OMG

მე არ ვარ superwoman : პერფექციონიზმი და წარუმატებლობის შიში

28 მაისი 2021



Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა, რომელიც 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. მოძრაობა გადმოსცემს და იზიარებს პროფესიული წარუმატებლობების ისტორიებს. Fuckup Nights - ის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, ყოველდღიურად სამ-ოთხ ადამიანს ხვდებიან, რომლებიც ადამიანებს თავიანთ პროფესიული წარუმატებლობის ისტორიებს უზიარებენ. მოძრაობა 90 ქვეყანას, 320 ქალაქა და 15000 ისტორიას აერთიანებს.



მე, როგორც პროფესიონალი ქალი,  მუდმივ ზეწოლას ვგრძნობ, რომ ვიყო ყოველთვის იდეალური. უზომოდ თვითკრიტიკული ვარ და გამუდმებით ვებრძვი თვითმარქვია (imposter) სინდრომს. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი შეცდომა, არ აქვს მნიშნელობა თუ რამდენად პატარაა ეს მარცხი , ჩამომაშორებს ჩემს კლიენტებს.

იმდენად ძლიერია ეს წნეხი, რომ ხანდახან ვხვდები თვით-საბოტაჟს მივმართავ. ისე მეშინია დამარცხების, რომ აღარც კი ვცდილობ რაიმეს მიღწევას. ქალები, რომლებიც მაღალ თანამდებობაზე არიან ბევრად დიდ ზეწოლას გრძობენ საზოგადოებისგან, რომ იყვნენ სრულყოფილები. როდესაც ერთადერთი ქალი ხარ ოთახში , გრძნობ, რომ შენი გადაწყვეტილებები სხვებისთვის ყოველი ქალის აზრს ასახავს, შესაბამისად შეცდომის დაშვებისთვის ადგილი თითქმის საერთოდ არ არის. 

საზოგადოებას იმის მოლოდინი აქვს, რომ ქალებს ყველაფრის გაკეთება და მიღება შეუძლიათ რაც სურთ, მაგრამ თუ რაიმე შეცდომა გაგვეპარება მაშინვე ფიქრობენ, რომ ჩვენი ადგილი იქ არ არის და არც თავიდანვე ყოფილა. მოგეხსენებათ, ხალხი  ჩვენ,  ქალებს ბევრად მკაცრად განგვსჯის შეცდომების გამო ვიდრე კაცებს და ამასთან ერთად არც კი გვიხდიან! მსოფლიოს  გარშემო, ქალებს 63 %-ით ნაკლებს უხდიან ვიდრე კაცებს ზუსტად ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებაში. არ არსებობს ქვეყანა სადაც კაცები ხარჯავენ იგივე დროს რასაც ქალები საოჯახო საქმეებზე ( სამუშაო რომელიც არ ნაზღაურდება) . 2020 წელია და საზოგადოებას ისევ ის მოლოდინი აქვს, რომ ლიდერი ქალები “superwoman”-ები არიან, რომლებიც ყველაფერს უშეცდომოდ ასრულებენ და ამასთან ერთად კაცებზე ნაკლები შემოსავალი აქვთ .  აი ეს ყველაფერი, ჩემო მეგობრებო კი არის “fucked up”. 

აუცილებელია, რომ შევებრძოლოთ ამ მოლოდინებს, რომლებიც მათ ქალების მიმართ აქვთ. კი, საჭიროა წარმატების, სხვადასხვა მიღწევების გაზიარება და ერთმანეთის გამხნევება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ავიდეთ სცენაზე და ხმამაღლა მოვყვეთ ჩვენი წარუმატებლობების, შეცდომების შესახებ. ჩვენ  არ ვართ უნაკლოები და შეცდომებიც  მოგვდის ხანდახან. იმის აღიარება, რომ შეცდომა მოგივიდა არა სუსტს, არამედ ბევრად ძლიერს გხდის.

დროა, რომ “წარმატებას” ახალი სახე მივცეთ , რომლისთვისაც ღირებული იქნება აუთენტურობა, მიმღებლობა, ინდივიდუალიზმი და პერფექციონიზმზე მაღლა მდგომი საზოგადოება, სადაც ქალებს შეეძლებათ, რომ გამოხატონ საკუთარი თავი ბოლომდე და წარმოაჩინონ სხვადასხვა შესაძლებლობები.
ახლა კი ძალიან მიჭირს რომ შესაბამისი დასასრული ვუპოვო ამ  ბლოგ პოსტს, მაგრამ ერთხელ მაინც შემიძლია შევეგუო იმ ფაქტს რომ რაღაც , მაგალითად ეს ბლოგ პოსტი სრულყოფილი არ არის.


წყარო:Fuckup Nights
ავტორი: Lindsay Walsh 
მთარგმნელი: ელენე იმედაშვილი