად იგუგუნოთ. მესამე კატეგორია არის საშუალო ან საშუალოზე მეტი ხნის კაცები, რომლებიც წყვილ-წყვილად დადიან და კაცმა არ იცის რატომ აჩერებენ. მთელი გზა ხმას არ გცემენ, მხოლოდ ერთმანეთში ლაპარაკობენ და უკეთეს შემთხვევაში შეიძლება სახელი გკითხონ. სამაგიეროდ, ყავის საყიდლად რომ ჩერდებიან ზესტაფონში, შენთვისაც მოაქვთ.


მოკლედ, ეს ხალხი ძირითადად ხელგაშლილი კეთილი საზოგადოებაა, რომელსაც ლაპარაკი დიდად არ უყვარს. და ბოლოს, უცხოელები. უცხოელები ენას არ აჩერებენ. ერთხელ თურქი ტრაილერის მძღოლმა ჩაგვისვა, რომელმაც არც ქართული იცოდა, არც რუსული და არც ინგლისური, მოკლედ, ვერაფერს ვაგებინებდით ერთმანეთს. სამაგიეროდ, ჟესტებით გაგვაგებინა რამდენი წლის იყო, რა ერქვა, რამდენი შვილი ჰყავდა და თვეში რამდენი შეკვეთა ჰქონდა. ისიც გვითხრა, ეს ტრაილერი ჩემია და ძირითადად საზღვარგარეთ დავდივარ ხოლმეო. მერე ჩემს მეგობარზე მანიშნა, შენი შეყვარებული თუა აკოცეო. არ მახსოვს და ვერ ავხსნი ეს ყველაფერი როგორ მოხდა, მაგრამ მაგ დღეს დავრწმუნდი, რომ რაც არ უნდა უცხოელი იყოს, ყველაფერს გააგებინებ ადამიანს თუ მოინდომებ. ერთხელ ჩინელი მძღოლიც კი შემხვდა, რომელიც ბათუმურ-ქართულად მელაპარაკებოდა. რამე სასაცილოს რო ვეტყოდი “მალადეც”-ო მპასუხობდა და იცინოდა. ბათუმის კილოთი ყველაფერი მესმის, მაგრამ შენ სხვანაირად ლაპარაკობ და წესიერად ვერ ვარჩევო, ბოლოს მითხრა.

 

4. რას ველოდოთ ავტოსტოპით მგზავრობისას

ამაზე ლაპარაკს რომ დავიწყებ, შეიძლება ვერ გავჩერდე. ავტოსტოპი ერთი დიდი თავისუფალი ბაზარია. არანაირი ფიქსირებული მგზავრობის დრო, როცა გინდა მაშინ დადექი ტრასაზე. უამრავი ახალი და საინტერესო ადამიანის გაცნობა, უფასო საჭმელი, უკეთეს შემთხვევაში მოსაწევიც. სამეგრელოში როცა დავდიოდი ავტოსტოპით, ოთხიდან სამი მანქანა მოსაწევს მთავაზობდა და ერთმა გამომატანა კიდეც. ერთმა ნომერი ჩამაწერინა, ვზრდი მაგრამ ახლა არ იბოლება და შემეხმიანე და მზად რომ იქნება მოგცემო. ერთმა მძღოლმა კიდევ ერთხელ იმდენი მოწია, რომ ცუდად გახდა და ჩემი მეგობარი დასვა საჭესთან, მერე პატარა ბავშვივით აწუწუნდა, ფოთის ზღვაში მინდა ბანაობაო და ჩვენც ვიბანავეთ. მოკლედ, ძალიან ბევრი სასაცილო თუ ბედნიერი მოგონება, კომუნიკაცია, ათას თემაზე გვისაუბრია. პირადი ცხოვრებით დაწყებული ამერიკის ეკონომიკით და ტრამპით დამთავრებული, თავისი საქართველოს ნარკოპოლოტიკითა და გირჩით. თან კიდევ ერთი დიდი პლიუსი ის არის, რომ საერთოდ არ იგრძნობა გრძელი გზები. ჩემთვის ზოგადად მგზავრობა ძალიან დამღლელია, ვერ ვიტან ამ პროცესს. თუმცა ავტოსტოპით შემიძლია მთელი დღე გზაში ვიყო და არ დავიღალო, თუ, რა თქმა უნდა, მანქანებს გამოვიცვლი. რაც მეტი მანქანით წამოხვალ, მით უფრო მოკლედ და საინტერესოდ მოგეჩვენება გზა. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ავტოსტოპით მგზავრობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოს ყველამ. თუ მარტო გეშინიათ, მეგობრების ჯგუფთან ერთად, ორ და სამ კაცს ძალიან მარტივად უჩერებენ და ზემოთხსნებული “აბეზარებიც” არ აგეკიდებიან. საბოლოო ჯამში კი, სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილება გროვდება.

ამაზე ლაპარაკს რომ დავიწყებ, შეიძლება ვერ გავჩერდე. ავტოსტოპი ერთი დიდი თავისუფალი ბაზარია. არანაირი ფიქსირებული მგზავრობის დრო, როცა გინდა მაშინ დადექი ტრასაზე. უამრავი ახალი და საინტერესო ადამიანის გაცნობა, უფასო საჭმელი, უკეთეს შემთხვევაში მოსაწევიც. სამეგრელოში როცა დავდიოდი ავტოსტოპით, ოთხიდან სამი მანქანა მოსაწევს მთავაზობდა და ერთმა გამომატანა კიდეც. ერთმა ნომერი ჩამაწერინა, ვზრდი მაგრამ ახლა არ იბოლება და შემეხმიანე და მზად რომ იქნება მოგცემო. ერთმა მძღოლმა კიდევ ერთხელ იმდენი მოწია, რომ ცუდად გახდა და ჩემი მეგობარი დასვა საჭესთან, მერე პატარა ბავშვივით აწუწუნდა, ფოთის ზღვაში მინდა ბანაობაო და ჩვენც ვიბანავეთ. მოკლედ, ძალიან ბევრი სასაცილო თუ ბედნიერი მოგონება, კომუნიკაცია, ათას თემაზე გვისაუბრია. პირადი ცხოვრებით დაწყებული ამერიკის ეკონომიკით და ტრამპით დამთავრებული, თავისი საქართველოს ნარკოპოლოტიკითა და გირჩით. თან კიდევ ერთი დიდი პლიუსი ის არის, რომ საერთოდ არ იგრძნობა გრძელი გზები.


ჩემთვის ზოგადად მგზავრობა ძალიან დამღლელია, ვერ ვიტან ამ პროცესს. თუმცა ავტოსტოპით შემიძლია მთელი დღე გზაში ვიყო და არ დავიღალო, თუ, რა თქმა უნდა, მანქანებს გამოვიცვლი. რაც მეტი მანქანით წამოხვალ, მით უფრო მოკლედ და საინტერესოდ მოგეჩვენება გზა. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ავტოსტოპით მგზავრობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოს ყველამ. თუ მარტო გეშინიათ, მეგობრების ჯგუფთან ერთად, ორ და სამ კაცს ძალიან მარტივად უჩერებენ და ზემოთხსნებული “აბეზარებიც” არ აგეკიდებიან. საბოლოო ჯამში კი, სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილება გროვდება.