OMG

Lil Peep - hellboy without horns

31 მარტი 2023

Lil Peep-ის გაგონებაზე ალბათ თავში რომელიღაც რიგითი mumble რეპერი წარმოგიდგება. შეიძლება სახელმა და ვიზუალმა წინასწარი შთაბეჭდილება შეგიქმნას, რომელიც აქვე გეტყვი, რომ არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ იმისთვის, რომ ამ სტატიის კითხვით ისიამოვნო და არ იფიქრო, ვიღაც რიგით უხარისხო რეპერზე ვკითხულობ უაზრო სტატიასო, გირჩევ ეს ფლეილისთი ჩართო აქ დააჭირე (რომელსაც, სხვათაშორის, ამ სტატიის წერისას ვუსმენ) და ისე განაგრძო კითხვა. დამიჯერე, უფრო მუღამში შეხვალ:))

 

Gustav Elijah Åhr იგივე Lil Peep

 

1996 წლის 1 ნოემბერს უნდა ვუმადლოდე, რომ გუსტავი (ეს პიპის ნაღდი სახელია) მოავლინა დედამიწას. პიპი პენსილვანიაში დაიბადა, თუმცა ლონგ აილენდზე გაიზარდა. 2013 წელს მან soundcloud-ზე დაიწყო ტრეკების დადება “Trap Goose”-ის სახელით, თუმცა ეს სახელი მალევე გადაკეთდა Lil Peep-ად, რადგან დედამისი, რომელიც პიპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, მას სულ peep-ს ეძახდა. მან პოპულარობა 2015 წელს მოიპოვა მისი ყველაზე ცნობილი სინგლის - Star Shopping-ის გამოშვების შემდეგ, რომელსაც შეგიძლია აქ მოუსმინო -აქ დააჭირე. უაზრო დისკოგრაფიული დეტალებით, რომ არ მოგაბეზრო თავი, პირდაპირ გეტყვი ალბომს, რომელსაც, ჩემი აზრით, პირველს უნდა მოუსმინო - Come Over When You’re Sober Pt. 2. აქ დააჭირე და იმაზე გადავალ, თუ რატომ მიყვარს ესე მაგრად ამ ბიჭის მუსიკა. 

 

პიპში ყველაზე მაგრად მისი გულწრფელობა მომწონს. შეიძლება არც ყველაზე მაგარი ვოკალისტი არაა და არც ყველაზე მაგარი ლირიცისტი, მაგრამ რო უსმენ, ერთი რამე ნაღდად იცი - გულწრფელია რა, რასაც მღერის ყველაფერს გრძნობს და ტკივა. ხანდახან ეგაა ძაან comforting, იმის დანახვა, რო სხვა შენს ტკივილს იზიარებს. მე რო პიპის აი იმენა მოსმენა დავიწყე, ზუსტად არ მახსოვს,  2019 წლის შემოდგომა თუ ზამთარი იყო. მაგრამ ზუსტად რაც მახსოვს ისაა, რო მაგ დროს მაგრად ციოდა. რაღაც ძაან მეტაფორული ამბავი იყო ეგ იმიტო, რო ჩემ პონტში მეც ძაან მციოდა, If you know what I mean. დაჟე ტრეკებიც მახსოვს, რომელსაც ლუპზე ვუსმენდი, მარა ახლა მაგან მეეჭვება, დაგაინტერესოს. რო რამე მომწერე და დიდი სიამოვნებით გაგიზიარებ. 

 

ნუ ამ დროს პიპის იმენა მოსმენა მოსმენა დავიწყე, მაგრამ ჩემი პიპის პირველი ტრეკი - Save That Shit აქ დააჭირე

 მაგ ზაფხულს მოვისმინე. აი ეგ მომენტი კიდე ზუსტად მახსოვს. პინგ-პონგს ვთამაშობდი და ერთმა ძაან კარგმა ადამიანმა დინამიკში ჩართო. უცებ რაღაც ძაან მაგრად გამისწორდა და მეთქი ვაა ეს რა არის. სახლში რო მივედი დავსერჩე ეგრევე და ფლეილისთში ჩავამატე, მაგრამ ეგეთი სახელის ფლეილისთში ჩავაგდე “პაზორნი სიმღერები” - მეც, შენი არ იყოს, ცოტა ისეთი დამოკიდებულება მქონდა ამ Lil რეპერების მიმართ და kinda მიტყდებოდა მაგათი მოსმენა. მაგრამ, საბედნიეროდ, მალევე შეეცვალა მაგ ფლეილისთს სახელი (რომელშიც ახლა 206 ტრეკია და 9 საათს და 35 წუთს ქაჩავს) იმიტო, რო პიპის სხვა ტრეკებსაც მოვუსმინე და მივხვდი, რო ძაან შორს იყო ეს ბიჭი იმ რეპერებისგან, ვინც ხალხს პიპი გონია. 

 

ნუ, რადგან ამაზე ჩამოვარდა საუბარი, ბარემ პიპის მუსიკის ჟანრზეც მოგიყვები. Lil Peep-ს emo rap-ის წარმომადგენლად მიიჩნევენ. ერთ-ერთი პირველი ტიპია, ვინც მაგ ჟანრში მოღვაწეობა დაიწყო და მიუხედავად იმისა, რო ამ ჟანრის სხვა მიმდევრები მაინცდამაინც დიდ ხარისხს ვერ დებენ, Peep is definetly an exception. მის მუსიკაში შეხვდები lo-fi-ს, trap-ს, rap rock-ს, pop punk-ს და დაჟე ალტერნატიულ როკსაც. მოკლედ ბევრი რამის ძაან გემრიელი მიქსია რა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი პიპის სიმღერებში არის lyrics, რომელიც საკმაოდ მძიმეა. მახსოვს, ჩემ მეგობარს ჩავუგდე პიპის ფლეილისთი და მომწერა ამას როგორ უსმენ, რო ჩავრთე ცუდად გავხდი, დეპრესიაში ჩავვარდიო. იდეაში მართლა ეგეთია პიპის მუსიკა, exhibit A: ,აქ დააჭირე,

 მაგრამ ის თემაა, რო, როცა ცოტა dark spot-ში ხარ ძაან აჭერ რა შენ პონტში. Relatable რაღაცეებს ბოლომდე ეჭიდები და პიპი რო ამბობს I ain’t got no remedy bury me-ო და შენც რო ეგრე გრძნობ თავს, kinda გისწორდება. ჰო ვთქვი, comforting არის. ეგ თუ არ გესმის, მეც ვერ აგიხსნი პრინციპში. ჩემი აზრით, ემოციური კათარზისისთვის და ემოციებისგან ბოლომდე დაცლისთვის აუცილებელია, რო ჯერ ეგ ემოციები ბოლომდე, ძაან ინტენსიურად იგრძნო. მუსიკა კიდე ყველაზე კაი tool არის მაგისთვის. Emotion amplifier არის რა. პიპის ლირიქსი ძაან პირდაპირია და მაგიტო არის ბევრისთვის ცოტა რთული მოსასმენი. ტიპი პირდაპირ ამბობს I gotta feeling that I‘m not gonna be here for next year-ო ყველანაირი მეტაფორების და შეფარვის გარეშე. ეგ კიდე ვიღაცისთვის ძაან მიმზიდველია, ვიღაცისთვის - პირიქით. 

 

ამ სტატიას ვერ დავამთავრებ ისე, რო პიპის სიკვდილს არ შევეხო. სამწუხაროდ, საკუთარი დაბადების დღიდან 2 კვირაში 2017 წლის 15 ნოემბერს პიპი ქსანაქსისა და ფენტალინის ოვერდოზით მოკვდა. რაღაცნაირი სევდიანია ის ფაქტი, რო ზუსტად ლაივის წინ მოკვდა tour bus-ში, ზუსტად იმ ქალაქში - ტუსონში, სადაც თავისი პირველი ლაივი ქონდა. ახლა აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, მართლა შემთხვევით მოკვდა თუ თავი მოიკლა, ფაქტი ისაა, რომ 21 წლის უნიჭიერესი ადამიანი დაკარგა მუსიკამ და მთელმა სამყარომ. ადამიანი, რომელსაც Rolling Stones-ის თქმით, შეეძლო ამ თაობის კურტ კობეინი ყოფილიყო. პიპის მუსიკალური კარიერა მხოლოდ 4 წელს გაგრძელდა მაგრამ ამ პერიოდში შეძლო 300-მდე ტრეკის შექმნა, რომლებიდანაც ძალიან ბევრი დღემდე მეც კი არ მაქვს მოსმენილი. ერთ-ერთ ინტერვიუში ეკითხებიან, შენი აზრით სიკვდილის მერე რა ხდებაო. პიპი კიდე პასუხობს, რო ეგ მე არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რო you can’t kill energy, energy doesn’t die-ო.

ჰოდა, ეგ მართლა ეგრეა რა. შეიძლება პიპი ფიზიკურად მოკვდა, მაგრამ სანამ ერთი ტიპი მაინც უსმენს მაგის მუსიკას, იქამდე იცოცხლებს საკუთარ მუსიკაში. 

შეიძლება ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რო ეგ მართლა ეგრეა… 

 

RIP Gus we will never forget you